სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მადლენ მაჭარაშვილი
    28.09.2009

    ქართულ სასამართლოში ყველაფერი ხდება. უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი ხელისუფლების ამ შტოში შესაძლოა, ყველაზე დიდ უსამართლობას წააწყდეს.

    ეკა ბასილაია
    27.09.2009

    "იცით, რა განაპირობებს ჩვენს გარეგნობას? ჩვენი ესთეტიკური კულტურის დონე, ინტელექტი და ჰორმონები. ხასიათს - გენეტიკა... და ამ ყველაფერს პლასტიკური ქირურგია კი არა, ვერაფერი ვერ შეცვლის", - ამბობს ციცინო შურღაია.

    გიორგი ფუტკარაძე
    26.09.2009

    ახალი სატელევიზიო სეზონი, რომლის დაწყებასაც ქართული არხების ნაწილი მომავალი კვირიდან გეგმავს, მნიშვნელოვანი სიახლეების გარეშე ჩაივლის და მხოლოდ ფასადური ცვლილებები იგეგმება.

    ეკა გულუა
    26.09.2009

    პატიმართა შეწყალება მთავრობისა და პარლამენტის სადაო საკითხი უკვე მერამდენედ ხდება. ამჯერად დაპირისპირებაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროც ჩაერთო. როგორც ირკვევა, შეწყალების კომისიას შესაწყალებელ პატიმართა სიას ეს უწყებაც უგზავნის, რაც კანონდარღვევაა. დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

    მარი ოთარაშვილი
    26.09.2009

    ორშაბათს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი 23 ათასზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მათგან სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 8400-ზე მეტმა სტუდენტმა

    გიორგი გირკელიძე
    26.09.2009

    ეს სიტყვები ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა ოზურგეთელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის დროს თქვა. მისივე თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო და საგანმანათლებლო რესურსცენტრი გაამკაცრებენ წესებს მოსწავლეების სკოლაში გამოცხადება-არგამოცხადების თაობაზე.

    სალომე გოგოხია
    26.09.2009

    ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ცემის ფაქტებზე საუბრობენ. თუმცა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში ამ ფაქტების არსებობას არ ადასტურებენ.

    ქეთი თოდუა
    26.09.2009

    ახალგაზრდები მეგობრების გარემოცვაში სხვადასხვა თემის განხილვას დიდ დროს უთმობენ. ზოგიერთ საკითხს სრული სერიოზულობით განიხლავენ და ხშირად კამათობენ კიდეც, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მსჯელობა დაპირისპირებაში არ გადადის.

    თამთა ქარჩავა
    25.09.2009

    სამოქალაქო საზოგადოება და ადვოკატები უერთდებიან 28 სექტემბრის აქციას და კიდევ ერთხელ მოითხოვენ იმ მაღალჩინოსნების დასჯას, რომლებიც უშუალოდ ფიგურირებენ ახალგაზრდების მკვლელობის საქმეებში.

    მარი ოთარაშვილი
    25.09.2009

    მაშინ, როცა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი სწავლის გაზრდილი საფასურით დაიწყო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც მისი პრორექტორი დალი კანდელაკი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ცდილობს სტუდენტების მდგომარეობაში შევიდეს და თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის საშუალება მისცეს.

    თიკო ოსმანოვა
    25.09.2009

    "კონსერვატიული პარტია" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ მიღებულ კანონს და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 28 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

    ეკა გულუა
    24.09.2009

    "რა ღირს არსებობა მოხუცისთვის" - აღნიშნული სლოგანით "ქართულმა დასმა" ქვეყანაში არსებული 123-ლარიანი საარსებო ზღვარი გააპროტესტა და მინიმუმ 150 ლარამდე გაზრდა მოითხოვა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter