სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე გოგოხია
    05.10.2009

    საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ტრეფიკინგი მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. უცნობია, საქართველოში ამ მუხლით რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს, თუმცა, სასამართლოებში გამოტანილი განაჩენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს რიცხვი არც თუ ისე ცოტაა.

    ლანა ბერიძე
    05.10.2009

    უახლოეს მომავალში პირველი არხის სამეურვეო საბჭოს ახალი კონკურსი გამოცხადდება. სადაც ბორდის 7 წევრი ოპოზიციური კვოტით იქნება არჩეული პარლამენტის მიერ. თუმცა, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

    თიკო ოსმანოვა
    05.10.2009

    მსოფლიო გუშინ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები საქართველოში ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდნენ.

    თამაზ კუპრეიშვილი
    05.10.2009

    სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუსტის უახლესი მონაცემებით, საქართველოში 2008 წელს წინა წელთან შედარებით მკვეთრად მოიმატა შობადობამ. ამის პარალელურად კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ხანდაზმულთა პროცენტული მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

    თათია ლიპარტია
    04.10.2009

    წელს თბილისობის სახალხო დღესასწაული 24-25 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა კვირეული 4-5 დღით ადრე დაიწყება და სხვადასხვა ღონისძიებით შემოიფარგლება. მიუხედავად ღონისძიების 30 წლის იუბილისა, თბილისობის კვირეულისთვის განსაკუთრებული და ახალი არაფერი იგეგმება - არც უცხოეთიდან მოწვეული საპატიო სტუმრები ეყოლება ქალაქს და ზეიმიც შარშანდელივით მოკრძალებული იქნება. როგორც მერიაში აცხადებენ, ახლა არც ამის საშუალება და არც დროა.

    მარიამ მელაძე
    04.10.2009

    თბილისში მიშენებული ლოჯიების გარკვეული ნაწილი რომ არასაიმედოა, ეს არაერთხელ დადასტურდა. ამაზე მეტყველებს თუნდაც 24 სექტემბრის ფაქტი, როდესაც ნუცუბიძეზე 9-სართულიანი კორპუსის მთელ სიმაღლეზე არსებული მიშენება ჩამოინგრა.

    გვანცა საბანიძე
    04.10.2009

    ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მეოთხე ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ფსიქოლოგთან.მართალია, საქართველოში ფსიქოლოგთან ვიზიტების რაოდენობა ამერიკისას ვერ უტოლდება, თუმცა, როგორც ქართველი ფსიქოლოგები ამბობენ, ბოლო წლებში მათი პაციენტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

    ნინო ფრანგიშვილი
    04.10.2009

    სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტის პლენარული სხდომა "ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექციის პროფილაქტიკის შესახებ" ახალ კანონს მიიღებს, რომელიც აივ ინფიცირებულებისა და შიდსით დაავადებულების უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ახალი კანონის ინიციატორი პარლამენტის ვიცე-სპირკერი გიგი წერეთელია.

    სალომე გოგოხია
    03.10.2009

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში 3 734 ადვოკატია. ის, რომ ბოლო წლებში ადვოკატთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ამას თვით ადვოკატები ადასტურებენ. თუ რამდენად მაღალია მათი პროფესიონალიზმის დონე, ამაზე ადვოკატებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ადვოკატებში არაპროფესიონალიზმი სჭარბობს.

    თიკო ოსმანოვა
    03.10.2009

    თურქეთში მცხოვრები ლაზები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ართუღლუს უნივერსიტეტის პროგრამაში, რომელიც ცოცხალი ენების შესწავლას ითვალისწინებს, ლაზური ენა არ შეიტანეს. ლაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციები აპირებენ თხოვნით მიმართონ თურქეთის განათლების უმაღლეს საბჭოს და ლაზური ინსტიტუტის ჩამოყალიბება ანდა ართუღლუს უნივერსიტეტის პროგრამაში ლაზური ენის შეტანა მოითხოვონ.

    ქეთი თოდუა
    03.10.2009

    თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. ინტერნეტისა და კომპიუეტერების ეპოქაში ადამიანების გაცნობის პროცესიც გადასხვაფერდა. ახლა, უკვე, მილიონობით ადამიანი ერთმანეთს ინტერნეტის დახმარებით ეცნობა.

    გელა მთივლიშვილი
    03.10.2009

    სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დიმიტრი შაშკინის მტკიცების მიუხედავად, რომ ციხეებში პატიმრებს არ სცემენ, არ აშიმშილებენ და არ აწამებენ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მდგომარეობა უარესდება. საპყრობილეებში პატიმრების ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურა მაინც არავის სჯის.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter