სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გირკელიძე
    30.09.2009

    სპეციალურად "რეზონანსისათვის" ოზურგეთიდან

    28 სექტემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები 11 წლის თორნიკე თოიძე გარდაიცვალა. იგი მეექვსე კლასის მოსწავლე იყო და მეოთხე საჯარო სკოლაში სწავლობდა.

    ეთერ ბალაძე
    30.09.2009

    აგვისტოს ომის შემდეგ უამრავი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა, მათი პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ხოლო სახელმწიფოს მათ დასაცავად მწირი რესუსი აქვს, ამიტომაც საქართველოში მომუშავე 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ ევროსაბჭოს 47 ქვეყანას სპეციალური მიმართვა გაუგზავნა, რომელიც შეეხებოდა ერთადერთ საკითხს - თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან დევნილები საქართველო-რუსეთის ომიდან ერთი წლის თავზე.

    ლანა ბერიძე
    30.09.2009

    საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციების და როლის გაზრდის ინიციატივით გამოდიან და ოპოზიციას ამ პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი აღნიშნულში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და ამ ინიციატივას ხელისუფლების მიერ წამოწყებულ მორიგ ფასადს უწოდებს.

    ლილი ხმალაძე
    29.09.2009

    სოხუმის დაცემის დღიდან 16 წლის შემდეგაც კი, ძალიან რთული აღმოჩნდა ზუგდიდიში ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც იმდროინდელ მოვლენებს გაიხსენებდნენ. 27 სექტემბერს, როცა აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში რამოდენიმე აქცია ჩაატარა, ძალიან ცოტამ ისურვა ჩვენთან საუბარი. ბევრი მათგანი ინტერვიუზე უარს იმ მიზეზით ამბობდა, რომ ეს დღე მათთვის ძალიან ტრაგიკულია და ახლაც უჭირთ მომხდარის გახსენება.

    ლანა ბერიძე
    29.09.2009

    მაღალმთიან რაიონებში მოსულმა თოვლმა, რომელსაც მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა, საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა. სტეფანწმინდაში გადაკეტილია გზები, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე მათ არ აქვთ საკვების მარაგი.

    რუსიკო მაჩაიძე
    29.09.2009

    პრეზიდენტის ინიციატივთი მოსამართლეებზე ზეწოლისთვის სანქციები გამკაცრდება. სანქცია მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეხება და ფულადი ჯარიმის 2 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაზრდას და 3 და მეტი წლით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას გულისხმობს. ხელისუფლება სანქციების გამკაცრებას უკვე დემოკრატიის ახალი ტალღის შედეგად აფასებს.

    ეკა ბასილაია
    28.09.2009

    ჩრდილოეთ კავკასიასთან აფხაზეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება. ამაზე შეთახმდნენ სოხუმის ხელისუფლების ლიდერი სერგეი ბაღაფში და ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტი ბორის ებზეევი.

    მადლენ მაჭარაშვილი
    28.09.2009

    ქართულ სასამართლოში ყველაფერი ხდება. უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი ხელისუფლების ამ შტოში შესაძლოა, ყველაზე დიდ უსამართლობას წააწყდეს.

    ეკა ბასილაია
    27.09.2009

    "იცით, რა განაპირობებს ჩვენს გარეგნობას? ჩვენი ესთეტიკური კულტურის დონე, ინტელექტი და ჰორმონები. ხასიათს - გენეტიკა... და ამ ყველაფერს პლასტიკური ქირურგია კი არა, ვერაფერი ვერ შეცვლის", - ამბობს ციცინო შურღაია.

    გიორგი ფუტკარაძე
    26.09.2009

    ახალი სატელევიზიო სეზონი, რომლის დაწყებასაც ქართული არხების ნაწილი მომავალი კვირიდან გეგმავს, მნიშვნელოვანი სიახლეების გარეშე ჩაივლის და მხოლოდ ფასადური ცვლილებები იგეგმება.

    ეკა გულუა
    26.09.2009

    პატიმართა შეწყალება მთავრობისა და პარლამენტის სადაო საკითხი უკვე მერამდენედ ხდება. ამჯერად დაპირისპირებაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროც ჩაერთო. როგორც ირკვევა, შეწყალების კომისიას შესაწყალებელ პატიმართა სიას ეს უწყებაც უგზავნის, რაც კანონდარღვევაა. დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

    მარი ოთარაშვილი
    26.09.2009

    ორშაბათს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი 23 ათასზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მათგან სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 8400-ზე მეტმა სტუდენტმა


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter