სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ მელაძე
    04.10.2009

    თბილისში მიშენებული ლოჯიების გარკვეული ნაწილი რომ არასაიმედოა, ეს არაერთხელ დადასტურდა. ამაზე მეტყველებს თუნდაც 24 სექტემბრის ფაქტი, როდესაც ნუცუბიძეზე 9-სართულიანი კორპუსის მთელ სიმაღლეზე არსებული მიშენება ჩამოინგრა.

    გვანცა საბანიძე
    04.10.2009

    ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მეოთხე ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ფსიქოლოგთან.მართალია, საქართველოში ფსიქოლოგთან ვიზიტების რაოდენობა ამერიკისას ვერ უტოლდება, თუმცა, როგორც ქართველი ფსიქოლოგები ამბობენ, ბოლო წლებში მათი პაციენტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

    ნინო ფრანგიშვილი
    04.10.2009

    სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტის პლენარული სხდომა "ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექციის პროფილაქტიკის შესახებ" ახალ კანონს მიიღებს, რომელიც აივ ინფიცირებულებისა და შიდსით დაავადებულების უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ახალი კანონის ინიციატორი პარლამენტის ვიცე-სპირკერი გიგი წერეთელია.

    სალომე გოგოხია
    03.10.2009

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში 3 734 ადვოკატია. ის, რომ ბოლო წლებში ადვოკატთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ამას თვით ადვოკატები ადასტურებენ. თუ რამდენად მაღალია მათი პროფესიონალიზმის დონე, ამაზე ადვოკატებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ადვოკატებში არაპროფესიონალიზმი სჭარბობს.

    თიკო ოსმანოვა
    03.10.2009

    თურქეთში მცხოვრები ლაზები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ართუღლუს უნივერსიტეტის პროგრამაში, რომელიც ცოცხალი ენების შესწავლას ითვალისწინებს, ლაზური ენა არ შეიტანეს. ლაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციები აპირებენ თხოვნით მიმართონ თურქეთის განათლების უმაღლეს საბჭოს და ლაზური ინსტიტუტის ჩამოყალიბება ანდა ართუღლუს უნივერსიტეტის პროგრამაში ლაზური ენის შეტანა მოითხოვონ.

    ქეთი თოდუა
    03.10.2009

    თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. ინტერნეტისა და კომპიუეტერების ეპოქაში ადამიანების გაცნობის პროცესიც გადასხვაფერდა. ახლა, უკვე, მილიონობით ადამიანი ერთმანეთს ინტერნეტის დახმარებით ეცნობა.

    გელა მთივლიშვილი
    03.10.2009

    სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დიმიტრი შაშკინის მტკიცების მიუხედავად, რომ ციხეებში პატიმრებს არ სცემენ, არ აშიმშილებენ და არ აწამებენ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მდგომარეობა უარესდება. საპყრობილეებში პატიმრების ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურა მაინც არავის სჯის.

    ლანა ბერიძე
    03.10.2009

    რომელი ტელეკომპანია მოახერხებს კახა ბენდუქიძის დათანხმებას - "პირველი არხი" თუ "ტელეიმედი" - ჯერ უცნობია. ორივე კომპანია გამალებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც "რეზონანსისთვის" კომენტარს ვერ იმეტებს.

    ეკა გულუა
    02.10.2009

    საქართველოში მოსახლეობის დაბერების პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიდის. თუ ზომები სასწრაფოდ არ მივიღეთ, კატასტროფამდე მივალთ - ასეთია ექსპერტების შეფასებები. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის 5 მილიონიანი საქართველოს მოსახლება 2 მილიონით შემცირდება. არადა, თუ საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, საქართველოში დემოგრაფიული ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა და ზრდის ტემპებით მივდივართ.

    მარი ოთარაშვილი
    02.10.2009

    საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და უმრავლესობების წარმომადგენელთა შორის კონტაქტის დამყარების ხელშეწყობა, ქართული ენის შესწავლის მოტივაციის გაზრდა, სამოქალაქო განათლება, ტოლერანტული თემების, ეთნიკურ პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა - სწორედ ეს ამოცანები ედო საფუძვლად ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ახალ პროგრამას. ამ უკანასკნელის წყალობით კი ქართველმა, ოსმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა მოზარდებმა საზაფხულო ბანაკებში 2 კვირა ერთად გაატარეს.

    ეკა ბასილაია
    02.10.2009

    ღუდუშაურის კლინიკის ქირურგთა ინიციატივით, ნოემბრის თვეში გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმის ასოციაცია ჩამოყალიბდება, რომელიც კრიტიკული მედიცინის მიმართულებით ქირურგების მომზადებას დაუდებს სათავეს.

    თიკო ოსმანოვა
    30.09.2009

    სექტემბრის ბოლოს ცივ და ნალექიან ამინდებს მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა. მაღალმთიან რაიონებში მოსულმა თოვლმა საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა. პრობლემები შეიქმნა დაბლობებშიც. მაგალითად, გადაუღებელი წვიმების გამო სამეგრელოში რამდენიმე სოფელი დაიტბორა. ე.წ. წყალმოვარდნებით დატბორილია ფოთი და ხობის რაიონის სოფელი ჭალადიდი. ზოგიერთ ადგილებში წყლის სიღრმე ერთ მეტრს აღწევს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter