სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა თოფურია
    17.05.2010

      ცაგერის რაიონის სოფელ ლაშურიაშიში ხიდი შენდება. პროექტის თანახმად, ნაპირსამაგრი სამუშაოები ხიდის მხოლოდ ერთ მხარეს უნდა გაკეთდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ასე ცალმხრივად გაკეთებული კალაპოტი მდინარეს მიმართულებას შეუცვლის და წყალი მთლიანად სოფლისკენ წამოვა. გარემოს დაცვის სამინისტრო ლაშურიაშის მკვიდრებს პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა.

    ქეთი თოდუა
    15.05.2010

      ბავშვის დაბადებამდე მომავალი მშობლების საზრუნავს სახელის შერჩევაც წარმოადგენს. ზოგიერთი წყვილი ბავშვს ბებიის ან ბაბუის სახელს არქმევს. ნაწილი იმ სახელს ირჩევს, რომლის დარქმევაც შვილისთვის ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი. არიან ისეთებიც, რომლებიც ბავშვებს თავიანთი საყვარელი ადამიანების, მსახიობების, მომღერლების სახელებს არქმევენ. ზოგიერთი მშობელი გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ბავშვს დაინახავს.

    სალომე ცეცხლაძე
    14.05.2010

      რეგიონული ჟურნალისტები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. მათ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    14.05.2010

      თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ნაციონალურ სატელევიზიო არხებს საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიები "რუსთავი 2" და "იმედი" მასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს დღის მთავარ გამოშვებებში ფაქტობრივად არ აშუქებენ.

    თამთა ქარჩავა
    14.05.2010

      წვევამდელების სამხედრო სამსახურში გაწვევა დასრულდა. მომავალ კვირას კი ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. ახალი გაწვევა კი სექტემბრიდან დაიწყება. თუმცა ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის სანაცვლოდ ჯარში გაწვევებით მანიპულირება ხდება. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე.

    სალომე გოგოხია
    13.05.2010

      თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გაუპატიურების საქმის განხილვა დაასრულა. 27 წლის მამაკაცს, რომელსაც მეზობლის მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება ედებოდა ბრალად, მოსამართლე ზვიად ესებუამ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესზე დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

    წერილი
    13.05.2010

    ნატა გიორგაძე

      თუ საგადასახადომ სუპერმარკეტებსა და სხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებთან მიმართებაში წინასაარჩევნოდ მარწუხები ოდნავ მოუშვა, სამაგიეროდ, რესტორნებისა და კვების ობიექტებისთვის მოიცალა და თანაც მთელი ძალით. სულ ორიოდე დღის წინ გადამხდელები ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის კუთვნილ რესტორანშიც შევიდნენ და სხვა რესტორნებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი დღე დაჰყვეს. მიზეზი კი მეპატრონის მიერ "საქმეში" მისი ხელმძღვანელობის ჩარევა გახდა. აღნიშნული რესტორნიდან წამოსული საგადასახადო გზირები კი თავს უკვე სხვა რესტორნებს "დაესხნენ".

    მაკა ხარაზიშვილი
    13.05.2010

      სააკაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან" წყალს ითხოვს. მოსახლეობის განცხადებით, უკვე მეოთხე თვეა, წყალი თითქმის არ მიეწოდებათ, ვინაიდან გაიწელა მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რომელიც უკვე დასრულებულია და მოსახლეობას წყლით მომარაგება რამდენიმე დღეში აღუდგება.

    თამთა ქარჩავა
    13.05.2010

      8 მაისს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გიორგი გამცემლიძე მოკლა. 2 წლის თავზე გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებული ვახტანგ აბუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 2-წლიანი პატიმრობის ვადა აბუაშვილს 7 მაისს ეწურებოდა, თუმცა 6 მაისს გიორგობას გაათავისუფლეს.

    სალომე ცეცხლაძე
    12.05.2010

      ინფორმატიკის პროექტების საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 140 პროექტი მონაწილეობდა, საქართველომ ვერცხლის მედალი აიღო.

    სალომე გოგოხია
    12.05.2010

      1997 წელს გლდანში მომხდარი გაუპატიურებისთვის ბრალდებული სანდრო ჭ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა. მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არსებული კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო პროცესები ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობდა.

    ქეთი თოდუა
    12.05.2010

      ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტებმა, როგორც წესი, თავიანთი არჩევანი დააფიქსირეს. მათ პრიორიტეტების მიხედვით ჩამოწერეს მათთვის სასურველი ექვსი ფაკულტეტი. აღმოჩნდა, რომ ფასების შემცირების მიუხედავად, კერძო უმაღლესი სასწავლებლები კვლავ ჩრდილში მოექცნენ. აბიტურიენტები და მათი მშობლებიც წელსაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს ამჯობინებენ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved