სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    17.01.2010

    რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაარსებული დავით აღმაშენებლის ლიტერატურული პრემიის გაცემა 8 თებერვალს იგეგმება. ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში ეს მოვლენა განსჯისა და ქილიკის საგანი გახდა. კიდევ ერთხელ მოხდა ქართული საზოგადოების რუსოფილ-მოღალატეებად და პატრიოტებად გაყოფა.

    ნინო საბაშვილი
    17.01.2010

    საქართველოში მრავალი უშვილო ოჯახია, რომლებსაც ბავშვის აყვანა უნდათ და თავის რიგს ელოდებიან. ლოდინი კი წლობით გრძელდება, რაც დიდ ფინანსებთან და ნერვებთანაცაა დაკავშირებული.
    უშედეგო ლოდინის შემდეგ კანონიერი თუ უკანონო მეთოდებით ცდილობენ ბავშვის აყვანას და სხვადასხვა ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

    ნინო ფრანგიშვილი
    17.01.2010

    კახეთში ჩუტყვავილაა გავრცელებული და ყველაზე მეტი შემთხვევა გურჯაანის რაიონშია გამოვლენილი. სოფელ ჭანდარში ჩუტყვავილას 10 შემთხვევა უკვე აღირიცხა. როგორ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის დირექტორმა შუქია გიორგელაშვილმა განაცხადა, მისი გავრცელების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

    ნინო ნაცვალაძე
    17.01.2010

    ახალი წელი საქართველოში ყოველთვის პირველ იანვარს არ დგებოდა. კალენდარული ათვლის თარიღად თავიდან 29 აგვისტო, შემდეგ კი პირველი სექტემბერი იყო მიჩნეული. არსებობს ვარაუდი, რომ ახალი წელი დგებოდა ასევე პირველ მარტს. ქრონოლოგიის და კალენდარული სისტემების შესახებ ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერს, რაულ ჩაგუნავას ვესაუბრეთ.

    მარი ოთარაშვილი
    13.01.2010

    სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, სასჯელაღსრულების სტრუქტურაში არსებული პრობლემები, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პოლიციაში არსებული დაუსჯელობის სინდრომი, საკუთრების უფლება, დევნილების პრობლემა - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი სფერო და სტრუქტურა, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა.

    ლანა ბერიძე
    13.01.2010

    11 იანვარს საქართველოს რეგიონალურმა მედიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც რეგიონული მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე და ჟურნალისტების დატერორებაზეა საუბარი. ასოციაცია მიმართავს საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარში დაუდგნენ მათ, რათა მედია ჩინოვნიკების ზეწოლისგან იხსნან. ასოციაციის განცხადებას წინ უძღოდა 31 დეკემბერს ჟურნალისტ ნანა ფაჟავასა და ილია ჩაჩიბაიას დაკავება, ასევე გაზეთ "სპექტრისა" და "კახეთის ხმის" ვებგვერდის დაზიანება.
    ასოციაცია მიიჩნევს, რომ თუ მსგავსი ფაქტები კვლავ გაგრძელდება რეგიონალური მედია ფიზიკურად ვეღარ შეძლებს მუშაობას.

    გიორგი გირკელიძე
    11.01.2010

    "გურულებისთვის ყველაზე მეტად "ბედობა" და "სამასპინძლო" დღე გახლავთ კალანდა-ახალი წელი. ძველად გურული ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კალანდას რასაც დაიბედებდა, რასაც ისურვებდა, იმითი მთელ წელიწადს, მეორე კალანდამდე უზრუნველი იქნებოდა. ამიტომ შუაღამიდან იწყებდა სურვილების "გოდრით დადგმას..."

    ნინო ცხოიძე
    11.01.2010

    რამდენიმე დღის წინათ პოლიტიკურ წრეებში ეროვნული კრების იდეა ახლებურად გაჟღერდა. წაკითხული იქნა მიმართვის ტექსტი, რომელსაც დეკლარაციის სახით ჯერ კიდევ 2006 წელს მოეწერა ხელი. თუმცა, ყველას კარგად ახსოვს, კალათბურთის სასახლეში ჩატარებული მსგავსი თავყრილობა, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმით ისევ მიტინგს დაემსგავსა.
    ეროვნული კრების სამომავლო გეგმების შესახებ სასაუბროდ მის ერთ-ერთ ინიციატორს და სულისჩამდგმელს, პროფესორ ვახუშტი ფარცვანიას მივმართე.

    გიორგი ფუტკარაძე
    09.01.2010

    ტელეკომპანია "ევროპის" საქმე უზენაესმა სასამართლომ კვლავ სააპელაციოს დაუბრუნა. დავა, რომელიც ოთხი წელია, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისასთან მიმდინარეობს, კვლავ გრძელდება. არხის ხელმძღვანელობა მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ამბობს, რომ ლიცენზია წილების არდათმობის სანაცვლოდ ჩამოერთვათ.

    ლანა ბერიძე
    09.01.2010

    ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი თამარ რუხაძე დაინიშნა. როგორც რუხაძემ "რეზონანსს" განუცხადა, არხის რეორგანიზაციაზე აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს და "მაესტრო" უახლოეს მომავალში ისეთ ახალ ამბებს გააშუქებს, რომელიც მაყურებლის ინტერესებს სრულად დააკმაყოფილებს.

    გიორგი გირკელიძე
    09.01.2010

    2010 წლის 2 იანვარს 100 წლის გახდა ქალბატონი ანა სიხარულიძე. მხცოვანი ქალბატონი, გურიაში პირველი მეცნიერებათა კანდიდატი ქალი, ანასეულში, თავისი მეუღლის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს. ანას მეუღლე კი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული აგროქიმიკოსი, ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მექი ბზიავა გახლდათ.

    ქეთი თოდუა
    09.01.2010

    საახალწლო განწყობა თბილისში ჯერ ისევ იგრძნობა. ძველით ახალ წლამდე ასეთი განწყობა კი, როგორც ყოველთვის, წელსაც შენარჩუნდება. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ახალ წელს პირველ იანვარს ზეიმობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ნამდვილ დღესასწაულად 14 იანვარს მიიჩნევენ. ნაწილი კი ორივე დღეს ერთნაირად აღნიშნავს ახალ წელს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter