სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    13.10.2009

    ედუარდ კოკოითი, ძამბულათ თედეევი, ალექსანდრე ბოლშაკოვი თუ ალბერტ ჯუსოითი - ე.წ. სამხრეთ ოსეთში შიდა დაპირისპირება უკვე მკვეთრ ფორმებს იღებს. სეპარატისტული ხელისუფლების მთავარი სამიზნე კი ამჯერად გაზსადენ "ძუაჯიყაუ-ცხინვალის" სამშენებლო სამუშაოების გენერალური შემკვეთი ალბერტ ჯუსოითია, რომლის წინააღმდეგაც "რესპუბლიკის პროკურატურამ" სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

    თამაზ კუპრეიშვილი
    13.10.2009

    მთაწმინდის პარკი ახალი მედიის ფორუმს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. გარდა სხვადასხვა საინტერესო პროექტების პრეზენტაციისა, ქართველი და უცხოელი გამოცდილი ბლოგერები ფორუმზე ახალი მედიის განვითარებაზე, მის გამოყენებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

    გელა მთივლიშვილი
    13.10.2009

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მძიმედ დაავადებული პატიმრების ვადაზე ადრე განთავისუფლებას ითვალისწინებს, საპყრობილეებიდან ისეთ მსჯავრდებულებსაც კი არ უშვებენ, რომელთა სიცოცხლის დღეებიც დათვლილია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო ციხეებში პატიმრები ტუბერკულოზით და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით მასობრივად იხოცებიან. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი 101 პატიმრიდან 39 იღუპება. ასაკის მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 21-31 წლის პატიმრებში ფიქსირდება.

    გიორგი გირკელიძე
    13.10.2009

    ბენტონიტური თიხის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოს შპს "ასკანას" თანამშრომლები, ბერძნულ ფირმა "სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას ითხოვენ.
    ყოფილი მაღაროთა სამმართველოს 80-მდე თანამშრომელს უხელფასო შვებულებები თებერვალში გაუფორმეს (მათ უკვე სამჯერ მიუვიდათ სახლში უხელფასო შვებულების დროის გამახანგრძლივებელი წერილები) მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მოტივით.

    ელზა წიკლაური
    13.10.2009

    ჯერ იყო სიღნაღი, შემდეგ ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა და სამომავლოდ მათ უკვე თელავიც მიემატება. სიღნაღს პრობლემები მალევე შეექმნა, ბათუმსა და ქუთაისში საგანგაშო ჯერჯერობით არაფერია, მცხეთა ახლა კეთდება. რაც შეეხება თელავს, მისი "გარდაქმნა" სულ რაღაც ერთი წლით გადაიდო.
    ვარდების ხელისუფლებამ, რომელმაც რეგიონული ცენტრების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო და სამუშაოების ჩატარებაც უმალ დაიწყო, ირწმუნება, რომ ყველგან ყველაფერი კარგად კეთდება. სხვა განცხადებებს აკეთებენ ადგილობრივები და ოპონენტები.

    ეკა გულუა
    13.10.2009

    აგვისტოს ომის გამო, "სიღარიბის პროგრამაში" მოხვედრილ ღატაკთა რიცხვი გაიზარდა. თუმცა, ათასობით არიან მსურველნი, რომლებიც თავს ღატაკებად თვლიან და პროგრამაში მოხვედრას ითხოვენ. ისინი წერილებით სამინისტროს მიმართავენ, თუმცა სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია და საჭიროება თანხვედრაში არ არის.

    ნონა სალაღაია
    12.10.2009

    2009 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ორესტ ბოხონკოს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბოხონკო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასული წლის 27 სექტემბერს აიყვანეს. მისი დაკავებისა და ნივთმტკიცების მოპოვების დროს სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები. მათ მოწმეთა და ექსპერტის დასწრების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, დაცინვისა და ცინიზმის თანხლებით, თანამშრომლების, ფოტოაპარატებისა და ვიდეოკამერების წინ გააშიშვლეს ახალგაზრდა კაცი, მათსავე თვალწინ მოახდინეს გულწასული ადამიანის ანალური ხვრელის დათვალიერება;

    ირმა ჩაფიძე
    12.10.2009

    საქართველოს მთარგმნელების და თარჯიმნების ასოციაციამ გამართა პირველი კონფერეცია ა.წ. 3 ოქტომბერს. კონფერენციაზე გამოიკვეთა მრავალი საჭირბოროტო საკითხი, რომლებსაც მთარგმნელები და თარჯიმნები აწყდებიან დღეს.
    უპირველესი და

    თამთა ქარჩავა
    12.10.2009

    კომპანია "სტროიპროგრესის" ჯგუფის პრეზიდენტი ალბერტ ჯუსოევი ედუარდ კოკოითის რეჟიმს დე-ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობისგან დაცლაში ადანაშაულებს. მოსკოვში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჯუსოევმა აღნიშნა, რომ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი 70-ათასიანი მოსახლეობით ჩაიბარა და ამჟამად კი დე-ფაქტო რესპუბლიკაში 12-14 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჯუსოევის გარდა, ფორუმში ასევე მონაწილეობდა ჯამბულატ თადეევი, რომელსაც კოკოითის შემცვლელად მოიაზრებენ.

    მარი ოთარაშვილი
    12.10.2009

    ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარმა ახალგორის მხრიდან ოსური კონტროლი დაიწყო, რომელიც სისრულეში რუს ე.წ. მესაზღვრეებს მოჰყავთ. როგორც თავად ახალგორელები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, ამიერიდან მათ ადმინისტრაციის ცნობის გარეშე ქსნის ხეობიდან პროდუქტის გამოტანის უფლება აღარ ექნებათ. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე რომ გაინავარდეს, სწორედ ქართული პოლიტიკოსების დამსახურება და მათი ქმედებების შედეგია.

    ეკა გულუა
    12.10.2009

    "პატიმრობის კოდექსში" შესული ცვლილებების შესაბამისად, პატიმრები მოკლევადიანი შვებულებებით უკვე სარგებლობენ. დროებით სახლში წასვლა მხოლოდ იმ პატიმრებს შეუძლიათ, ვინც კარგად იქცევა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია. ამას გარდა, საჭიროა მინიმუმ 2 000 ლარი, რომელიც პატიმარმა გირაოს სახით უნდა გადაიხადოს.

    მარი ოთარაშვილი
    09.10.2009

    თბილისში 50 ბიბლიოთეკიდან 20 დაიხურება. როგორც დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ამბობს, "არ შეიძლება ბიბლიოთეკა ყველა სადარბაზოსთან იყოს". არ არის საჭირო რაოდენობრივად ბევრი ბიბლიოთეკა, რომელიც თანამედროვედ აღჭურვილი არ არის; შემცირდეს მათი რაოდენობა და იყოს მაქსიმალურად კეთილმოწყობილი - ასეთია მერიის პრიორიტეტი.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter