სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეთერ ბალაძე
    06.10.2009

    საპყრობილეებში პატიმრები ჯერ კიდევ ძალიან ცუდ დღეში არიან, რიგ-რიგობით სძინავთ და ვერ იკვებებიან ადამიანურად, გარდა ამისა არ აქვთ საჭირო მედიკამენტები, ამის გამო მათი დიდი რაოდენობა იღუპება, ხოლო დაავადებული პატიმრების გათავისუფლება "აქტიროვკით" არ ხდება, განუცხადა "რეზონანსს" გიორგი თევზაძემ, რომელიც პატიმრების უფლებების დაცვით დაკავებული ერთ-ერთი ა/ო-ის თავმჯდომარეა.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.10.2009

    დენის ტარიფი 4 თეთრით უნდა შემცირდეს, წყლის - 1 ლარით, ტელეფონის კი - 4 ლარით. სპეციალისტები "ხელოვნურად გაბერილი" კომუნალური გადასახადების შემცირებაზე დიდი ხანია საუბრობენ. მათი განცხადებით, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, იქმნება მონოპოლიური კომპანიები, რომლებიც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე თითქმის 100%-იანი მოგებით საქმიანობენ.

    ქეთი თოდუა
    06.10.2009

    ინტერნეტზე დღევანდელ მსოფლიოში ბევრი რამაა დამოკიდებული. ბევრი კომპანია ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობს. ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ხარისხიანი, მაღალი დონის ვებ-გვერდი.
    საკუთარი ვირტუალური გვერდის შესაქმნელად მსურველმა ფული უნდა გადაიხადოს. საიტის დიზაინისა და ფუნქციების მიხედვით, განსხვავებულია მათი შექმნის ღირებულებაც.

    ლილი ხმალაძე
    05.10.2009

    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთავლყურეო საბჭოში საკუთარ კანდიდატებს არსაპარალმენტო ოპზოციაც წარადგენს. ამ საკითხზე უკვე მუშაობს კონსერვატორული პარტია, ასევე "ალიანსი საქართველოსათვის". თუმცა, ბორდის წევრობის კონკრეტული კანდიდატები, ჯერ-ჯერობით, არ სახელდება.

    ეკა გულუა
    05.10.2009

    შრომის კოდექსი იცვლება. ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას, თუმცა, როგორც იტყვიან, თავი ვერ მოება. კანონპროექტის ოპოზიციურ ვარიანტში წარმოადგენილია 16 ისეთი ცვლილება, რომელიც დასაქმებულის ინტერესების დამცველი იქნება. მათ შორის ფეხმძიმე ქალებისა და დედების.

    ნინო ფრანგიშვილი
    05.10.2009

    შაბათს "ქართულმა აკადემიამ" ბათუმში თავისი წარმომადგენლობა გახსნა. ამასთან დაკავშირებით აჭარის დედაქალაქს თბილისიდან საზოგადოების გამოჩენილი სახეები და დამსახურებული ადამიანები სტუმრობდნენ, რომლებმაც ადგილობრივ კოლეგებს წიგნებიც უსაჩუქრეს. ორგანიზაციის კოორდინატორი, რეჟისორი, პროფესორი ნუკრი ქანთარია აღნიშნავს, რომ წიგნი "ქართული აკადემია 2007-2009" ორგანიზაციის მატიანეა და მთლიანობაში თავს უყრის "აკადემიის" წევრების რეაგირებებს სხვადასხვა მოვლეების შესახებ.

    თეა თოფურია
    05.10.2009

    გოდერძი გორდეზიანს საკუთარი მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვეს, რომ მან ამის შესახებ ყველაზე ბოლოს შეიტყო, ისიც მაშინ, როცა საჯარო რეესტრიდან ამის მაუწყებელი ცნობა მიიღო. მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, წართმეული ქონება სასამართლოს დახმარებით დაიბრუნოს.

    სალომე გოგოხია
    05.10.2009

    საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ტრეფიკინგი მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. უცნობია, საქართველოში ამ მუხლით რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს, თუმცა, სასამართლოებში გამოტანილი განაჩენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს რიცხვი არც თუ ისე ცოტაა.

    ლანა ბერიძე
    05.10.2009

    უახლოეს მომავალში პირველი არხის სამეურვეო საბჭოს ახალი კონკურსი გამოცხადდება. სადაც ბორდის 7 წევრი ოპოზიციური კვოტით იქნება არჩეული პარლამენტის მიერ. თუმცა, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

    თიკო ოსმანოვა
    05.10.2009

    მსოფლიო გუშინ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები საქართველოში ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდნენ.

    თამაზ კუპრეიშვილი
    05.10.2009

    სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუსტის უახლესი მონაცემებით, საქართველოში 2008 წელს წინა წელთან შედარებით მკვეთრად მოიმატა შობადობამ. ამის პარალელურად კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ხანდაზმულთა პროცენტული მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

    თათია ლიპარტია
    04.10.2009

    წელს თბილისობის სახალხო დღესასწაული 24-25 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა კვირეული 4-5 დღით ადრე დაიწყება და სხვადასხვა ღონისძიებით შემოიფარგლება. მიუხედავად ღონისძიების 30 წლის იუბილისა, თბილისობის კვირეულისთვის განსაკუთრებული და ახალი არაფერი იგეგმება - არც უცხოეთიდან მოწვეული საპატიო სტუმრები ეყოლება ქალაქს და ზეიმიც შარშანდელივით მოკრძალებული იქნება. როგორც მერიაში აცხადებენ, ახლა არც ამის საშუალება და არც დროა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter