სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    08.10.2009

    თურქული სამშენებლო კომპანია "პროდინი" საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ცხინვალში ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დანგრეული სტადიონის აღმშნებლობა-განახლებას იწყებს. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ, უსახლკაროდ დარჩენილ ცხინვალელთა დიდი ნაწილი დღემდე კარვებში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიდან მათი სახლების აღსაგდენად ცხინვალში 10 მილიარდი რუბლი (550 მილიონ ლარზე მეტი) გადაირიცხა.

    მარი ოთარაშვილი
    07.10.2009

    "პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახარჯულია ასობით მილიონობით ლარი ათასგვარ სისულელეში," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტი ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი. კონკრეტულად რა "სისულელეებში" წავიდა ფული - ამის შესახებ ინფორმაციებს, როგორც თავად ცაგარეიშვილი ამბობს, მთავრობისაგან მიმდინარე კვირას გამოითხოვს. ცაგარეიშვილამდე ამ დოკუმენტის მოპოვება საზოგადოებრივმა მოძრაობამ "დაიცავი საქართველო" სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

    მარი ოთარაშვილი
    07.10.2009

    მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ადგილობრივი სკინჰედური დაჯგუფებების, "თეთრი მგლების" 12 წევრის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელთაც ბრალად ედებათ ეროვნულ ნიადაგზე 11 მკვლელობის ჩადენა, ასევე მკვლელობის მცდელობა. სასამართლო მასალების მიხედვით, "თეთრი მგლების" ლიდერი არასრულწლოვანი ალექსეი ჯავახიშვილია. თუმცა ეს უკანასკნელი აღნიშნულს, "რია ნოვოსტის" ცნობით, უარყოფს.

    თამაზ კუპრეიშვილი
    07.10.2009

    გაეროს უახლესი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა. საქართველოში კი, 2008 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2009 წელს 16-ით მეტი ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს. 2009 წლის 7 ოქტომბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია შიდსით ინფიცირების 2 146 შემთხვევა.

    ქეთი თოდუა
    07.10.2009

    ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკურ მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ბევრის შემოსავალი კი მკვეთრად შემცირდა. ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერთმანეთის დახმარებით და ერთმანეთისთვის ხელის გამართვით. ერთმანეთს ეხმარებიან არა მარტო ოჯახის წევრები და ნათესავები. სრულიად უცხო ადამიანმა შეიძლება დახმარების ხელი გაუწოდოს სხვა ადამიანს.

    გელა მთივლიშვილი
    07.10.2009

    ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, თელავის ტურისტული ბაზის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 37 ოჯახი, ამავე ქალაქში, პროფტექნიკუმის შენობაში შეასახლა. იძულებით გადაადგილებულ პირებს არც ელექტროენერგია აქვთ და არც ბუნებრივი აირი. სასმელი წყალიც იშვიათად მიეწოდებათ. დევნილების უმრავლესობას ავეჯის უქონლობის გამო იატაკზე სძინავს.

    მარი ოთარაშვილი
    06.10.2009

    მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ბოლო განსასვენებელი, როგორც ჩანს, ოთარ ჭილაძეს ხვდა წილად. მერიაში აცხადებენ, რომ პანთეონი იხურება და არსებობას, როგორც ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა განსასვენებელი, ისე განაგრძობს, რომელსაც ამიერიდან მხოლოდ მუზეუმის დატვირთვა ექნება.

    თიკო ოსმანოვა
    06.10.2009

    მასწავლებელთა საერთაშორისო დღე საქართველოს პედაგოგებმა საპროტესტო აქციით აღნიშნეს. პრეზიდენტის მიერ მასწავლებლებისადმი მიცემული დაპირებების კანონპროექტში ასახვა, უვადო კონტრაქტების გაფორმება, ღირსეული შრომის ანაზღაურება, ეთიკის კოდექსის შემუშავება, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა მასწავლებელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის; შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რათა არ მოხდეს პედაგოგთა ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლება

    ეთერ ბალაძე
    06.10.2009

    საპყრობილეებში პატიმრები ჯერ კიდევ ძალიან ცუდ დღეში არიან, რიგ-რიგობით სძინავთ და ვერ იკვებებიან ადამიანურად, გარდა ამისა არ აქვთ საჭირო მედიკამენტები, ამის გამო მათი დიდი რაოდენობა იღუპება, ხოლო დაავადებული პატიმრების გათავისუფლება "აქტიროვკით" არ ხდება, განუცხადა "რეზონანსს" გიორგი თევზაძემ, რომელიც პატიმრების უფლებების დაცვით დაკავებული ერთ-ერთი ა/ო-ის თავმჯდომარეა.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.10.2009

    დენის ტარიფი 4 თეთრით უნდა შემცირდეს, წყლის - 1 ლარით, ტელეფონის კი - 4 ლარით. სპეციალისტები "ხელოვნურად გაბერილი" კომუნალური გადასახადების შემცირებაზე დიდი ხანია საუბრობენ. მათი განცხადებით, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, იქმნება მონოპოლიური კომპანიები, რომლებიც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე თითქმის 100%-იანი მოგებით საქმიანობენ.

    ქეთი თოდუა
    06.10.2009

    ინტერნეტზე დღევანდელ მსოფლიოში ბევრი რამაა დამოკიდებული. ბევრი კომპანია ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობს. ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ხარისხიანი, მაღალი დონის ვებ-გვერდი.
    საკუთარი ვირტუალური გვერდის შესაქმნელად მსურველმა ფული უნდა გადაიხადოს. საიტის დიზაინისა და ფუნქციების მიხედვით, განსხვავებულია მათი შექმნის ღირებულებაც.

    ლილი ხმალაძე
    05.10.2009

    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთავლყურეო საბჭოში საკუთარ კანდიდატებს არსაპარალმენტო ოპზოციაც წარადგენს. ამ საკითხზე უკვე მუშაობს კონსერვატორული პარტია, ასევე "ალიანსი საქართველოსათვის". თუმცა, ბორდის წევრობის კონკრეტული კანდიდატები, ჯერ-ჯერობით, არ სახელდება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter