მარი ჩიტაია
27.12.2013

სურსათის ქართულ ბაზარზე ვადაგასული საკვების წილი უცნობია, თუმცა მათი მოცულობა ძალიან დიდია, რადგან უვარგისი სურსათის ამოღება სავაჭრო ქსელებიდან ინტენსიურად ხდება. ყოველდღიურად კანონდარღვევის უამრავი ფაქტი ვლინდება. ამიტომ ვადაგასული საკვების რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევებზე, შესაძლოა, ფულადი სანქციები დაწესდეს.

თაკო მათეშვილი
26.12.2013

 თბილისელი მძღოლები პარკირების გაუარესებულ პრობლემებზე ჩივიან და ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში მანქანის გაჩერება თითქმის შეუძლებელია. "სითი პარკში" კი აცხადებენ, რომ პარკინგის ადგილების გამოყოფა მერიის პრეროგატივაა და ისინი მხოლოდ იმ ადგილების მოწყობას უზრუნველყოფენ, რომელსაც მერია გამოყოფს. მერიაში გვაიმედებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუდმივად ზრუნავენ, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს "ზრუნვა" თბილისელ მძღოლებს ჯერ არ უგრძვნიათ.

ელზა წიკლაური
25.12.2013

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის დონე 2012 წელს 9,7%-ს შეადგენდა, რაც რეალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ 2012 წელს ეს ციფრი დაახლოებით 80% იყო, მეორე ნაწილის აზრით კი, დღეს ქვეყანაში სიღარიბის რეალური მაჩვენებლის დადგენა შეუძლებელია.

მარიამ აფციაური
25.12.2013

დღეს საქართველოში ნაკლებად მოთხოვნადი სპეციალობებია - პედაგოგიკა, არქეოლოგია, ფსიქოლოგია და ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებები. მიზეზად ამ სფეროში სამუშაო ადგილების სიმცირე და დაბალი ანაზღაურება სახელდება.

ელზა წიკლაური
24.12.2013

უცხოეთიდან დაბრუნებული მიგრანტების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ასევე უცნობია საზღვარგარეთ წასული საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობაც. ასეთ სტატისტიკას დიასპორის საკითხების სამინისტრო არ აწარმოებსს, შსს-ს ოფიციალური მონაცემებით კი, 2013 წლის 11 თვეში საქართველოდან 36 015 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, რაც 2012 წლის მთლიან მონაცემთან შედარებით, თითქმის 15 ათასით მეტია.

ქეთი თოდუა
21.12.2013

ახალი წლისთვის ადამიანთა უმრავლესობის მთავარი საზრუნავია, რომელი საჭმელი გააკეთოს, სად იყიდოს ინდაური, გოჭი, თაფლი, ტკბილეული, რამდენ ადამიანზე გაშალოს სუფრა, ეყოფა თუ არა სასმელი, როგორი გამოვა საცივი და ა.შ. ახალი წელი ის განსაკუთრებული დღესასწაულია, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში გიწევს სტუმრების მასპინძლობა და მოლხენა.

თამარ ურუშაძე
21.12.2013

ახალი წელი ტრადიციულად მხიარულ წვეულებებთან, დიდი რაოდენობით სხვადასხვა კერძისა და ალკოჰოლის მიღებასთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ორგანიზმმა ასეთ დატვირთვას გაუძლოს, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ახალი წლის დადგომამდე დღის რაციონი მცენარეული პროდუქტებით გავამდიდროთ, მივირთვათ ბოსტნეულის - ჭარხლის, კომბოსტოს, სტაფილოს, მწვანილის სალათები. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით.

მაკა ხარაზიშვილი
21.12.2013

შიდა ქართლში ვაშლს ვერ ყიდიან. მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. 1 ყუთი (20-22 კილოგარმი) მაღალი ხარისხის ვაშლის ღირებულება 7-10 ლარია. გორის საკრებულოში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირაა, ვაშლის რეალიზაცია გააქტიურდა. დისტრიბუტორებს ეს ხილი აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში გააქვთ, თუმცა გლეხებამდე ამ დისტრიბუტორებმა ჯერ ვერ მიაღწიეს.

მარიამ აფციაური
20.12.2013

გამოკითხულთა უმეტესობა ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და მარხულობს, დაახლოებით, 1/5 კი ამაზე უარს აცხადებს. ამის მიზეზად ისინი ინფორმაციის ნაკლებობასა და მართლმადიდებლური ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას ასახელებენ. მარხვა განსაკუთრებით მამაკაცებს უჭირთ.

მარი ჩიტაია
20.12.2013

საქართველოში ცხოვრების დონე წლიდან წლამდე უარესდება. სპეციალისტები მიზეზად უმუშევრობის ზრდას მიიჩნევენ, რამაც მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. მკვლევარების გათვლით, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია.

მარიამ აფციაური
18.12.2013

გათამაშებების რაოდენობა და ხალხთა ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. "საქართველოს ლატარიის კომპანიის" წარმომადგენლობა ამის მიზეზად გამარჯვებულთა მატებას ასახელებს. აქტიურობა პიკს ახალი წლის პერიოდში აღწევს. თუმცა არიან ისეთები, ვინც მსგავსი აზარტული გასართობების მიმართ უარყოფით განწყობას გამოხატავენ და მას ისე განიხილავენ, როგორც ფულის მაქინაციას.

ელზა წიკლაური
17.12.2013

თბილისის მერიის ენერგოვაუჩერების პროგრამა 2014 წელსაც გაგრძელდება და აბონენტები, გაისადაც ელექტროენერგიის, დაფუსთავებისა და წყლის გადასახადისთვის 5 თვის განმავლობაში 20-20 ლარს მიიღებენ. როგორც მერიაში ამბობენ, აღნიშნული პროგრამის დაფინანსება თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ჩადებულია. ამ დროისთვის უცნობია მხოლოდ გადანაწილების პრინციპი. როგორც დედაქალაქის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა აცხადებს, იგი უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×