მარიამ აფციაური
21.02.2014

ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დროის დეფიციტს განიცდის. მიზეზი მისი არასწორი გადანაწილებაა. "რეზონანსმა" გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მუშაობას, ძირითადად, 11 საათზე იწყებს და 7-9 საათზე ამთავრებს.

ელზა წიკლაური
20.02.2014

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ამბოლატორიებსა და სტაციონარებში მიმართვიანობა თითქმის გაორმაგდა. 1-ელი ივლისიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სულ 200 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს დღეში, საშუალოდ, 1 200-მდე ადამიანი მიმართავს. ყველაზე მეტი ადამიანი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობს.

მარიამ აფციაური
19.02.2014

ქართველთა უმეტესობა ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგია. მათი აზრით, ინტერნეტით კაზინოსთან და ტოტალიზატორთან წვდომამ მომხარებელთა რაოდენობა ძალიან გაზარდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. გამოკითხულთა ნაწილი სიტუაციის დარეგულირებასა და გაკონტროლებას ითხოვს.

ნატა გიორგაძე
18.02.2014

ბათუმში შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით ავტობუსის მძღოლები კვლავ გაფიცულები არიან და მუშაობის დაწყებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება. საწარმოს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ თუ გაფიცულ მძღოლებთან შეთანხმება არ შედგება, სარეზერვო რესურსს გამოიყენებენ.

მარი ჩიტაია
18.02.2014

თბილისში მოქმედ თეატრებს ფინანსურად ძალიან უჭირთ. კერძო თეატრების გარდა, პრობლემა აქვთ იმათაც, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მიზეზი მაყურებლის დეფიციტია. რაც დროს გადის თეატრსა და მაყურებელს შორის კავშირი სულ უფრო სუსტდება. ერთი შეხედვით, თეატრმა დაკარგა საზოგადოებრივი ფუნქცია და მასთან ერთად მაყურებელიც.

ელზა წიკლაური
15.02.2014

საქართველოში ერთი შინამეურნეობის საარსებო მინიმუმი ზამთრისა და ზაფხულის თვეებში თითქმის ანალოგიურია. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ოჯახის ხარჯი მკვეთრად იზრდება, განსაკუთრებით კი ენერგომატარებლების მოხმარების მხრივ იანვარის საარსებო მინიმუმსა და ივლისის მაჩვენებელს შორის განსხვავება 10 ლარს არასდროს აღემატება. ასეთ სხვაობას ექსპერტები საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიას უკავშირებენ, სადაც მთლიანი არასასურსათო ხარჯების წილი მხოლოდ 30%-ია.

თამარ ურუშაძე
15.02.2014

სპეციალისტების განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ 40 წლამდე კანს მოვლა არ სჭირდება, აბსოლუტურად სიმართლეს მოკლებული და მცდარი შეხედულებაა. პირიქით, კანზე ზრუნვა ადამიანმა დაბადებიდან უნდა დაიწყოს. ბავშვი პატარა ასაკიდანვე უნდა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ მოუაროს სწორად კანს, რათა მოზარდობის ასაკში რთული პრობლემების წინაშე არ დადგეს.

მარიამ აფციაური
14.02.2014

"კავკასუს ონლაინის" ტარიფის ცვლილებას მომხმარებელთა უკმაყოფილება მოჰყვა. უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი და ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. გადასახადის გაზრდაზე საუბრობს "მაგთისატის" აბონენტთა ნაწილიც, თუმცა არსებულ ინფორმაციას თავად კომპანიაში არ ადასტურებენ.

ანი ფაცია
13.02.2014

"უახლოეს მომავალში ყინვა მოსალოდნელი აღარ არის და მთელი საქართველოს მასშტაბით დათბება", - განაცხადა ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ "რეზონანსთან" საუბარში. მეტეოროლოგიისა და კლიმატის სამმართველოს უფროსის ლიკა მეგრელაძის თქმით კი, "ისეთი ყინვა და სიცივე, როგორიც თებერვლის პირველ ნახევარში იყო, მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდება".

მარიამ აფციაური
13.02.2014

წლეულს ზამთრის კურორტების ნაწილს მუშაობა ჩაუვარდა. აჭარის მაღალმთიანი რეგიონის, გომარდულის მოსახლეობა ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. გუდაურში კი დამსვენებლების ნაკლებობა თოვლის სიმცირეს უკავშირდება. განსხვავებული ვითარებაა მესტიასა და ბაკურიანში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2 კვირის წინანდელმა აცივებამ და თოვლის მოსვლამ თეთრი ტურიზმის მიმართულებით ბევრი ვერაფერი შეცვალა.

იაგო ნაცვლიშვილი
12.02.2014

 დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე ავტომანქანები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა გაჩერებული, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ამ საკითხის მოწესრიგება კომპანია "სითი პარკის" ვალდებულებაა, რომელთან დალაპარაკებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ.

მარიამ აფციაური
12.02.2014

მშობლებისა და მოსწავლეების უმრავლესობა განათლების, კერძოდ, სასკოლის სფეროში ჩატარებული რეფორმით უკმაყოფილოა. ისინი მოსწავლის ასაკის განსაზღვრას არასწორად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი მე-12 კლასის წინააღმდეგია. მშობლები ამ დროს დაკარგულად თვლიან და აქამდე "დროის ანაზღაურებას" ბავშვის სკოლაში ერთი წლით ადრე შეყვანით ცდილობდნენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×