სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ აფციაური
    20.09.2013

    გადაჭედილი სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. პრობლემა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, უფრო მძაფრდება. მგზავრები ასეთი მომსახურების მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ. ნაწილი ტრანსპორტის სიმცირეს უჩივის, ზოგი კი ამბობს, რომ ეს ბიზნესი მონოპოლიურია. თბილისის მოსახლეობა მერიისგან მგზავრების ინტერესების დაცვას ითხოვს.

    მარიამ აფციაური
    18.09.2013

    ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სიახლეებით შეხვდა. განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მულტიმედია ცენტრი, კვების ობიექტები, ასევე ყველა ფაკულტეტზე მუშაობა დაიწყო სტუდენტთა მომსახურების სერვისმა. მიუხედავად ამისა, სტუდენტები ახალ სასწავლო წელს მაინც უკმაყოფილონი შეხვდნენ. ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს გაესაუბრა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

    ანი ფაცია
    17.09.2013

    ისნის რაიონში ნავთლუღის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი გაჩერება დიდი ხანია, რაც ცუდ მდგომარეობაშია. გაჩერებაზე ჩამტვრეულია მინები და შიგ ნაგავი ყრია. ამ ფაქტით, მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია და გამგეობას დახმარებას სთხოვს.

    ელზა წიკლაური
    17.09.2013

    რიგითი მინისტრის საშუალო ხელფასი რიგითი მოქალაქის საშუალო ხელფასზე ყოველთვის მაღალია. ასე ხდება ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. აქ მთავარი თანამდებობრივ სარგოებს შორის არსებული სხვაობაა, რაც საქართველოს შემთხვევაში, ბევრად მაღალია, ვიდრე თუნდაც განვითარებული ეკონომიკის მქონე აზერბაიჯანსა და რუსეთში. საქართველოში მინისტრის ხელფასი საშუალო ხელფასს თითქმის 10,5-ჯერ აღემატება.

    ელზა წიკლაური
    17.09.2013

    2014 წლის 1-ლი იანვრიდან, შესაძლოა, ავტომანქანის ტექდათვალიერების ვალდებულება ისევ აღდგენს, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე უცნობია. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ კომისია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და გადაწყვეტილებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი. ექსპერტები და მძღოლების ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღდგენს, რადგან ამორტიზებული მანქანები, ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.

    თამარ ურუშაძე
    14.09.2013

    ქართველი სპეციალისტების განცხადებით, მასაჟის სწორად შერჩევას და წარმართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ხელით, რაც საკმაო ოსტატობას მოითხოვს, ასევე აპარატითაც. თუ მასაჟის დროს პაციენტი დისკომფორტს განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაჟისტი ან აპარატი რაღაცას არასწორად აკეთებენ.

    ელზა წიკლაური
    13.09.2013

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკრედიტო ბარათების გამოშვებისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ მათი ერთი ნაწილი ბაზარზე ბარათებს დეკემბრიდან გამოიტანს. საკრედიტო ბარათზე განაცხადის გაკეთება ყველას შეეძლება, მაგრამ მისი გაცემა იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენად გადახდისუნარიანია განმცხადებელი.

    ქეთი თოდუა
    12.09.2013

    საქართველოში ძალიან ბევრი ტრადიცია არსებობს, რომელთა ფესვებიც ღრმა წარსულში უნდა ვეძებოთ. ბევრ მათგანს დღემდე იცავენ და ცხოვრების წესის შემადგენელ ნაწილად წარმოუდგენიათ.

    მარიამ აფციაური
    11.09.2013

    თანამედროვეობამ ბევრი ცვლილება მოიტანა, მათ შორის, ყოფით რეალობაში. მაგალითად, ინტერნეტს დახმარებისთვის ისეთი საკითხისთვისაც კი მიმართავენ, როგორიცაა ბავშვისთვის სახელის შერჩევა. დღეს უკვე ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა შვილს სახელს ინტერნეტ საიტების დახმარებით არქმევს. როგორც გაირკვა, ამ საკითხის გამო ორი თაობა ერთმანეთისგან გამიჯნულია.

    ელზა წიკლაური
    10.09.2013

    პოლიეთილენის მილები, რომლებიც თბილისში ბუნებრივი აირის გაყვანილობისთვის გამოიყენება, სტანდარტებს არ შეესაბამება. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი დამონტაჟებაც წესების დარღვევით ხდება, რამაც, შესაძლოა, ერთ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილის სიცოცხლეც კი შეიწიროს. მეტიც, ამ მილების მწარმოებელი კომპანია საერთოდ არ აწარმოებს გაზის გასატარებელ მილებს და მას არც საერთაშორისო სერტიფიკატი გააჩნია.

    მარიამ აფციაური
    07.09.2013

    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში, გვარის შეცვლის ფაქტები გახშირდა. 2011 წელს მათი რიცხვი 2677-ს შეადგენდა, 2012-ში კი ეს ციფრი 3122-მდეა გაზრდილი. 2013 წელს გვარის შეცვლის უკვე 2805 შემთხვევა ფიქსირდება. გამოკითხულთა ნაწილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგი კი ამასთან დაკავშირებით, უარყოფით შეფასებებს აკეთებს.

    თამარ ურუშაძე
    07.09.2013

    ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ რომელიც ალერგიულ დაავადებას იწვევს, ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვას.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×