მარი ჩიტაია
26.03.2014

საჯარო სკოლებში კვების ობიექტები არასახარბიელო მდგომარეობაშია. ბევრგან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები სათანადოდ არ არის დაცული, ხოლო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. პრობლემაა ასევე პროდუქტის შენახვისა და ეტიკეტის წესის დარღვევებთან დაკავშირებით.

ელზა წიკლაური
25.03.2014

"გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ"... - ასეთი ფაქტები არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მედიცინის ისტორიაში მუდმივადაა. ექიმების დაუდევრობა ხშირად მათ დაბალ პროფესიულ დონეზე მიუთითებს. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობის მიხედვით რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა (4.24 მაჩვენებლით 1 000 მოსახლეზე) და ორნახევარჯერ აღემატება თურქეთის მაჩვენებელს (1.71).

მარი ჩიტაია
25.03.2014

მშრალი ხიდზე მომუშავე ხელოვან-კოლექციონერებსა და მოვაჭრეებს მყიდველი შემოაკლდათ. ისინი ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის გარდა, სხვა პერიოდში უჭირთ.

თიკო ოსმანოვა
24.03.2014

 თითოეულის თვალებში იმხელა ტკივილი, მონატრება და სევდა იმალება... უცრემლოდ აქ საკუთარ წარსულს ვერავინ იხსენებს. თითოეული მათგანი ერთ დროს ცხოვრების მწვერვალზე იმყოფებოდა, მაგრამ ბედისწერის უკუღმართობისა თუ ადამიანთა გულქვაობის წყალობით, ცხოვრებამ აქ, მარტოობის კუნძულზე, თემქაზე - თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გამორიყა, სადაც დროდადრო სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ და თავიანთი ხალისიანი განწყობით მათთვის დარდის გაქარვებას ცდილობენ.

მარიამ აფციაური
22.03.2014

დღეს მაღაზიებსა და ბაზრებში წარმოდგენილი პროდუქტების 70% სამარხვოა. არის მცენარეული ცხიმისგან დამზადებული კარაქი, შოკოლადი, ტორტი, სოიოს კატლეტი. სულ რამდენიმე დღის წინ დახლებზე ბელგიური წარმოების, სამარხვო ძეხვიც გამოჩნდა. არჩევანის სიმრავლემ მორწმუნეებს, ის პრინციპები დაავიწყა, რაც მარხვის დაცვას ახლავს თან. ერთ-ერთი გემოთმოყვარეობის შეზღუდვაა, რისი დაცვაც, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მრევლის ნაწილს უძნელდება.

მარი ჩიტაია
22.03.2014

თუ მთავრობას ვერწმუნებით, საარსებო მინიმუმის დადგენაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მასმედია ამ მიმართულებით გააქტიურდა და ექსპერტებმაც განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს, საარსებო მინიმუმის დადგენის ახალ მექანიზმზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა.

თამარ ურუშაძე
22.03.2014

სპეციალისტების თქმით, სტრესი სხვადასხვაგვარია - შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური, რომელიც გამოწვეულია სოციალური ფაქტორებით. გამოყოფენ ეუსტრესს (ანუ დადებითი მოვლენებით გამოწვეული რეაქცია. ეს არის მცირე სტრესი, რომელიც დამანგრევლად არ მოქმედებს ადამიანზე) და დისტრესს, რომელიც ნეგატიური მოვლენებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

მარი ჩიტაია
21.03.2014

კაზრეთში მუშების გაფიცვამ შედეგი გამოიღო. 6 მოთხოვნიდან 4 შესრულდა. დიდი ალბათობაა, რომ სადავო საკითხები, რაზეც მხარეები აქამდე ვერ შეთანხმდნენ, დასაქმებულების სასარგებლოდ გადაწყდეს.

თათია ჩაფიჩაძე
20.03.2014

 გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 27%-ია, რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. ამის პარალელურად, იუნისეფის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად - მესამედით - შემცირდა ბავშვებში უკიდურესი სიღარიბე.

მარიამ აფციაური
20.03.2014

ახალი ტექნოლოგიების განვითარებას კინოთეატრების მიმართ ინტერესის შემცირება მოჰყვა. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში 401 თბილისელიდან 60% კინოში საერთოდ არ ყოფილა. ის, ვინც დადის, მათი ასაკობრივი ზღვარი 18-34 წელია. უმეტესობა იმასაც აცხადებს, რომ ფილმების დიდი ნაწილი რუსულ და შემდეგ ინგლისურ ენაზეა დუბლირებული, რაც მაყურებლის 70%-თვის გაუგებარია.

მარიამ აფციაური
19.03.2014

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის თბილისში სტუდენტური საცხოვრებლის აშენება გადაწყვიტა, რასაც საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. სტუდენტებისა და მშობლების აზრით, ერთი მხრივ, ეს ხარჯების შემცირებას გამოიწვევს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, ახალგაზრდების სტუდენტური ცხოვრება უკონტროლო გახდეს. მშობლები არსებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებასაც ითხოვენ.

ელზა წიკლაური
18.03.2014

საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, ვაკანსიების რაოდენობა კი შემცირდა. როგორც დასაქმების ცენტრებში ამბობენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმ ადამიანთა რიცხვმა, ვისაც სამსახურის დაწყება სურს, დაახლოებით, 10%-ით მოიმატა. თავისუფალი სამუშაო ადგილებისა და ხელფასების რაოდენობა კი, პრაქტიკულად, განახევრდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×