სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    27.08.2013

    რუსეთში მინიმალური ხელფასი 5200 რუბლს, ანუ დაახლოებით 260 ლარს შეადგენს, აზერბაიჯანში - 93,5 მანათს, დაახლოებით 195 ლარს, სომხეთში მინიმალური ხელფასის მოცულობა 45 ათას დრამია (180 ლარი), უკრაინაში - 1218 გრივნა (243 ლარი), ბელორუსში - 1 395 000 ბელორუსული რუბლი (251 ლარი). საქართველოში კი მინიმალური ხელფასის ცნება საერთოდ არ არსებობს და როცა იყო, (2005 წლამდე) ის სულ რაღაც 20 ლარს შეადგენდა.

    მარი ჩიტაია
    27.08.2013

    საქართველო ერთ-ერთი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია ყველაზე მაღალია. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის კომუნალური გადასახადების შემცირება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც შემოსავლების განაწილების უთანასწორობა ცოტათი მაინც გააქარწყლა. ქართველი სტატისტიკოსების შეფასებით, ეს ერთადერთი დადებითი ფაქტორია, რაც ბოლო დროს გამოიკვეთა, თუმცა ამით მდგომარეობის გაუმჯობესება არ იგრძნობა.

    მარი ჩიტაია
    24.08.2013

    გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა. მთავარი აქცენტი ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების აღდგენის საჭიროებაზე, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასა და ავტოპარკის განახლებაზე გაკეთდა.

    თამარ ურუშაძე
    24.08.2013

    ქართველი სპეციალისტების განცხადებით, ალკოჰოლის, მეტწილად ღვინის, ზომიერად მიღებით (მაგალითად, სადილობისას 1 ჭიქა ღვინო), ჯანმრთელობას სარგებელსაც კი მოუტანს, მაგრამ, დღეს ადამიანებს დოზირების დაცვა უჭირთ, რაც საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე გვაყენებს და გვაჩვევს ალკოჰოლს.

    მარიამ აფციაური
    24.08.2013

    მთელ ევროპაში და მათ შორის საქართველოში არსებობს ტენდენცია, რომ ქალს ნაკლები ხელფასის ოდენობა ერიცხება, ვიდრე კაცს. მიზეზად ის მენტალური თავისებურებები სახელდება, რაც ქალბატონებს ახასიათებთ. საქართველოში გამოკითხულთა ნაწილი, ამ ფაქტს ადასტურებს, ზოგი კი უარყოფს და აცხადებს, რომ ანაზღაურება თანაბარი აქვთ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი ირკვევა, რომ მამაკაცის შემოსავალი, ქალებისას აღემატება. პროცენტული მაჩვენებელი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.

    მაია აბაიაძე
    23.08.2013

    ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 კვირით ადრე, განათლების სამინისტრომ ახალი, უფასო სახელმძღვანელოების ვარგისიანობის შეფასების წესები შეიმუშავა. წიგნები 15-ქულიანი სისტემით შეფასდება. სახელმძღვანელო, რომელიც 9 ქულაზე ნაკლებს მიიღებს, ხმარებიდან იქნება ამოღებული.

    სალომე აბულაძე
    23.08.2013

    საქართველოში წელს ცივი ზაფხული დაფიქსირდა, თუმცა ანომალიურ ივლისს კლიმატის სპეციალისტები ბუნებრივი პროცესებით ხსნიან. "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაზე კი ამბობს, რომ ამინდის არაპროგნოზირებადი ცვლილებები და სეზონების უცნაური არეულობა გლობალური კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული და ახლო მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო ანომალიური პროცესები გამოვლინდეს.

    მარი ჩიტაია
    22.08.2013

    თბილისის სავაჭრო ქსელში 2011 წელს გამოშვებული "მაგის" ბულიონის პაკეტები იყიდება. მართალია, ამ პროდუქტს საკმაოდ დიდი, 18 თვიანი ვარგისიანობის ვადა აქვს, მაგრამ ვადის გასვლიდან მთელი 10 თვის შემდეგაც სუპერმარკეტებში იყიდება.

    ელზა წიკლაური
    22.08.2013

    ეგვიპტეში მიმდინარე პროცესების გამო, ტურისტებმა დასვენებისთვის ახალი ადგილის ძიება დაიწყეს. როგორც ქართულ ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, იმ დამსვენებლებმა, რომლებიც შვებულების გატარებას პირამიდების ქვეყანაში აპირებდნენ, თურქეთსა და ბულგარეთში გადმოინაცვლეს. თუმცა, ტურ-ოპერატორების ინფორმაციით, ქართველი დამსვენებლების ერთ ნაწილს რევოლუციური ეგვიპტის მიმართ ინტერესი ჯერ ისევ აქვთ.

    მარიამ აფციაური
    21.08.2013

    წლევანდელი ზაფხულის თბილისში გატარება ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა. უმეტესობამ უამინდობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა, ზღვაზე ან მთაში დასვენების ნაცვლად ისევ დედაქალაქში ყოფნა არჩია და ფულიც დაზოგა. ისინი, ვინც უსახსრობის გამო, ისედაც აპირებდნენ ქალაქში ყოფნას, არსებული ვითარებით კმაყოფილნი არიან და თავს გრილად და კომფორტულად გრძნობენ. ვისაც საშუალება ჰქონდა, საზღვარგარეთ მოიწყო საზაფხულო არდადეგები.

    მარი ჩიტაია
    21.08.2013

    ქართველი გლეხების უმეტესობამ სასოფლო-სამეურნეო ბარათი სრულად აითვისა. მართალია, რამდენიმე რაიონში, სიების უზუსტობის გამო, ვაუჩერი ხარვეზით გაიცა, მაგრამ მთლიანობაში მოსახლეობა კმაყოფილია.

    მარი ჩიტაია
    20.08.2013

    დედაქალაქიდან მოსახლეობის გადინებამ, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის სეზონისთვისაა დამახასიათებელი, მომსახურების რამდენიმე სერვისს პრობლემები შეუქმნა. შეკვეთები შეუმცირდათ კურიერებს, ტაქსის მძღოლებს, სწრაფი კვების ობიექტებს, კეთილმოწყობის სამსახურებს და უძრავი ქონების სააგენტოებს. მოთხოვნის შემცირება, თავის მხრივ, ხელფასებზეც აისახა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×