მარიამ აფციაური
29.11.2013

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ "ეისითის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ახალგაზრდების ფსიქოლოგიური განწყობა არცთუ სახარბიელოა. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, ამის მიზეზი ცხოვრების მიმართ მცდარი დამოკიდებულებაა. 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, იმაზე მეტი სურთ, ვიდრე აქვთ და ეკუთვნით. გარდა ამისა, უბედურების შეგრძნებას ამძაფრებს მძიმე სოციალური ფონი, დაუსაქმებლობის, უპერპექტივობის პრობლემა.

ელზა წიკლაური
28.11.2013

ხელისუფლება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასასვლელად ემზადება. ამ ეტაპზე მუშაობა საპენსიო სქემისა და ფონდის შექმნაზე მიმდინარეობს. ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ქვეყანაში პენსიის ორი სახეობა იარსებებს, ერთი - საბაზისო და მეორე - დაგროვებითი. საბაზისო პენსიას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც დაგროვება ვერ მოასწო და ვისაც არასდროს უმუშავია.

მარიამ აფციაური
28.11.2013

საჰაერო მიმოსვლის მხრივ ყველაზე დიდი მოთხოვნა კიევისა და რუსეთის მიმართულებაზე ფიქსირდება. ნაწილი ამის მიზეზად ბილეთის მისაღებ ფასს ასახელებს, ზოგი კი ამ ფაქტს პოლიტიკურ გარემოებას უკავშირებს და დასძენს, რომ რუსეთში ფრენის სიხშირის გაზრდა უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს. კომპანიების ნაწილი კომენტარს ახალი ავიაკომპანიების გამოჩენაზე და ფასებზეც აკეთებს.

მარიამ აფციაური
27.11.2013

გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებას რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება მოჰყვება, რაც მთაში ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ზოგიერთი კი იმ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ სტატუსს ახლავს თან. ესაა ინფრასტრუქტურის განადგურება და დანაგვიანებული გარემო.

მარი ჩიტაია
26.11.2013

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილების საბურავებზე მოთხოვნამ მოიმატა. სპეციალისტები მძღოლებს ურჩევენ, რომ ავტომობილი ზამთრისთვის წინასწარვე მოამზადონ, რაც ახალი საბურავების შეძენის შემთხვევაში, 600-700 ლარის ხარჯს გულისხმობს. გაცილებით იაფი ღირს მეორადი საბურავები, რომლის მიმართ მოთხოვნა დიდია. მისი შეძენა ელიავას ბაზრობაზე 200 ლარის ფარგლებში და უფრო იაფადაცაა შესაძლებელი.

ანი ფაცია
25.11.2013

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური კომპანიებს მომხმარებლისთვის სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობენ. კანონი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქმიანობას არეგულირებს, 2016 წლიდან ამოქმედდება. მანამდე ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვები მხოლოდ სახელმწიფო სექტორზე ვრცელდება. თუმცა, აპარატი მუშაობს, რომ 2016-ის ნაცვლად ამოქმედების თარიღმა 2014 წლისათვის გადმოიწიოს.

ქეთი თოდუა
23.11.2013

 მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის, დაახლოებით, ერთი თვის წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი. 2013 წლის ბოლოდან, მსურველებს საშუალება ექნებათ, მართვის მოწმობის გამოცდა ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზეც ჩააბარონ. ვისაც სურვილი ექნება, კვლავ შეძლებს გამოცდა მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბაროს.

თამარ ურუშაძე
23.11.2013

სპეციალისტების განცხადებით, ჯანსაღი კვება ეს არის მრავალფეროვანი პროდუქტი, ბალანსირებული რაციონი, გემრიელი და სასარგებლო კერძები. არავითარი შიმშილი 6 საათის შემდეგ და დღეში მხოლოდ ერთჯერადი კვება, არავითარი 5 დღიანი დიეტები, სწორი კვება უნდა იყოს მუდმივი ცხოვრების წესი.

მარი ჩიტაია
22.11.2013

რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ზამთრისთვის თადარიგს შეუდგა. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა მთიან რეგიონებში შეიმჩნევა, ხოლო ბარში მცხოვრებნი ჯერ კიდევ არ ჩქარობენ. მთავარი პრობლემა რეგიონების შეშით უზრუნველყოფაა. იშვიათია ოჯახი, სადაც ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული მთაში საკვების მომარაგებაც.

მარიამ აფციაური
22.11.2013

გამოკითხულთა უმეტესობა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. მათი აზრით, ეს ორგანო პოლიტიზებულია და მისი რესურსი სწორედ ამ ნიშნით იხარჯება. მსგავს ფაქტებზე საუბრობენ დამოუკიდებელი დელეგატებიც. მათ ალტერნატიული პროექტის მონახაზი შექმნეს, სადაც უნივერსიტეტის თვითმმართველობის მისამართით ბრალდება უფრო ნათლად არის წამოჭრილი.

მარი ჩიტაია
21.11.2013

სხვადასხვა დროს "მიჩუმათებულმა შრომითმა დავებმა" ერთბაშად ამოხეთქა. ბოლო რამდენიმე დღეა, დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები ზედიზედ იფიცებიან. ამ მხრივ პირველობა რკინიგზის თანამშრომლებმა იტვირთეს, რომელსაც კაზრეთის ოქროს საბადოს მუშების გამოსვლა მოჰყვა. ანალოგიური მოთხოვნით პროტესტი ფოთის პორტის მოიჯარე კომპანიის "ბი ენდ პის" თანამშრომლებმაც გამოთქვეს. პარალელურად კი გარემოვაჭრეები და იპოთეკით დაზარალებულები აწყობენ აქციებს

ქეთი თოდუა
03.12.2011

ინტერნეტის გარეშე თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია. გლობალურმა ქსელმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. დღეს სამსახურებრივი საქმეების მოგვარება ვირტუალურ ქსელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს რომ არა, ბევრი პრობლემა იჩენდა თავს. მეგობრებთან, ნაცნობებთან ურთიერთობისათვის, გასართობადაც ინტერნეტი აუცილებელი რამაა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×