მარიამ აფციაური
23.04.2014

საზოგადოების ნახევარზე მეტი ბაზარს მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე სუპერმარკეტებს. მომხარებელთა მსყიდველუნარიანობას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არც არის, რომ ისინი პროდუქტის შეძენისას მთავარ ფაქტორად დაბალ ფასს მიიჩნევენ. მომხმარებელთა 90% ცდილობს, რომ საკვების ყიდვისას რაც შეიძლება მეტი თანხა დაზოგოს.

მარი ჩიტაია
22.04.2014

სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში აღიარებენ, რომ საჯარო სექტორის მხრიდან კონკურენცია იზრდება, რასაც მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას მიაწერენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა კერძო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში, სადაც სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო სკოლებისა და ბაღების დირექტორები გადასახადის გაზრდას გამორიცხავენ, რადგან ამით მნიშვნელოვან კონტიგენტს დაკარგავენ.

ელზა წიკლაური
22.04.2014

დღეს საქართველოში ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მენეჯერის, ბიზნეს-ადმინისტრატორისა და ბიზნესის მართვის პროფესიაა, შესაბამისად, ამ სპეციალობებზე სწავლა და შემდგომ უკვე დასაქმება მოსახლეობის, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილის სურვილია. ყველაზე ნაკლებ ინტერესს მოქალაქეები ტექნიკური დარგებისადმი იჩენენ, დასაქმება კი მომსახურების სფეროში არ სურთ.

მარიამ აფციაური
19.04.2014

ონლაინ-პორტალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში დასაქმების პერსპექტივა მატულობს. წინა წელთან შედარებით, 2014 წელს ყოველთვიურად 200-ით მეტი ვაკანსია ცხადდება. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, გამოკითხულთა ნაწილი დღემდე უმუშევარია და ამ პრობლემასაც სერიოზულად განიცდის. მათი განმარტებით, სამსახურში მიღება ხშირ შემთხვევაში შიდა შერჩევითი გზით ხდება.

თამარ ურუშაძე
19.04.2014

სპეციალისტები აცხადებენ, რომ სეზონური ალერგია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ის შესაძლოა, გამოიხატოს როგორც მსუბუქად, ისე საშუალოდ და მძიმედაც. მის გამომწვევ მიზეზებად სახელდება ხეების, ბალახების, რთულყვავილებიანი მცენარეების მტვერი და ზოგიერთი სოკოს სპორები.

მარიამ აფციაური
18.04.2014

"რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ რესპონდენტთა 80% აღდგომას ეკლესიაში ხვდება. 10%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, რადგან ჯერ არ გადაუწყვეტია, სად წავა. ამ დღეს მორწმუნენი და განსაკუთრებით დიასახლისები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიდ სამზადისში არიან. აღდგომასთან დაკავშირებით დღემდე უამრავი ტრადიციაა შემორჩენილი.

ელზა წიკლაური
17.04.2014

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 3 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 17 ათასი ადამიანით შემცირდა. თუ 2013 წლის დეკემბერში ბაზაში რეგისტრირებული იყო 1 651 639 ადამიანი, ამჟამად რეგისტრირებულთა რაოდენობა 1 635 947-ს შეადგენს. შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. კერძოდ, თუ შარშან დახმარებას 453 857 ადამიანი იღებდა, ამჟამად საარსებო შემწეობა 436 318 სოციალურად დაუცველზე გაიცემა.

მარიამ აფციაური
16.04.2014

 ჯანსაღი წესით ცხოვრება თბილისელთა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. უფულობა, დროის დეფიციტი - ეს ის ორი კომპონენტია, რის გამოც ხალხი სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზებში ვერ დადის. მოტივირებული ახალგაზრდები კი სახლის პირობებში ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას.

მარი ჩიტაია
15.04.2014

თბილისის ავტოსადგურებში სააღდგომოდ მგზავრთა გააქტიურებას ელოდებიან. ცენტრალურ და კერძო ავტოსადგურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შენარჩუნდება. მძღოლები კი საპირისპიროს ამბობენ და არ მალავენ, რომ რეგიონების მიმართულების ტარიფებზე ფასი 2-3 ლარით მოიმატებს.

მარი ჩიტაია
15.04.2014

სოჭის ოლიმპიურ ობიექტებზე მუშაობის შედეგით ქართველი მუშები უკმაყოფილო არიან. ისინი ამბობენ, რომ მუშებს 2500 დოლარამდე დაპირდნენ გასამრჯელოს, თუმცა ამ თანხის აღება თითქმის ვერავინ მოახერხა.

თიკო ოსმანოვა
14.04.2014

"ჩვენ გიჟები ვართ" - ამ სახელწოდების ქართულ კომედიას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მიიჩნევს და თბილისის კინოთეატრებში მის დაგეგმილ ჩვენებას აპროტესტებს. მმკ-ს ცნობით, ფილმი ჰომოსექსუალური წყვილის ცხოვრებას ასახავს და მისი საჯარო ჩვენება თბილისში 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს იგეგმება.

თეა ბეჟიტაშვილი
14.04.2014

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო ორი წელია, თბილისში წითელას ვირუსი გახშირდა. "დღეში დაახლოებით ათამდე შემთხვევაა. წითელა მომაკვდინებელი დაავადება არ არის, მაგრამ ვისაც დაემართება, უკვე საგანგაშოა", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში პაატა იმნაძე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×