მარი ჩიტაია
15.04.2014

თბილისის ავტოსადგურებში სააღდგომოდ მგზავრთა გააქტიურებას ელოდებიან. ცენტრალურ და კერძო ავტოსადგურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შენარჩუნდება. მძღოლები კი საპირისპიროს ამბობენ და არ მალავენ, რომ რეგიონების მიმართულების ტარიფებზე ფასი 2-3 ლარით მოიმატებს.

მარი ჩიტაია
15.04.2014

სოჭის ოლიმპიურ ობიექტებზე მუშაობის შედეგით ქართველი მუშები უკმაყოფილო არიან. ისინი ამბობენ, რომ მუშებს 2500 დოლარამდე დაპირდნენ გასამრჯელოს, თუმცა ამ თანხის აღება თითქმის ვერავინ მოახერხა.

თიკო ოსმანოვა
14.04.2014

"ჩვენ გიჟები ვართ" - ამ სახელწოდების ქართულ კომედიას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მიიჩნევს და თბილისის კინოთეატრებში მის დაგეგმილ ჩვენებას აპროტესტებს. მმკ-ს ცნობით, ფილმი ჰომოსექსუალური წყვილის ცხოვრებას ასახავს და მისი საჯარო ჩვენება თბილისში 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს იგეგმება.

თეა ბეჟიტაშვილი
14.04.2014

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო ორი წელია, თბილისში წითელას ვირუსი გახშირდა. "დღეში დაახლოებით ათამდე შემთხვევაა. წითელა მომაკვდინებელი დაავადება არ არის, მაგრამ ვისაც დაემართება, უკვე საგანგაშოა", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში პაატა იმნაძე.

მარიამ აფციაური
12.04.2014

ქართული კულტურული ცხოვრება დროდადრო აქტიურდება. "რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების უმეტესობას თეატრში სიარული მოსწონს. მაყურებლის გააქტიურებაზე საუბრობენ თეატრებშიც. მათი წარმომადგენლების განმარტებით, ბოლო ორი წელია, რაოდენობა 30%-ით არის გაზრდილი.

თამარ ურუშაძე
12.04.2014

სპეციალისტების განცხადებით, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი დღითიდღე იმატებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება და მითები იმის შესახებ, რომ ის განკურნებადია, აბსოლუტურად სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, ენდოკრინოლოგი ნინო ესაკია.

მარი ჩიტაია
11.04.2014

ქართულ ბაზარზე ქათმის ხორცის საკმაო ნაწილი უხარისხოა, განსაკუთრებით გაყინული ნაწარმი და ქათმის ბარკალი. მიუხედავად ამისა, სიიაფის გამო ასეთ პროდუქტს მომხმარებელი მრავლად ჰყავს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქათმის ხორცის ბაზარზე რეგულაცია გამკაცრდება. მზადაა კანონპროექტი, რომელიც ძალიან მალე პარლამენტის ბიუროს განსახილველად გადაეცემა.

მარიამ აფციაური
09.04.2014

"რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დადგინდა, რომ დღეს თბილისელთა უმეტესობა - საშუალოდ, 85% - საკუთარი თავისთვის სურათების გადაღებით არის გატაცებული. პრინციპში ამას უკვე გატაცება აღარ ჰქვია. ეს არის ერთგვარი ეპიდემია, რომელიც ქალაქში ელვის სისწრაფით ვრცელდება. საზოგადოების ნაწილი ამას როგორც არასრულფასოვნების კომპლექსს ისე განიხილავს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ადამიანები ნარცისიზმით არიან დაავადებულნი.

მარი ჩიტაია
08.04.2014

სააღდგომო პროდუქტების რეალიზაცია დაიწყო. ვაჭრობის სექტორში ვარაუდობენ, რომ წელს გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებენ. მარხვის პერიოდში რძისა და ხორცის ნაწარმზე მოთხოვნა იკლებს, ამიტომ ამ დანაკლისის შევსებას სამარხვო საკვების მწარმოებელი კომპანიები პროდუქციის გამოშვებით ან მათი წარმოების გაზრდით ცდილობენ - უმეტესწილად, ბოსტნეულით, მარცვლეულით, სამარხვო მაიონეზით, ზეთით, სამარხვო ნამცხვრებითა და ორცხობილით.

თეა ბეჟიტაშვილი
07.04.2014

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14,1 პროცენტით გაიზარდა და 34 693 ერთეული შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2012 წელს 30 412 იყო. რაც შეეხება რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვს, საქსტატის მონაცემებით, 2004 წლიდან მოყოლებული, განქორწინებათა რაოდენობა იზრდება და 2013 წელს 8 089 შეადგინა, რაც წინა 2012 წლის მაჩვენებლს 13,4 პროცენტით აღემატება.

მარი ჩიტაია
05.04.2014

სახელმწიფო რეგიონებში სასწრაფო სამსახურების რეორგანიზაციას გეგმავს. 1-ლი აპრილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა. სანამ უწყება გადამწყვეტ ზომებს მიიღებს, ექიმებს ყოფილ მმართველებთან პრობლემები არ ელევათ.

მარიამ აფციაური
05.04.2014

დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ თბილისში განათება არათანაბრად არის განაწილებული. სხვადასხვა უბნებში და ადგილებზე ლამპიონების რაოდენობა შეუსაბამოა. გზების ნაწილი მეტად განათებულია, მაგრამ არის ქუჩები, სადაც ლამპიონები საერთოდ არ მუშაობს. "რეზონანსთან" ზოგიერთმა რესპონდენტმა კონკრეტული უბნებიც კი დაასახელა, სადაც ეს პრობლემა აწუხებთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×