მარიამ აფციაური
30.05.2014

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა თითქოსდა განვითარების პიკზეა, თბილისელები ალტერნატიული მკურნალობის გზებს მაინც არ ივიწყებენ. "რეზონანსმა" და "ეისითიმ" ცალ-ცალკე, საერთო ჯამში, გამოკითხვა 450 თბილისელს შორის ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ყოველი მეხუთე ადამიანს ექიმბაშთან სტუმრობის გამოცდილება აქვს. დაახლოებით ასე გადანაწილდა ხმები ხალხურ მედიცინასთან მიმართებაშიც. გამოკითხულთა 18%, მედიკამენტებთან ერთად, მცენარეებით მკურნალობის მეთოდსაც იყენებს.

მარიამ აფციაური
29.05.2014

"რეზონანსმა" მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თბილისელებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა - პირველ რიგში რა საკითხების გადაჭრას ითხოვენ დედაქალაქის მცხოვრებნი. დასაქმების პრობლემის მოგვარება ამჯერადაც პირველ ადგილზე გავიდა, მას მოსდევს სოციალური დახმარების გაზრდა, ტერიტორიისა და გზების კეთილმოწყობა, ქუჩების პარკირებისა და სხვადასხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, ტრანსპორტზე შეღავათის დაწესება. ჩამოთვლილთაგან პრიორიტეტი მას ენიჭება, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ელზა წიკლაური
28.05.2014

საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან დასაქმებულთა რიცხვი 0,4%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 15% იყო, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 14,6%-მდე დავიდა. არადა, იგივე "საქსტატის" მონაცემებით, 2013 წელს საწარმოებში მომუშავეთა რაოდენობა, დაახლოებით, 9 ათასი ადამიანით შემცირდა.

მარი ჩიტაია
24.05.2014

წლის ბოლომდე სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების შემოწმებას მორჩება და უმაღლესი სასწავლებლების კონტროლზე გადავა. მანამდე კი რეგიონების მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება. გარდა ამისა, სურსათის მასობრივი შემოწმების პროცესში ევროკავშირიც ჩაერთვება.

თამარ ურუშაძე
24.05.2014

სპეციალისტების თქმით, ვარჯიში ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ ჭარბ წონას. რამეთუ, ვარჯიშს ტონუსში მოჰყავს სხეული, ამკვრივებს კანს, აუმჯობესებს აღნაგობას და მატებს ენერგიას. დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ფიტნეს სპეციალისტი ზურაბ ნებიერიძე.

მარიამ აფციაური
24.05.2014

ახალგაზრდების ნაწილი წიგნის შერჩევისას უპირატესობას მის შინაარსს ანიჭებს, ხოლო ზოგისთვის ამას არანაირი დატვირთვა არ აქვს. 18 წლიდან 23 წლამდე გოგო-ბიჭები წიგნის კითხვის მთავარ მოტივად "საკუთარი თავის რეალიზებას" ასახელებენ. ბევრი ლიტერატურას ეცნობა არა იმისთვის, რომ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ სჭირდება. თავისუფალი საკითხავიდან კი ყველაზე ბევრი მკითხველი მხატვრულ ლიტერატურას ჰყავს.

ელზა წიკლაური
23.05.2014

ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრა ისევ ვერ ხერხდება, შესაბამისად, უმუშევრობა კვლავ რჩება საზოგადოების მთავარ პრობლემად. საქართველოში შარშან საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 9 ათასი ადამიანით შემცირდა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში დასაქმების პროგნოზს არავინ აკეთებს. ექსპერტული გათვლებით კი, უმუშევრობა ქვეყანაში ისევ იზრდება.

მარიამ აფციაური
23.05.2014

პატრიარქის ქადაგებას ოჯახის დღესთან დაკავშირებით, უშედეგოდ არ ჩაუვლია. ხალხის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ 17 მაისს ლოცვით შეხვედრა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. უწმინდესის საკვირაო ქადაგებამ ოჯახის თემასთან დაკავშირებით ბევრი ჩააფიქრა, ზოგიერთს კი ამ საკითხის მიმართ ზერელე დამოკიდებულება გაუქრა.

მარიამ აფციაური
22.05.2014

იაფასიან სასტუმროებში, ანუ ჰოსტელებში ტურისტების ნაკადის სიმცირეზე საუბრობენ. მათი განცხადებით, დატვირთვა იმდენად დაბალია, რომ ზოგჯერ ზარალზეც კი მიდიან. თავად საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 10%-მა ჰოსტელების მომსახურებით ისარგებლა. ვიზიტორთა რაოდენობა კი მთელი წლის განმავლობაში 5 392 303-ს შეადგენდა. შედარებით მეტია მათი რიცხვი 2014 წელს, აქედან გამომდინარე, დატვირთვაც გაზრდილია.

თიკო ოსმანოვა
21.05.2014

ბოლო ერთ თვეში საქართველოში ვირუსული მენინგიტის 107 შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები შემთხვევების მატებას ზაფხულამდე კიდევ ვარაუდობენ და ამის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას საერთო სანიტარიული და ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდებენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ეს პროგნოზირებადი იყო და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

მაკა ხარაზიშვილი
21.05.2014

საქართველოში საარსებო მინიმუმი 309 ლარია. სახელმწიფოს გასაკეთებელი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გააკეთა და ახალი მეთოდოლოგია წარმოადგინა. ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ არსებული მეთოდოლოგია იმდენად აცდენილია რეალობას, რომ უკვე ანეკდოტური ფორმა მიიღო. სპეციალისტები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ კვების გარდა სხვა მოთხოვნილებებიც გააჩნია.

მარი ჩიტაია
20.05.2014

თბილისურ სოლარიუმებს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა შეუმცირდა. ამ ბიზნესის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შესუსტება მათ საქმიანობაზე უარყოფითად მოქმედებს. მოთხოვნის კლების მიზეზად სახელდება ამინდიც. ესთეტიკური ცენტრების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მდგომარეობა ივნისიდან გამოსწორდება, სანამ აქტიური საზღვაო სეზონი დაიწყება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×