ია აბულაშვილი
22.09.2017

 ქართული იარაღის დამზადების შესახებ მრავალი მასალა არსებობს ჩვენს ისტორიულ წყაროებში და ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ. დღევანდელ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ.

გვანცა ღვედაშვილი
21.09.2017

 საქართველოში სოფლებიდან მოსახლეობის გადინება გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და თუკი თავიდან ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს უკვე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მოსაგვარებელი საკითხია.

ია აბულაშვილი
21.09.2017

   ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, მსოფლიოს რამდენ ენაზე ითარგმნა უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი", მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ თარგმანს უკავშირდება.

სოფო ჩხიკვაძე
21.09.2017

 საქართველოში ბევრს საუბრობენ მომსახურების სფეროში ტრადიციადქცეულ პრობლემებზე. მომსახურების სტრატეგიის სწორი გზით წაყვანა ბევრი კომპანიის გეგმაშია. მუდმივად იმართება ტრენინგები, დისკუსიები, მსჯელობა, თუმცა პრობლემების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გვარდება.

მარი ჩიტაია
20.09.2017

 გალის ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობა ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობს. მართალია, სახლებს მასობრივად არ ტოვებენ, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაა, როცა ადგილობრივებმა გამოღმა სოფლებში გადმოსვლა მოახერხეს. ხალხი შიშობს, რომ, დარჩენის შემთხვევაში, შიმშილობისთვის გაიწირება, რადგან წლევანდელი მოსავალი მასობრივად განადგურდა. მოსალოდნელია, რომ ზუგდიდიდან სურსათის შეტანას ვერ შეძლებენ, რუსეთიდან იმპორტიურებული პროდუქტის ყიდვა კი, სიძვირის გამო, ისედაც უჭირთ. ხალხი მორიგი გაძვირების მოლოდინშია, რაც ოკუპირებულ რაიონში შიმშილობას უდრის.

ია აბულაშვილი
20.09.2017

 "ამისთანა ლამაზსა და კარგს სანახავს იშვიათად შეხვდება კაცი არამცთუ ჩვენში, არამედ უცხოეთში8 ეს წიგნი განძი იქნება ყოველი ქართველის ოჯახისათვის"7 - ასე გამოეხმაურა გაზეთი "ივერია" 1888 წელს "ვეფხისტაყოსნის" ახალ გამოცემას. ამ წიგნის შესახებ ჩვენს ისტორიულ წყაროებში უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც წიგნის გამოცემის ისტორიას უკავშირდება.

თეო გუდავაძე
20.09.2017

 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად ახალ-ახალი დაპირებები ისმის. აშკარაა, რომ ბოლო წლების გათვალისწინებით ხალხის მოთხოვნაც შეიცვალა, ახლა საზოგადოების დაკვეთა სოციალური საკითხების მოგვარებაა. შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებებიც ამ კონტექსტში ტრიალებს.

მარი ჩიტაია
19.09.2017

 სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პროცესს პირველ ეტაპზე 20 და მეტი წლოვანების ავტომობილები გაივლიან. მათი ინსპექტირების საბოლოო ვადა 2018 წლის 1-ლი იანვარია. ეს ნიშნავს, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ ტექდათვალიერების გავლა 3 თვეში უნდა მოასწროს. ამ ეტაპისთვის ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებისათვის დაახლოებით 35-მდე აკრედიტირებული ტესტირების ცენტრი მზადაა. წლის ბოლომდე მათ კიდევ რამდენიმე შეემატება.

გვანცა ღვედაშვილი
19.09.2017

 5-10 წლის შემდეგ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, რომელსაც სპეციალისტები გაუტყეურებას ეძახიან - ეს იმას ნიშნავს, რომ საქარველოში ტყე პრაქტიკულად აღარ იქნება.

მარიამ ელიაშვილი
18.09.2017

 რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე ბიზნესმენმა ბილ გეიტსმა თავის მეუღლე მელინდა გეიტსთან ერთად კაცობრიობისთვის საშიშ ინფექციურ და ქრონიკულ დაავადებებზე ისაუბრა. მათი კომპანია "გოლქიფერსის" მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ისინი ასახელებენ ორ უდიდეს საფრთხეს, რომლებიც კაცობრიობას შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ელის.

მარიამ ელიაშვილი
18.09.2017

 მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები წყალბადის საწვავის მიღების გზებს ეძებენ. წყალბადს, როგორც სუფთა ენერგიის წყაროს, გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. იგი დადებითად აისახება გარემოზე და არც ძვირად ღირებული არაა. მისი გამოყენება თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტომობილებში იქნება შესაძლებელი.

მამუკა ნაცვალაძე
18.09.2017

 მეექვსე საუკუნის 30-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დრამატული პერიოდია. ეს ის დროა, როცა ქართლში მეფობა გაუქმებულია, ერთიანი ქართველური პოლიტიკური სივრცე მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ბიზანტიასა და ირანს შორის ცილობის საგანია. სწორედ ამ პერიოდში ზეობს ეგრისის მეფე გუბაზ მეორე, გამორჩეულად ტრაგიკული ბედი რომ არგუნა განგებამ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×