ია აბულაშვილი
04.10.2017

 ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე ამონარიდი დიუმას თბილისური ჩანაწერებიდან.

მარი ჩიტაია
04.10.2017

 საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით ნახევარს ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, მთლიანი ავტოპარკის დაახლოებით 40% გაჩერდება, მარტო გამონაბოლქვზე შემოწმების შემთხვევაში კი შესაძლოა, მთელი მანქანების 20-25% ჩამოიწეროს.

თეო გუდავაძე
04.10.2017

 ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა სახის მომსახურების კულტურამ მოიკიდა ფეხი. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. "ჩაის გადასახადი", რომელსაც საკვებ ობიექტებში აქტიურად იყენებენ. ეს არის გაწეული მომსახურების ფასზე დანამატი, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ მიმტანს უტოვებს. ზოგიერთ მათგანს არც აქვს გააზრებული, რომ მომსახურებისთვის ყველა საკვებ ობიექტს ცალკე აქვს გადასახადი დაწესებული და ორმაგად იხდის თანხას. ეს დაახლოებით "სითი პარკისა" და "სტაიანშიკების" სიტუაციას ჰგავს, როდესაც მძღოლი ვალდებულია, ფული ორივე მიმართულებით გადაიხადოს.

მარი ჩიტაია
03.10.2017

 ტაქსის მომსახურების ფასი ბოლო პერიოდში მუდმივად მატულობს. მგზავრობის საფასური გაძვირდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაძვირებაც შეიმჩნევა. მართალია, სატაქსო კომპანიებში საფასო ცვლილებას არ ადასტურებენ, მაგრამ იქ მომუშავე მძღოლების ინფორმაციით, მომსახურება ნამდვილად გაძვირდა, რასაც ისინი საწვავის გაზრდილ ფასსა და ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ ცვლილებებს უკავშირებენ.

ია აბულაშვილი
03.10.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საფრანგეთის შემდეგ ბოლშევიკებს გაქცეულ ქართველ ემიგრანტთა ყველაზე დიდი ტალღა პოლონეთში აღმოჩნდა, მათ შორის იყვნენ სამხედროები, რომლებიც პოლონეთში სამ ჯგუფად ჩავიდნენ - 1921 წლის დეკემბერში 25 იუნკერი სტამბოლიდან, 1922 წლის შემოდგომაზე 5 გენერალი და 30 ოფიცერი, 1922 წლის ბოლოს კი 15 იუნკერი ათენის სამხედრო სკოლიდან.

თამარ მუკბანიანი
02.10.2017

 მთიან რეგიონებში მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება,მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ზამთრისპერიოდშია, როცა სოფლებს ადამიანთა უმეტესობა ტოვებს. მკაცრიზამთრის პერიოდში იქ არავითარი პირობები არ არის საცხოვრებლად,ამიტომ მთელი საქართველოს მთიანეთი სულ რამდენიმე ათასი კაცისიმედადაა.

მოსახლეობის აღწერა, როგორც წესი, შემოდგომაზე ან ზაფხულშიტარდება, ამიტომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რეალურადრამდენი ადამიანი და ოჯახი სახლობს მთაში მუდმივად."ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, თავად მოეპოვებინა ეს ინფორმაცია დასავალალო მონაცემები მიიღო.

ია აბულაშვილი
02.10.2017

 ქართული ხელნაწერების ისტორიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, რამდენიმე საინტერესო მასალა მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს უცხოეთში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ.

მარიამ ელიაშვილი
02.10.2017

 მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ "ნოვას" დამფუძნებელ რამაზ ბლუაშვილის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გასულ კვირას საქართველოს ნასა-ს მეცნიერები - ჯონ კასანი და რობ მენინგი სტუმრობდნენ. მათი ვიზიტი კოსმოსში "ვოიაჯერების" გაგზავნიდან 40 წლის იუბილეს უკავშირდება.

მარიამ ელიაშვილი
02.10.2017

 2012 წლიდან მარსის კვლევა ინტენსიურ ფაზაში შევიდა და მის შესახებ უამრავი საინტერესო რამ გავიგეთ. უკვე ცნობილია, რომ იქ ოდესღაც იყო წყალი და ჰაერი. დღემდე შემორჩენილია მეთანის, სილიციუმისა და ჟანგბადის კვალი. ეს ინფორმაცია მარსმავალმა "ქურიოსიტიმ" მოგვაწოდა, რომლის მთავარი ინჟინერი ნასა-ს მეცნიერი რობ მენინგია.

მამუკა ნაცვალაძე
02.10.2017

 ულმობელია იმპერიული ლოგიკა, განსაკუთრებით უცხოტომელთათვის. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, როგორ ერთგულებენ ისინი უცხო იმპერიას, როგორ ჩამდგარან მათ სამსახურში, თავიც არ დაუზოგავთ, თუმცა ყველა ასეთ შემთხვევას ერთი, საერთო, ბანალური დასასრული აქვს - არავის დაუფასებია მათი ნაღვაწი.

ნათია ლომიძე
30.09.2017

 თბილისის სხვადასხვა უბანში წლის მიწოდება კვლავ უდიდესი პრობლემაა. დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში წყალი 24 საათითაც კი შეწყვეტილია. მოსახლეობა კომპანიის უყურადღებობაზე ჩივის, "ჯორჯიან უოთერ ფაუერი" კი პრობლემად დაზიანებას ასახელებს და აცხადებს, რომ საავარიო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში პრობლემის მოსაგვარებლად დაუღალავად მუშაობენ, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიას რეალურად არ შეუძლია პრობლემის აღმოფხვრა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ადასტურებენ, რომ უკმაყოფილო მომხმარებელთა ზარები გაიზარდა, რაც პრობლემის სიმწვავეს ადასტურებს.

მამუკა ნაცვალაძე
30.09.2017

 სეფიანთა ირანის სახელმწიფოებრივი ძლიერება ალავერდი ხან უნდილაძეს უკავშირდება. მეთექვსმეტე საუკუნის 70-იანი წლებისას ყიზილბაშების მიერ სამ თუმნად ტყვედ გაყიდულმა ყმაწვილმა მძიმე გზა გამოიარა უკიდურესი გაჭირვებიდან ძლევამოსილი იმპერიის ყურალაღასის ტიტულამდე. უსასტიკესი ინტრიგების ფონზე შაჰ თამაზის კარზე მოხვედრა არ იყო იოლი საქმე, მით უმეტეს აქ აღზევება და ნდობის მოპოვება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×