მარი ჩიტაია
01.07.2017

 ონლაინ საკრედიტო კავშირებმა პოლიტიკა შეცვალეს და მასობრივად გადაერთვნენ გრძელვადიანი სესხების სისტემაზე. მართალია, სწრაფი სესხები მათ საქმიანობაში კვლავ რჩება, თუმცა, როგორც ჩანს, ტენდენცია შეიცვალა და გრძელვადიანი სესხი ონლაინ კომპანიების საქმიანობაში პრიორიტეტი ხდება. ყველა შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-მდეა. მომხმარებელს კი, ფაქტობრივად, ორმაგი თანხის გადახდა უწევს.

მამუკა ნაცვალაძე
01.07.2017

 მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლებიდან თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში. საუკუნეზე მეტი ხნის შესვენების შემდეგ პირველად აკურთხეს სამეფო ტახტზე ასული ხელისუფალი ქრისტიანული წესით.

ია აბულაშვილი
01.07.2017

 როგორც ქართველი კინოხელოვანები ამბობენ, არა მხოლოდ ქართული კინოს ისტორიაში, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ფილმს ასეთი პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოეწვიოს, როგორიც თენგიზ აბულაძის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გადაღებულმა ფილმმა "მონანიებამ". ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ, როგორც ფილმის სცენარის თანაავტორი ნანა ჯანელიძე ამბობს, "სიმართლეს მოწყურებულმა ადამიანებმა კონკრეტული, საკუთარი სისხლით გამოვლილი ისტორიული წარსული დაინახეს და თავიანთი ბედი შეიცნეს ეკრანზე".

მარი ჩიტაია
30.06.2017

 ზღვისპირა კურორტებზე პირველი დამსვენებლები გამოჩნდნენ. როგორც აღმოჩნდა, სასტუმროების მფლობელთა მთავარი სამიზნე უკრაინელი და რუსი ტურისტები არიან. უცხოელები აჭარაში სეზონის გამოცხადებამდეც გამოჩნდნენ. წლევანდელ სეზონზე მომსახურების ფასი არ გაზრდილა.

ია აბულაშვილი
30.06.2017

 "ის ქმნიდა კარნავალს. ავტორიც თვითონ იყო და პერსონაჟიც. ცდილობდა, კარნავალში ჩაება რაც შეიძლება მეტი მოქმედი პირი. ხელისუფლების სიმბოლოს არად აგდებდა. იერარქია მისთვის არ არსებობდა. საბჭოთა ნორმებს დაუპირისპირდა. სევდიანი თვალები ჰქონდა, აღმოსავლური. თბილისელი იყო, უყვარდა თბილისის ქუჩები, ბაღები, მოედნები", - წერდა რევაზ კვესელავა სერგო ფარაჯანოვზე, კაცზე, რომლის ნიჭსაც ეთაყვანებოდა ფელინი, კუროსავა, პაზოლინი, ივ სენ ლორანი, მარჩელო მასტროიანი, ტონინო გუერა, მიქელანჯელო ანტონიონი, ფრანჩესკო როსი, ალბერტო მორავია, ბერნარდო ბერტოლუჩი, ანჟეი ვაიდა, ანდრეი ტარკოვსკი და მსოფლიოს სხვა გამოჩენილი ხელოვანები.

ნათია ლომიძე
29.06.2017

 გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია, მაგრამ ამის შესახებ მძღოლებს ინფორმაცია თითქმის არ აქვთ. ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს მხოლოდ ორი აკრედიტებული კომპანია. ტექდათვალიერების ფასი 90 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. ავტომფლობელების უმრავლესობა ინსპექტირების შესახებ ინფორმირებული არ არის და მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

სოფო ჩხიკვაძე
29.06.2017

 ბოლო რამდენიმე წელია, მოდური გახდა ფეხით სეირნობა. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე მისვლას ქვეითად ამჯობინებენ. მათი აზრით, დედაქალაქში არსებული საცობების გამო ხშირად ფეხით სიარული უფრო მომგებიანია. ცალკე თემაა ჯანმრთელობა და წონის კონტროლი. ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ფეხით სიარულს ადამიანისთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა.

მარი ჩიტაია
29.06.2017

 კახეთში სამგზავრო მატარებლის აღდგენას ითხოვენ. თბილისი-თელავის ხაზის ამოქმედების მოთხოვნით კახელებმა ხელისუფლებას რამდენიმეჯერ მიმართეს, მაგრამ არც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში და არც ახალი ხელისუფლების დროს ეს თემა აქტუალური არ ყოფილა. "საქართველოს რკინიგზას," როგორც ჩანს, ეს საკითხი ნაკლებად აინტერესებს.

ია აბულაშვილი
29.06.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოს პარკმშენებლობის ისტორიაში ჭავჭავაძეების წინანდლის ბაღს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია, რომელიც ცოცხალი მუზეუმი და საბაღო ხელოვნების ნიმუშია.

მარი ჩიტაია
28.06.2017

 სამომხმარებლო ბაზარზე ნატურალური ყველის დეფიციტია. მისი თვითღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე რძის ან სოიოს ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტის ფასი. ამიტომ მწარმოებლები ფალსიფიკაციას აქტიურად მიმართავენ. რა წილი უჭირავს ასეთ პროდუქტს, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დაუზუსტებელი მონაცემით კი, ყველის ბაზრის ნახევარზე მეტი ფალსიფიცირებულ ნაწარმს უჭირავს.

თეო გუდავაძე
28.06.2017

 ტრადიციული ქართული საკვები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე ასეა. საქართველო ძალიან ამაყობს თავისი კერძებით, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროპული და ინტერნაციონალური სამზარეულო. ეს როგორც ოჯახურ დღესასწაულებზე, ასევე რესტორნებსა და ბარებშიც გახდა შესამჩნევი. საინტერესოა, ეს ერთგვარი მოდაა თუ არსებობს რაიმე სხვა ობიექტური მიზეზი.

ია აბულაშვილი
28.06.2017

 სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანისა და მისი რეფორმების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებთ დავით დადიანის ცხოვრებიდან, როგორ აუშენა ულამაზესი ბაღი თავის მეუღლეს, სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძეს და როგორ უმასპინძლა ფრანგ მოგზაურსა და მეცნიერს, ევროპაში ქართველოლოგიის ფუძემდებელ მარი ბროსეს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )