ია აბულაშვილი
10.07.2017

 წლების განმავლობაში სტალინის ორეულის შესახებ ლეგენდები დადიოდა, მაგრამ ეს ამბავი მუდამ გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ იმ ოთხი ორეულიდან ერთ-ერთმა მოჰყვა თავისი ისტორია. ეს იყო რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი ფელიქს დადაევი.

თამარ მუკბანიანი
08.07.2017

 ქულათა სისტემის ამოქმედებიდან მცირე დრო გავიდა, თუმცა მოსახლეობა უკვე საუბრობს საგზაო მოძრაობის მხრივ ვითარების გაუმჯობესებაზე. კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში 1 კვირის წინ შევიდა, კანონდამრღვევ მძღოლს, ფულად ჯარიმასთან ერთად, ქულებიც აკლდება, 100 ქულის ამოწურვის შემდეგ კი მართვის მოწმობა დროებით ჩამოერთმევა.

მამუკა ნაცვალაძე
08.07.2017

 ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის 30-იანი წლები განსაკუთრებულად ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა მსოფლიოსათვის. მანამდეც მსგავსი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა, თუმცა ახლა მსოფლიოს ჰეგემონმა რომმა პირველად განიცადა მწარე მარცხი ქართლის სამეფოსთან, რომლის გავლენაც ერთიან კავკასიაზე ვრცელდებოდა.

ია აბულაშვილი
08.07.2017

 "ტფილისიდან 40 ვერსზედ, სოფელს მუხრანთან, დიდი სასახლე დგას. სრულიად ვერ წარმოიდგენ თავს, რომ საქართველოში ხარ, არამედ საფრანგეთის, ან ინგლისის სოფელში...

მარი ჩიტაია
07.07.2017

 საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაუმართლებლად ძვირია. ხალხი რეგიონებში ვერ მიემგზავრება იმის გამო, რომ მიმოსვლის ხარჯს ვერ აუდის. დედაქალაქიდან რეგიონებში მგზავრობის ფასი, საშუალოდ, 15-25 ლარია, გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით. განსაკუთრებით ჭირს ზაფხულის პერიოდში, როცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად, კომპანიები მგზავრობის ღირებულებას აძვირებენ. უპრეცედენტოდ ძვირია შიდა ავიარეისები, რასაც არც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტი ჩამორჩება.

ნათია ლომიძე
07.07.2017

 სამორინეებს მკაცრი რეგულაცია დაუწესდება. მოთამაშეების ასაკობრივი ცენზი გაიზრდება. 21 წლამდე ადამიანს კაზინოში შესვლა აეკრძალება. საქართველოში თამაშდამოკიდებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს, ხოლო აზარტული ბიზნესის ბრუნვა 4 მილიარდია. სპეციალისტები და დეპუტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ პრობლემა სწრაფად და შედეგიანად უნდა გადაიჭრას. პირველ რიგში, აუცილებელია იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც აზარტული თამაშით არიან დაკავებულნი.

ია აბულაშვილი
07.07.2017

 იონა მეუნარგია, რომელიც საკუთარ თავს ქართული ლიტერატურის "მეწვრილმანეს და ფაქტების მომქუჩებელს" ეძახდა, უბის წიგნაკს დაატარებდა, ამა თუ იმ მწერლის ცხოვრებიდან, შეხვედრებიდან ან საუბრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები რომ მოეხაზა. ქართული ლიტერატურის ამ "მეწვრილმანემ და ფაქტების მომქუჩებელმა" უზარმაზარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა - კრიტიკულ-პუბლიცისტური ნარკვევები, ფელელეტონები, რომლებიც იმდროინდელ ქართულ პრესაში იბეჭდებოდა.

ნათია ლომიძე
06.07.2017

 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ლარში ფასდადების პროგრამა ამოქმედდა, თუმცა სხვადასხვა საიტზე უძრავი ქონების ღირებულება მაინც დოლარშია მითითებული. მათი დიდი ნაწილი ეს იმ მეწარმეებისა და ფიზიკური პირების განცხადებებია, რომლებსაც თავიდანვე ეძლევათ უფლება, საკუთარი ქონება უცხოურ ვალუტაში გაყიდონ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უძრავი ქონების სპეციალისტებს არ სჯერათ ლარიზაციის და მიიჩნევენ, რომ პროგრამა ვერ გამოიღებს დადებით შედეგს.

თიკო ოსმანოვა
06.07.2017

 სექტემბრიდან სატელევიზიო სივრცეში დიდი ცვლილებები იგეგმება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სეზონს ათეულობით დახურული გადაცემით შეხვდება. მათ შორისაა "ვექტორი", რომლის წამყვან ირაკლი ტაბლიაშვილს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება უკვე მიუვიდა. სამაგიეროდ, თანამშრომლების მხრივ მატება ექნება ტელეკომპანია "იმედს". ნატა მახვილაძის, დიმა ობოლაძისა და "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სამსახურის უფროს კოტე ბათმანიდის შემდეგ, არსებული ინფორმაციით, "იმედში" გადადიან "რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია.

ნათია ლომიძე
06.07.2017

 წელს თბილისში ხეების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყება. პროცესი მწვანე საფარის გამრავალფეროვნებას ხელს შეუწყობს და ის მცენარეებიც გადარჩება, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. დედაქალაქში მსგავსი პროცედურა ბოლო 40 წელია, არ ჩატარებულა. ეკოლოგები ამბობენ, რომ ქალაქში ხეებისა და მცენარეების თვალსაზრისით მდგომარეობა მძიმეა. გამხმარია ათეულ ათასობით ნარგავი, მისი ჩანაცვლების პროცესი კი ნელა მიმდინარეობს.

ნათია ლომიძე
05.07.2017

 ბოლო წლებში საქართველოდან მასობრივად გაედინება ცოცხალი სამუშაო ძალა. ამის გამო მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მხრივ ქვეყანაში საგანგაშო ვითარება არ არის. დემოგრაფების აზრით, ხალხის ადგილზე დამაგრება მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით მოხერხდება. სხვა შანსი თითქმის არ არსებობს.

თეო გუდავაძე
05.07.2017

 ცხელი ივლისი დაიწყო და ძალიან გააქტიურდა იმ საზაფხულო ბანაკების საკითხი, რომლებიც ყოველწლიურად სხვადასხვა ადგილას ეწყობა. მათი ნაწილი თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი და ა.შ. საინტერესოა, რა კატეგორია ხვდება ამ ნაკადში და რა პრინციპით არჩევენ უფასო ბანაკებში წასაყვანად ახალგაზრდებს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )