ელზა პაპოშვილი
10.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 19 წლის ფეხბურთელი წაყალში დაიხრჩო და მას  ასფიქსია განუვითარდა.  თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ისე როგორც მოსალოდნელი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას საქმის კვალიფიკაცია დაეზუსტებინა.

ახლა გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გვამის დათვალიერების შედეგად დაზუსტდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი დაზიანება ახალგაზრდა ფეხბურთელს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით და მათ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ აქვთ. სპეციალისტებს ამ დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა უჭირთ, თუმცა დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ეს განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში. ამას გარდა ექსპერტები მიუთითებენ კანის დეფექტზე სისხლჩაქცევების გარეშე და ეს შედეგი უკვე სიკვდილის შემდეგ დადგა.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ  სისხლჩაქცევები, მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა.

"… ამას შედარებით მეტი ძალის გამოყენება სჭირდებოდა. ეს ბლაგვი სახის დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებშია განლაგებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუკი ეს დაზიანებები მან ცემის შედეგად მიიღო, ერთ ადამიანს მიეყენებინა," - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.  

დღეს გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი ინციდენტისას ფხიზელი იყო. მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არც ალკოჰოლი და არც ნარკოტიკული ნივთიერებები.  

ახლა გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გვამის დათვალიერების შედეგად დაზუსტდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი დაზიანება ახალგაზრდა ფეხბურთელს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით და მათ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ აქვთ.

სპეციალისტებს ამ დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა უჭირთ, თუმცა დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ეს განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში.

გარდა ამისა, ექსპერტები მიუთითებენ კანის დეფექტზე სისხლჩაქცევების გარეშე და ეს შედეგი უკვე სიკვდილის შემდეგ დადგა.

ექპერტიზის მიმდინარეობის დროს კითხვა დაისვა, როდის გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი - იმის გამო, რომ სამძებრო ღონისძიებები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ექსპერტიზამ ამ კითხვას ზოგადი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ სიკვდილის დადგომიდან, გვამის დათვალიერებამდე გასულია 48 საათზე მეტი.

ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

მისი თქმით, წარმოუდგენელი და გამორიცხულია ის, რომ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებები, ადამიანს ფედრობზე ჩაგორებით, სირბილის ან წაქცევის დროს მიადგეს. 

ამ დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორი შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, 12-მდე სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ მოხდა ფიზიკური ძალადობა, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელი და გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის დროს, წაქცევის დროს.. ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ დაზიანებები არის დაწყებული სახის არედან, დამთავრებული ტანის არეთი, ხელებზე და ყველგან, - ამბობს ნიკოლაძე. 

მისივე თქმით, შაქარაშვილის ოჯახმა შემთხვევიდან მესამე დღეს უკვე იცოდა ის, რაც საზოგადოებამ დღეს გაიგო - გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. თუმცა, მისი თქმით, ეს გამოძიების მიმდინარეობის გამო არ გაახმაურეს. 

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გაცილებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო იმისათვის, რომ საქმეში 109-ე მუხლი გამყარდეს. მათი თქმით, ახლა უნდა გაირკვას შაქარაშვილი წყალში როგორ მოხვდა. 

დაკავებული რაგბისტების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ექპერტიზის დასკვნით ბევრი ვერაფერი ხდება ცნობილი. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ფეხბურთელი წყალში დაიხრჩო. მისი თქმით, ახლა მთავარია გაირკვას როგორ მოხვდა ის წყალში. 

„გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლისეული დაზიანებები გააჩნია და შემდგომ არის ასფიქსია, ანუ წყლით არის დამხჩვალი. აქედან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას სხეულზე არაერთი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. გაცილებით მეტი მტკიცებულება არის საჭირო იმისათვის, რომ დამაგრდეს 109-ე მუხლი ამ კვალიფიკაციით და ამ საქმეში," - აღნიშნავს ადვოკატი კობაიძე.

გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  არსებული გარემოებებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართლებრივი საფრთხე არ ემუქრება, რადგანაც ის ჩხუბში საერთოდ არ მონაწილეობდა: „ექსპერტიზა კიდევ რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი, უნდა დაველოდოთ მათ პასუხებს და თუკი ამით დადგინდება რაიმე ფორმით შემხებლობა გარდაცვლილთან, დადგება სს პასუხისმგებლობა იმ მუხლით, რომელითაც საქმე დაწყებულია. ამიტომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სამართლებრივად საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება." 

ორგანიზაცია „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჭიშკარიანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ექსპერტიზამ  წინასწარი შედეგი მხოლოდ გვამის გარეგანი და ორგანოების  დათვალიერების მიხედვით დადო.  მისი თქმით, საყურადღებოა, რომ შქარაშვილს  სხეულის საკმაოდ დიდ ფარდობზე მრავალი დაზიანებები აქვს. ეს არის თავის და საზარდულის მიდამოებში, რაც სიცოცხლითვის საკმაოდ საშიშია.   

„შესაძლებელი იყო ექსპერტს ეთქვა, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია, თუმცა ერთობლიობაში უნდა ემსჯელათ, მაშინ შაქარაშვილის  სხეულზე რა დაზიანებებია და რა სახის. ეს დასკვნა ტოვებს დამატებით კითხვებს. თუ სიცოცხლისთვის  საშიში არ იყო, მაშინ რა მოხდა – წყალში გადააგდეს? ამაზე ესპერტიზასაც უნდა ემსჯელა. მოვუწოდებ პროკურატურას დანიშნოს კომპლექსური ექსპერტიზა და მხოლოდ ამ ექსპერტიზას არ დაეყრდნოს. ამ დაზიანებით შეეძლო თუ არა გადაადგილება და ჰქონდა თუ არა მას  ცნობიერება დაკარგული. ასე ცალსახად საუბარი იმაზე, რომ გარდაცვლილს სიარული შეეძლო, წარმოუდგენელია. უჯრედოვან დონეზე ექსპერტიზა ჯერ არ ვიცით და ამაზე საუბარი ნაადრევია. მას თავში და საზარდულში აქვს დაზიანებები მიღებული და ექსპერტიზაში ნევროლოგი და სხვა დამატებით სპეციალისტები უნდა ჩაერთვნენ. მთავარი კითხვაა წყალში როგორ აღმოჩნდა“, - აცხადებს ჭიშკარიანი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×