ელზა პაპოშვილი
09.07.2020

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 21-ე დღე გავიდა და ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში ყოველდღიურად საქმის ირგვლივ ახალი დეტალები იკვეთება.  როგორც შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ის სავარაუდოდ, ხვალისთვის გასაჯაროვდება. მისი ინფორმაციით, ექსპერტები მას უკვე წერენ. თუმცა,  ვიდრე დოკუმენტი გამოქვეყნდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. 

ირკვევა, რომ მცხეთის გზატკეცილიდან ფიზიკური დაპირისპირებისას გამოქცეული და თბილისში სამართალდამცავების მიერ ჩამოყვანილი იაკობ ბრეგვაძე ჯერ ლისზე, შემდეგ კი თემქაზე ანი გაბეჩავას ნათესავის ბინაში მიდის, სადაც წვეულება გაგრძელდა. ამის შესახებ ბერეგვაძემ ჩვენებაში არაფერი არ თქვა. ის ამბობს, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ სახლში წავიდა. 

შაქარაშვილის საქმეში გაჩნდა ახალი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ საქმის მოწმეები გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევენ.  

ირკვევა, რომ დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს, გაბეჩავა ჩაჯდა მანქანაში, სადაც იჯდა მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად. მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა ადეიშვილი, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი. ყველანი წავიდნენ თემქაზე, ადეიშვილების ბინაში.

ბინაში ასევე იმყოფებოდა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებდა სტუმრებს. არსებული ფოტოების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ბრეგვაძეს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, რომლის შემდეგაც იაკობი თბილისში პოლიციამ წამოიყვანა. საბოლოოდ კი ის თემქაზე აღმოჩნდა. მიუხედავად, ამისა, ბრეგვაძე თავის ჩვენებებში ამ ეპიზოდის შესახებ არაფერს ამბობს.

გამოძიება აღნიშნულ დეტალებზე არაფერს ამბობს, ბრეგვაძე კი ირწმუნება, იგი პოლიციამ დიღომში ჩამოსვა და პოლიციის თანამშრომლებთან გამომშვიდობების შემდეგ სახლში წავიდა.

ისმება კითხვა, მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხათ ჯერ "მერსედესის", შემდეგ კი "ტოიოტას" შემადგენლობა? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ?

თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იცოდნენ იაკობისგან "მერსედესისა" და "ტოიოტას" ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული პრობლემის სიმძიმე, უცნობია. არც ერთ მათგანს არ დაურეკავს პოლიციაში ან გიორგი შაქარაშვილის მშობლებთან.

ახალგაზრდების ნაწილი დილამდე დარჩნენ თემქაზე, ფოტოებში გვიან ღამესთან ერთად დილის კადრებიც ჩანს. თემქის ბინაში იმყოფებოდნენ იუბილარი ანა გაბეჩავა, მასპინძლები მარი და ვაჟა ადეიშვილები, ლიზი ნადირაძე, მარიამ კვაჭაძე, გიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე. 

აღსანიშნავია, რომ მარიამ ადეიშვილის გარდა, თემქაზე ყოფნის ფაქტს არც ერთ ჩვენებაში არავინ ახსენებს. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე „რეზონანსთან“ ამ ფაქტის შესახე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ დამალეს აღნიშნული ინფორმაცია მოწმეებმა ჩვენებებში. ადვოკატი ამბობს, რომ  საქმეში ისეთი ქაოსია,  შემთხვევითობები, რომელზეც საუბარია, ნაკლებ დამაჯერებელი ხდება, ადვოკატი საქმის იმ მონაკვეთზეც  საუბრობს,  რომელიც გურამ ამირხანაშვილისა და "თეთრპერანგიანი" პირის შეხვედრას ეხება.  

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილი იყო, რომელიც აღნიშნული საქმის ე.წ დალაგებაში მონაწილეობდა, თუმცა საგამოძიებო უწყების მტკიცებით ის ლაშა ლურსმანაშვილია, რომელიც ამირხანაშვილს არ იცნობს და შემთხვევით შეხვდა.

„ეს პირი არის "ა", "ბე" თუ "ცე" არ აქვს მნიშვნელობა, არის საეჭვო და გამოსაკვლევი. თუმცა ამ გამოძიებაში ბევრი შემთხვევითობაა, არც უკვე ეჭვებს აჩენს.  შემთხვევით დაიწვა ფერად შენობასთან რაღაც, შემთხვევით იპოვეს ჩანთა, შემთხვევით მოხდა ის და შეწმთხვევით მოხდა ეს, უკვე დაუჯერებელი ხდება.  

“არაა გამორიცხული, რომ ეს ადამიანი მართლა არაფერ შუაშია, მაგრამ ჩვენ ხომ  ზოგადად სრული საქმიდან ვხელმძღვანელობთ და სრულ საქმეში ისეთი ქაოსია თითოეული მიხვრა-მოხვრა და წერტილ-მძიმე, ბუნებრივია ავტომატურ რეჟიმში იწვევს ეჭვს. 

“აქედან გამომდინარე მეტი დამაჯერებლობა გვჭირდება. რაც შეეხება თემქის ეპიზოდს, რატომ დამალეს ეს ინფორმაცია მოწმეება, ჩემთვისაც გაუგებარია. ეს ინსტიქტურად არ მოყვნენ თუ განზრახ გამიზნულად დაფარეს და მის უკან რაღაც იმალება, ამ ყველაფერს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს" - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ. 

გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე ყოფილ პროკურორს კითხვებს უჩენს ის გარემოება, რომ გამოძიება კონკრეტულ მოქმედებას ხშირად მედიაში გაჟღერებული განცხადებების შემდეგ იწყებს. მისი თქმით, გამოძიებისას ისედაც ბევრი შეუსაბამობა გამოიკვეთა. სამართალდამცველები კი ბოლო პერიოდში მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ რეაგირებენ.

„ამირხანაშვილი, ვისთან დაკავშირებითაც ჩანს ეს თეთრპერანგიანი, ოთხჯერ დაკითხა გამოძიებამ და და არც ერთხელ არ იცოდა ეს ეპიზოდი გამომძიებელმა... სავარაუდოდ, თუ ეს ჩანაწერი საქმეში დევს, წარმოიდგინეთ როგორი დაუდევრობაა, თუ საქმეში დევს, თან მხარეებს აძლევენ, თან თვითონ არ იციან, რა არის ამ ჩანაწერში. 

“ძალიან ბევრი გაურკვევლობა და ბუნდოვანებაა, ამიტომაც მეტი სიცხადეა საჭირო. რომ არა მედია, ალბათ ამ საქმის ირგვლივ სულ სხვა რეალობა გვექნებოდა“, - ამბობს ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
SOS   (09.07.2020)
es ra gamodziebaa,QAOSIA!QAOSIA! da gijdebian imaze rom jurnalistebi metad idzieben saqmes,metad dainteresebulebi arian,simartlis dasadgenad ibrdzvian aq politika arafer shuashia, jurnalistebi aqvekneben faqtebs gamodzieba dums, aratom?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×