ელზა პაპოშვილი
08.07.2020

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის გიორგი ოკინაშვილს, რომელიც მამის და პაპის სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმციით, ოკინაშვილმა საკუთარ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს ჯერ პაპა მოკლა, შემდეგ კი გარეთ გამოქცეულ მამას ეზოში დაედევნა და დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებულმა საპატიმრო 10 დღის წინ დატოვა, ის წარსულში მეზობელი ქალის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებზე საუბრობენ, თუმცა ვინაობის გამხელა საჯაროდ არ სურთ, რადგანაც ბრალდებულის ეშინიათ, რომელიც ამ დრომდე თავისუფალია. მეზობლების ინფორმაციით, 28 წლის გიორგი ოკინაშვილი ფაქტობრივად ციხეში გაიზარდა და მას მეზობლები  კარგად არ  იცნობენ. მათი ამ სასტიკი მკვლელობის ორი ვერსია აქვთ.

ერთი ვერსიით მამაკაცმა პაპა და მამა შურისძიების მიზნით მოკლა, მეორე ვერსიით კი საქმე ფულს ეხება. როგორც მეზობელი გამოცემასთან ყვება, ახალგაზრდა მამაკაცი პაპას დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ის ამბობდა, რომ მამამთილმა რძალზე სექსუალურად იძალადა და ამისთვის პასუხი უნდა ეგო. რაც შეეხება მამას, გიორგი ოკინაშვილი მას აბრალებდა, რომ სასამართლოზე მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და მეზობელი ქალის მკვლელობაში დაადანაშაულა. 

„ეს ბიჭი ციხეში გაიზარდა. აღარც კი მახსოვს, რამდენი წელია რაც ზის. მეზობელი ქალის მკვლელობისთვის იჯდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მკვლელობაში ბრალს პაპამისაც დებდნენ, მაგრამ მას ვერ დაუმტკიცეს. მოკლედ ძალიან საშიში ოჯახი იყო. ამბობენ, რომ ბიჭი პაპას დედაზე სექსუალრ ძალადობაში ადანაშაულებდა. ხოლო მამას მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ედავებოდა. სავარაუდოდ, მას ციხეში უკვე მათი დახოცვა ჰქონდა განზრახული.

 ციხეში კარგად იქცეოდაო და ამიტომ გაუთავისუფლებიათ. საწოლში ჯერ პაპა მოუკლავს, შემდეგ კი მამას გამოედევნა. გარეთ ეზოში დასწევია და ფაქტიურად ყელი გამოჭრა. მერე მეზობლის ეზოში შევარდა და მანაქანა გაიტაცა.  მეზობლებს გვეშინია, სსანამ არ დააკავებენ ახლა უასფრთხოდ არავინ არ ვართ. რა გამორიცხულია, რომ სადმე ახლოს იმალებოდეს. პოლიცია  უბანში პატრულირებს  და ეტყობა რომ ეძებენ“,-აცხადებს „რეზონანსთან“ ბრალდებულის მეზობელი. 

გიორგი ოკინაშვილი  საპატიმროდან 2020 წლის 29 ივნისს  გამოუშვეს. განკარგულებას სოციალური მუშაკი აწერს ხელს. გათავისუფლების მიზეზად დოკუმენტში წერია, რომ ოკინაშვილი გათავისუფლების შემდეგ მუშაობას დაიწყებდა.

გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.   მის დასაკავებლად კი სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიდის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×