თამთა ჩაჩანიძე
30.06.2020

კორონავირუსის ახალმა მუტაციამ შესაძლოა მისი ვირულენტობა გაზარდოს, რასაც ეპიდემიის უფრო ფართოდ გავრცელება მოჰყვება - ამის შესახებ „რეზონანსს" თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

ამავე საკითხზე სამშაბათს საგანგებო ბრიფინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეს ჰქონდა.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები, შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა. არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ „გამოშვერილები" აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად რომ გითხრათ.

„ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა, პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც განიცადა ამ ვირუსმა. ვისაც კორონა გადატანილი აქვს, შეიძლება ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ქონდეს", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს ახალი მუტაცია ეპიდემის მასშტაბებსა და დაავადების სიმძიმეზე, საკმაოდ რთულია.

„კონკრეტულად იმის თქმა, თუ რამდენად სერიოზული მუტაციაა და ინფიცირებულთა რაოდენობა პროცენტულად როგორ გაიზრდება, არავის შეუძლია. ასეთი სხვადასხვა კვლევები ადრეც იყო. ვირუსი ზოგადად მუტაციას განიცდის, შეიძლება მათი ვირულენტობა, ანუ ინფექციურობა ანუ სიმძიმე გაიზარდოს, ასევე ხდება გადამდებლობის თვალსაზრისითაც - შესაძლოა მოიმატოს.

„ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ცილა მეორე ცილით იცვლება, რომელიც გადამდებლობასაც და ვირულენტობასაც გაზრდის. გარდა ამისა, არის ასეთი კვლევებიც, რომ სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვა ვირულენტობის და გადამდებლობის რაღაც მუტირებული ვირუსებია, მაგრამ მე რაც ვნახე, ამისი მაღალი მტკიცებულებები არაა, თუმცა ასეთი ინფორმაციები კვლევების საფუძველზეა", -განაცხადა ენდელაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, ამ ტიპის მუტაციაზე იმინიტეტი არ აღმოაჩნდეს, მარინა ენდელაძემ გვიპასუხა: „ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ, როგორც ახლა იკვეთება, ზოგადად ამ ინფექციას ხანგრძლივი იმუნიტეტი არ აქვს და შესაძლებელია ადამიანი ხელმეორედ დაინფიცირდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ia   (30.06.2020)
რამდენი ვაქცინა უნდა გაუკეთონ საინტერესოა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×