თამთა ჩაჩანიძე
27.06.2020

ამერიკელი მეცნიერები ჯანმრთელობის პრობლემების იმ ფართო სპექტრზე ალაპარაკდნენ, რომელიც კორონავირუსისაგან უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ექმნებათ.სპეციალისტების აზრით, კორონავირუსს მრავალი წლის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და ეს არ უკავშირდება მხოლოდ რესპირატორულ პრობლემებს.

როგორც „როიტერსი" წერს, კოვიდ-19 ადამიანის შინაგან ორგანოთა უმრავლეოსბაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ინფექცია კატასტროფულ დაზიანებებსაც იწვევს. ამერიკელი კარდიოლოგის, სკრიპსის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორ ერიკ ტოპოლის თქმით, ექიმთა პირველადი ვარაუდი კორონავირუსზე, რომ ეს მხოლოდ რესპირატორული ვირუსი იყო, შეცდომაა, რადგანაც ინფექცია გავლენას ახდენს გულზე, თავის ტვინზე,ღვიძლზე, თირკმელებზე,კუჭქვეშა ჯირკვალსა და სხვა ორგანოებზე.

გარდა ამისა, ინფიცირებულებზე დაკვირვების შედეგად სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოვიდ-19 გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზეც, რამაც შესაძლოა განკურნების შემდეგ ინსულტი ან ძლიერი ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.

ამასთან, კოვიდ-19-მა შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიური პრობლემებიც გამოიწვიოს მათ შორის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გემოსა და სუნის დაკარგვა და ცნობიერების დაბინდვაც კი.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი აქვს, „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია, თუმცა გაწერილ პაციენტებს რჩევას აძლევს, რომ პროფილაქტიკის მიზნით ზოგადი პროფილის ექიმენთან გამოკვლევები ჩაიტარონ.

„კორონავირუსი თავისი მიმდინარეობის დროს ბევრ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს და ვირუსის გაქრობის შემთხვევაშიც ეს დაზიანება შესაძლოაკვლავ დარჩეს, ან პროგრესირება განიცადოს. ამიტომ აუცილებელია, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგპაციენტებმა რაღაც პერიოდის - ექვსი თვის, ან ერთი წლის განმავლობაში, ზოგადი პროფილის ექიმებთან გამოკვლევები იტარონ, რათა შესაძლო დაზიანებებიაირიდონ, ან დროული დიაგნოსტირება მოხდეს იმიტომ, რომ კორონავირუსი აზიანებს როგორც სასუნთქ სისტებას, ფილტვებს, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემას. განსაკუთრებით აზიანებს სისხლძარღვებს, რომელიც დარღვევებს იწვევს და კორონავირუსის მორჩენის შემთხვევაშიც შესაძლოა, რომ ეს პრობლემები დარჩეს.

„მე პირადად ასეთი შემთხვევა არ მქონია, თუმცა სხვადასხვა ინფორმაცია გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ მსგავსი შემთხვევები არის. ამიტომ ჩვენს პაციენტებს ამ რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ გაწერის შემდგომ,ჩვენთან და სხვა პროფილის ექიმებთან კონტაქტი იქონიონ", -განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×