რეზონანსი
26.06.2020

ვერძი

დღეს სასიკეთოა მეგობრებისა და ახლობლების წრეში შინაურული წვეულების მოწყობა. აკეთეთ მხოლოდ ის რაც კომფორტს გიქმნით და თქვენს განწყობაზე კარგად აისახება.

კურო

შესაძლოა დღეს რაღაც ისეთი მოიმოქმედოთ, რაც ცხოვრებაში არასდროს გაგიკეთებიათ. ყველფერს შეძლებთ ძველი კავშირებისა და სანდო ადამიანების თანადგომით.

ტყუპები

ზღვა ენერგია და შესაშური ამტანობა შეუპოვრობასთან ერთად რაღაც გრანდიოზული იდეისკენ გიბიძგებთ, საბოლოოდ შედეგებით თავადაც გაოცებული დარჩებით.

კირჩხიბი

დაისვენეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დაკავდით იმ საქმიანობით რაც თქვენს გულს ახარებს.

ლომი

დღეს შესაძლოა საკუთარ თავში რაღაც მისტიური და განსხვავებული უნარი აღმოაჩინოთ. მიჰყევით თქვენს გზას და მეტად მოუსმინეთ სამყაროს, რომელიც ყოველთვის გვესაუბრება გარკვეული მინიშნებებით.

ქალწული

აკონტროლეთ თქვენი აზრები, ემოციები, სიტყვები და ქმედებები. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტლებებს. შესაძლოა თქვენში შურმა და ამპარტავნებამაც გაიღვიძოს. სასიკეთო იქნება ფსიქოთერაპევტთან მუშაობა.

სასწორი

მეტი თავმდაბლობა, მოქნილობა და ცოტაოდენი ეშმაკური ხერხებით სვლა გაგიადვილებთ თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებასა და მიზნის მიღწევას.

მორიელი

დღეს სასიკეთოა ბავშებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა. თუ შვილები გყავთ, უზომოდ იამაყებთ მათი წარმატებისთვის გაწეული სამსახურით. დამსახურებული ყურადღება ძალიან გაგახარებთ.

მშვილდოსანი

საკუთარ თავთან განმარტოვება, საზოგადოებისგან გაქცევა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა საუკეთესო გამოსავალი არ არის. იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე. დაისვენეთ, სასიკეთოა წყალთან კონტაქტი.

თხის რქა

მნიშვნელოვანი საკითხი იქნება თქვენი ოჯახური პოზიციების განმტკიცება, შერიგებისა ან ბავშვის დაბადების თემები. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების.

მერწყული

სასიკეთოა ორგანიზმის წმენდა, გამაჯანსაღებელი პროცედურები, ზოგადად ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მეტი იფიქრეთ საკუთარ კომფორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.

თევზები

დღეს კმაყოფილების შეგრძნება თან გდევთ. საკუთარ თავს კომპლიმენტებით თქვენვე ანებივრებთ. ასეც უნდა იყოს, საკუთარ ნიჭი და მიღწევები პირველ რიგში თავად უნდა დააფასოთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×