თამთა ჩაჩანიძე
24.06.2020

კორონავირუსი შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩეს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტები, რომელთა აღმოჩენას „დეილი ტელეგრაფი"აქვეყნებს.

სპეციალისტების აზრით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული ყოველი მესამე პაციენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა ფილტვების დაზიანებას, ქრონიკულ გადაღლის შეგრძნებას და ფსიქიურ აშლილობას განიცდიდეს.

გარდა ამისა, მეცნიერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს, რომელიც შემდგომ ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის.

ბრიტანეთის კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელების ცენტრის ხელმძღვანელის ექიმ ჰილარი ფლოიდის თქმით, გაურკვეველია საშუალო ასაკის იმ განკურნებული პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდათ და რომლებიც პოსტვირუსულ პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და ქრონიკულ გადაღლილობას განიცდიან.

გარდა ამისა, ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური სტატისტიკის საფუძველზე ვარაუდობს, რომ კორონავირუსით განკურნებულთა 30%-ს შესაძლოა ფილტვების ფობროზიც განუვითარდეს, ამავე დროს მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის მქონე ყოფილი პაციენტების ნახევარს, ქრონიკული ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქოლოგიური დარღვევები ემუქრება.

მათივე დასკვნით, განკურნებულთა 70%-ს შესაძლოა, ბოდვითი აშლილობა განუვითარდეს, ასევე ყოველ მეათე განკურნებულ პაციენტში გულის მწვავე დაზიანება აღენიშნება.

პროფესორ პიტერ ოპენშოუს თქმით, პაციენტებმა რომლებმაც გაიარეს ინტენსიური თერაპია, დაახლოებით ერთი წელი სჭირდებათ, რომ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ, მაგრამ მისი აზრით, ზოგიერთი მათგანი ალბათ არასოდეს გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსულ შემთხვევათა რაოდენობა რეკორდულად მატულობს, ისრაელმა და სამხრეთ კორეამ კორონავირუსის მორიგ შემოტევას მეორე ტალღის კვალიფიკაცია მიანიჭეს, რის შესახებაც უკვე ოფიციალურად განაცხადეს. ზედიზედ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება, რის შედეგადაც ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 მილიონს გადასცდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×