რეზონანსი
24.06.2020

2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ახალი კოდექსის თანახმად ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ეტაპობრივად ცვლის, კერძოდ, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრა აღარ იარსებებს. 

აქამდე არსებული პრქტიკით, მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საშუალებით ტყეში შედიოდნენ და ადგილზე ამზადებდნენ ხე-ტყეს პირადი მოხმარებისთვის თუ სარეალიზაციოდ. ამიერიდან მოსახლეობა ხე-ტყეს ე.წ. საქმიანი ეზოებიდან შიეძენს. „საქმიან ეზოებს" ეროვნული სატყეო სააგენტო შექმნის და ხე-ტყეც სწორედ უწყების მიერ დამზადდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ცვლილების მიუხედავად „საქმიანი ეზოებიდან" მოსახლეობას შეშის შეძენა ზუსტად იმ ფასად შეეძლებათ, რამდენსაც ახლა ხარჯავენ.

წლის ბოლომდე ეტაპობრივად ქვეყნის ტერიტორიაზე 26 ასეთი საქმიანი ეზოს მოწყობა იგეგმება.

„რეზონანსი" დაინტერესდა, აღნიშნული ცვლილების შემდეგ რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ხე-ტყის რეალიზაციით მიღებული თანხა ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში განგვიმარტეს იმ პირებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ, აღნიშნული ლიცენზია ვადის გასვლამდე შეუნარჩუნდებათ, ხოლო 2023 წლიდან ტყეში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

„იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ლიცენზია, ჩვეულებრივად, ვადის გასვლამდე შეუძლიათ ისარგებლოდ აღნიშნული ლიცენზიით. 2023 წლიდან კი ტყეში მხოლოდ მეტყევე შევა", - ამბობენ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის განმარტებით მასგავსად თვითდასქმებულ ადამიანებს შეეძლებათ უკვე ლეგალურად დასაქმდნენ საქმიან ეზოებში.

„მეტყევე ტყეში მონიშნავს ხეებს სარეალიზაციოდ, აღნიშნული პირები კი დასაქმდებიან ამ ხეების მოჭრის დასაწყობებისა და საქმიან ეზოებში სარეალიზაციოდ გამხადების სამუშაოებზე. ამით ჩენ ვცდილობთ, რომ აღმოიფხვრას ხე-ტყის უკანონოდ ჭრის მანკიერი პრაქტიკა და ამასთანავე ამ თვითდასაქმებულების შრომაც გავხადოთ უფრო მეტად უსაფრთხო", - აღნიშნავს იორდანიშვილი.

ავტორი: მარიამ ნებულიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×