თამთა ჩაჩანიძე
23.06.2020

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში ცოფის ვირუსით დაინფიცირებულ ძაღლებთან დაკავშირებული ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია „რეზონანსს" თბილისის მერიასა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დაუდასტურეს. მერიაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევებიდან საბედნიეროდ დაკბენის ფაქტი გამოვლენილი არაა, თუმცა, მათი განცხადებით, პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს.

„ადრე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იყო, ახლა კი ქინძმარაულის ქ.N 45. საბედნიეროდ, დაკბენის ფაქტი გამოვლენილი არაა, თუმცა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს დადგენილი პროტოკოლის მიხედვით" - განაცხადეს თბილისის მერიაში.

„რამდენიმე დღის წინ ცოფით ინფიცირებული ძაღლი ქინძმარაულის ქუჩაზე აღმოჩნდა, მეორე კი - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე", - განუცხადეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში „რეზონანსს".

მანმდე ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
.............   (24.06.2020)
ვინმე მიხედავს ამ ძაღლეეეეეეეეეეეეეებს? საღამოს კორპუსთან ადამიანები შიშთ დადიან, ცოტა ისეთი მისადგომია რომ 10-15 ძაღლი იკრიბება, რა უბედურებააა? მიშას დროს არსად იყო მაწანწალა ძაღლები, ეხა რა უბედურებააა? ამას წინ სპეციალური სამსახური რომ არის შემტხვევით შემხვდა და უთხარი მეტქი ვინმე რო დაგლიჯოს ვინ აგებს პასუხს თქო მოაშორეთ ეს მაწანწალა ძაღლები უბნებიდან მაინც ან გადაიყვანონ თავშესაფარში სადმე, და რა მიპასუხეს იცით???????????????? როცა დაგლეჯავს მაშინ მოგვმარტეთო.................... მეტქი ტქვენი დედაც თუ დაგლიჯა ბავშვი ან ადამიანი მერე რარა ჯანდაბათ გვჭირდებით................................. მოაშორეთ ეს ძაღლები მოაშორეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ

ჭორლეონე   (24.06.2020)
ეხლა არ დაერიოთ ძაღლებს. მიხედეთ, მოეფერეთ და უმკურნალეთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×