თამთა ჩაჩანიძე
23.06.2020

მსოფლიოში კორონავირუსულ შემთხვევათა რაოდენობა რეკორდულად მატულობს, ისრაელმა და სამხრეთ კორეამ კორონავირუსის მორიგ შემოტევას მეორე ტალღის კვალიფიკაცია მიანიჭეს, რის შესახებაც უკვე ოფიციალურად განაცხადეს. ზედიზედ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება, რის შედეგადაც ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 მილიონს გადასცდა.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყება ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებუილთა რაოდენობა სტაბილურად და დინამიურად უნდა მატულობდეს, რა დინამიკაც, მისი თქმით, საქართველოში ჯერ არ ფიქსირდება.

„ვირუსის პირველი და მეორე ტალღა იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ მეორე ტალღაზე გართულებები შედარებით უფრო ნაკლებია ხოლმე, იმიტომ, რომ მეორე ტალღისას იმუნური ფენა უკვე არსებობს.

„მეორე ტალღის დაწყება ჩვეულებრივად ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას უკავშირდება - ანუ, თუ დღეში 1-2 ახალი შემთხვევა თუ იყო და ისევ თუ 10-15 შემთხვევა წამოვა. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი რაღაც საქართველოში არც იყოს, არაა აუცილებელი, რომ მეორე ტალღა საქართველოშიც იყოს.

„ცალკეულ დღეებში ინფიცირების 10-15 ახალი შემთხვევის დაფიქსირებას ეპიდაფეტქებები ჰქვია, ეს არაა მეორე ტალღა. სტაბილურად მატებადი ინფიცირებულთა რაოდენობაა მეორე ტალღა, ანუ ახალ შემთხვევათა რაოდენობა დინამიურად უნდა მატულობდეს, ახალი კლასტერი უნდა გაჩნდეს.

„თუ ინფექცია გარედან არ შემოვიდა, ჩვენთან მდგომარეობა უკვე დასტაბილურებულია. ერთადერთი ესაა, მეზობელი ქვეყნებიდან ინფექციის შემოტანა თუ მოხდა. ეს ყოველთვის საზღვრების გახსნას უკავშირდება ხოლმე, როდესაც, ვთქვათ, ვიღაც შემოვა და უსიმპტომო ფორმა ექნება, ვიღაცა რაღაცას შემოიტანს და ა.შ.

„სხვათა შორის, ერთ-ერთმა მეცნიერმა თქვა, რომ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ კორონავირუსი ალბათ ერთი წელი ჩვენთან იქნებაო. ვნახოთ რა და როგორ იქნება", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×