ელზა პაპოშვილი
22.06.2020

4-დღიანი უწყვეტი ძებნის შედეგად 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მყვინთავებმა არაგვის ხიდთთან გარდაცვლილი იპოვეს. თავადპირველად ხიდის მოაჯირზე მაშველებმა ახალგაზრდის ჩანთა ნახეს, ამის შემდეგ კი მისი ძიება არაგვის ამ მიმდებარე ტერიტორიაზე  გააგრძელეს. სავარაუდოდ, არსებობენ, თვითმხილველებიც, რომლებმაც დაინახეს, კლდიდან ბიჭი როგორ გადავარდა. ახალგაზრდის ცხედრის ამოსვვენება უკვე მოხდა. 

მაშველებს კლდიდან გადავრდნის ამბავი ერთ-ერთმა მწყემსმა უამბოთ, რომელმაც ეს ინფორმაცია ბავშვებისგან მოისმინა. ხოლო რატომ არ დაეხმარნენ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის, ჯერჯერობით უცნობია. 

მისი გარდაცვალების შესახებ კი ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები," - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.  

19 წლის გირგი შაქარაშვილის კვალი კი 19 ივნისს ღამის პირველ საათზე დაიკარგა. გაუჩინარებამდე ის მეგობრებთან ერთად საგურამოში სოფელ ნარეკვავში გოგონას დაბადების დღეზე იმყოფებოდა. სპეციალურად დღესასწაულისთვის დაქირავებულ სახლში გიორგის და მის მეგობრებს გარკვეული უსიამოვნება სტუმრად მყოფ პირებთან მოუვიდათ, რომლის გამოც გიორგიმ და მისმა ერთმა მეგობარმა გურამ ამირახანაშვილმა წვეულება დატოვეს. ბიჭები გზაზე ტაქსის გასაჩერებლად მოდიოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილი წამოეწიათ. მათ მანქანაში მჯომი ერთ-ერთი ბიჭი იცნეს, რომელთანაც დაბადების დღეზე უსამოვნება მოუვიდათ. ბიჭებმა თავს გაქცევით უშველეს. 

როგორ გამოძიების ე.წ. ოქროს მოწმე ამირახანაშვილი ყვება, ის ბუჩქებში დაიმალა და დაინახა, ხიდის მიმართულებით გაქცეული მეგობარი. ამის შემდეგ კი ის აღარ უნახავს. რატომ არ დაიწყო მეგობრის მაშინვე ძებნა, ჯერჯერობით უცნობია.  

მეორე ვერსიით კი ამირახანაშვლი ავტომობილში მჯდომმა პირებმა დაიჭირეს და სცემეს, მას სავარაუდოდ, სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება. ამის შემდეგ კი დიდუბეში დატოვეს. 

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, აქაც ორი ამბავი არსებობს. ერთის მიხედვით სტუმრებს კონფლიქტი გოგონას გამო მოუვიდათ. მერეს მიხედვით კი მათ დიჯეის და მუსიკის გამო იჩხუბეს. 

ამის შემდეგ კი კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თბილისში მეგობრებთან დარეკა და მათ ადგილზე დასახმარებლად მისვლა სთხოვათ. აღნიშნული პირები გიორგიზე და მის მეგობრებზე უფროსები იყვნენ და ნაძალადევიდან საგურამოში მათთან საქმის გასარჩევად ავიდნენ. სწორედ ეს პირები არიან, სავარაუდოოდ, რომელთაგან დამალვასაც გიორგი არაგვის ხიდის მიმდებარედ ცდილობდა. 

„მას შემდეგ, რაც ისინი თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, მათ დაეწია ავტომობილი. ავტომობილში 2 პირი იჯდა, ისინი გაუსწორდნენ იქვე ახლოს მყოფ 2 მამაკაცს, საიდანაც ერთ-ერთი არის ვახო ახვლედიანი და რომელიც მოწმის სახით გუშინ ჰყავდათ ტერიტორიაზე სამართალდამცველებს. მოწმეები სხვადასხვა სახის ინფორმაციას ყვებიან. გიორგის მეგობარი ამბობს, რომ ის არ დაუჭერიათ და ბუჩქებში იმალებოდა. 

დაინახა ის, რომ გიორგი ხიდზე გარბოდა. ხელები და ფეხები დაზიანებული აქვს. ამბობს, რომ არ უცემიათ და ეს დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ნაძალადევიდან ჩამოსულ ბიჭებს ემალებოდა. 

როგორ დაბრუნდა სახლში და რატომ არ მოძებნა მეგობარი, ეს დეტალები ჩვენც არ ვიცით. ბევრი რამ  გაუგებარია  და ალბათ ამ ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. ზოგი ამბობს, რომ მუსიკის გამო იჩხუბეს, ზოგიც კონფლიქტის  მიზეზად გოგონას ასახელებს. თავად გიორგი ფაქტია, რომ ამ კონფლიქტს გაერიდა, მაგრამ უბედურებას მაინც ვერ ავცდით“, - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის ახლობელი „რეზონანსთან“.                      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.06.2020)
ამასაც მეგობარი ჰქვია! პოლიციას ვერ შეატყობინა მომხდარის შესახებ? ან გიორგის ახლობლებს?! ხიდზე თუ გარბოდა, როგორ გადავარდებოდა წყალში? ეს ბიჭი ც რ უ ო ბ ს !მობილურით ვერსად დარეკა? თუკი მოსდევდნენ--ესეიგი რაღაცას ერჩოდნენ ხომ?! გაწირა მეგობარი და სახლში ტკბილად დაიძინა! ბავშვის დასახმარებლად არ იზრუნა!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×