ტატა შოშიაშვილი
20.06.2020

„ბოლომდე არ ვეთანხმები და, რა თქმა უნდა, ვერც უარვყოფ. ჯერ არ ვიცით, რა გველის მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა საკუთრივ საქართველოში დამაკმაყოფილებელია", - ასე აფასებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორის შემაშფოთებელ განცხადებას, რომ სამყარო კორონავირუსის ეპიდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ის კვლავ მომაკვდინებელია.

ჯანმო-ს დირექტორის თქმით, პანდემია კიდევ უფრო აჩქარდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოში.

ამ შემთხვეების ნახევარი მოდის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაზე. ინფიცირების დამატებით ახალი შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ასევე ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ აზიაში.

19 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მიუხედავად „მოსაბეზრებელი" იზოლაციისა, უსაფრთხოების ზომების დაცვა ჯერ კიდევ აუცილებელია:

„მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა. უამრავ ადამიანს მობეზრდა სახლში ყოფნა და ეს გასაგებიცაა, ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკების გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯანმო-ს დირექტორის განცხადება არაა აზრს მოკლებული, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სამომავლო პროგნოზების გაკეთება რთულია:

„ბოლომდე არ ვეთანხმები და, რა თქმა უნდა, ვერც უარვყოფ. ჯერ არ ვიცით რა გველის მომავალში. მაგრამ, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა საკუთრივ საქართველოში დამაკმაყოფილებელია. მაგრამ სხვა ქვეყნებში - სამხრეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე აზიის ქვეყნებში, ჯერ კიდევ საყურადღებოა მოვლენების განვითარება.

„იმის განსაზღვრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ცოტა რთულია. თუმცა, საქართველოში ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, მაგრამ მსოფლიოში ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს", - განმარტა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჯანმოს   (21.06.2020)
ამის დამწერს და გამომქვეყნებელს შესცა საქართველის მისახლეობამ. გაიგეთ ჯანმოოო ფულისტი მაფიოზებისაგან შემდგარი ორგანიზაციაა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×