ელზა პაპოშვილი
15.06.2020

ვინ არის ქავთარაძეზე დაკავებული ეროვნებით ჩეჩენი აჰმედი ცნობილია - ის რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია, რომელიც საქართველოში მოგონილი სახელით და საქმიანობით ცხოვრობდა.  მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას უსაფრთხოების სამსახური ყალბი დოკუმენტების შენეხვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

რა იყო ვასამბეგ ბოკოვიას ქვეყანაში შემოსვლის და ყოფნის მიზეზი, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. სავარაუდოდ, გამოძიება სწორედაც, რომ ამ მიმართულებით მუშაობს. პანკისიდან სანდო წყარო გვიყვება, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ის ხეობაში ორი დაპირიპირებული გვარების მუთოშვილების და ქავთარაძეების შესარიგებლად ჩამოვიდა მცდარია. ის იმ 15 კაციან ჯგუფში არ იმყოფებოდა, რომელიც ხეობის უხუცესმა წუწაშვილმა პირადად მიიპატიჟა.  

მაშ რას აკეთებდა საქართველოში დაკავებული 4 თვის განმავლობაში და რატომ ვერ მოხდა მისი იდენტიფიცირება, უცნობია. თუმცა, პანკისში არ გამორიცხავენ, რომ მისი დაკავება უცხო ქვეყნის მოთხოვნით მომხდარიყო. დაკავებული ჩეჩენის ბიოგრაფიაში ერთი საინტერესო გარემოებაა, ის ჩეჩნეთის ომი მონაწილეა და მას პრეზიდენტ რამზან კადიროვთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. 

დაკავებული სპეცოპერაციამდე წინა დღეს, უხუცეს ხასო ხანგოშვილის შვილთან გებიშ ხანგოშვიილთან პანკისში სტუმრად იმყოფებოდა. მის დაკავებასთან ერთად ხანგოშვილს სუს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენე. 

უხუცესი ხასო ხანგოშვილი კი „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება მათთან სტუმრად ნამდვილად იმყოფებოდა და ის ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესით იყო დაკავებული.  მისი ხეობაში  ჩამოსვლის მთავარი მიზეზი კი  პანკისში დაპირისპირებული ორი გვარის შერიგება იყო. ხანგოშვილი იმასაც ადასტურებს, რომ სუს-მა მათი სახლი გაჩხრიკა. 

უხუცესი აცხადებსს, რომ ე.წ. აჰმედმა მასზე დადებითი შთაებიჭდილება მოახდინა და თუ ის სხვა სახელს ატარებდა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც მათ ტრადიციაში  ადამიანი მეორე სახელსაც ატარებს.  

დაკავებულის უფლებადამცველი ნინო მიქატაძე  კი „რეზონანსთან“ არ ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ შესაძლოა მისი დაკავება უცხო ქვეყნის მოთხოვნით მომხდარიყო. 

„ბოკოვის მიმდინარე წლის 14 ივნისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვას მისი გამოყენების მიზნით და, ასევე, ამ დოკუმენტის გამოყენებას. 

“ბრალდებულის პოზიციას ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან არ შემდგარა გამოკითხვის ოქმი, ხოლო კონსულტაციის დროს გამოთქმულ პოზიციას ვერ გეტყვით, რადგანაც ამის გაჟღერების უფლება ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა უნდა მომცეს"-აღნიშნა ადვოკატმა.

უხუცესი ხასო ხანგოშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აღნიშნული პიროვნების რეალური სხელი და გვარი ნამდვილად პირველად გაიგო. უხუცესი ამბობს, რომ შესაძლოა პირი პასპორტში სხვა სახელით იყოს და ურთიერთობაში სხვა სახელით სარგებლობდეს. 

"ჩვენთან სტუმრობისას გაგვეეცნო, როგორც აჰმედი. თუმცა, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვერ ვხედავ. შესაძლოა ურთიერთობაში სხვა სახელს იყენებდეს და პასპორტში სხვა ეწეროს. ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდ და ასევე პანკისში ორი დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად იყო ჩამოსული. საკმაოდ მშვიდი,ჭკვიანი და განათლებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ზრდილობიანი და ჩვენი ტრადიციების შესაბამისიად აღზრდილი ჩანდა. 

“თუმცა, თუ ჩემი ქვეყნის და ქართველი ხალხის წინაშე აშავებდა ან ფიქრობდა რამე დაეშავებინა, ე.ი ის ჩემ წინააღმდეგაც მოქმედებდა, ეს ცალსახაა. ამიტომ, ამ კუთხით, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება  მისი ბედი ნამდვილად აღარ მაინტერესებს,"-განაცხადა ხასო ხანგოშვილმა. 

გამოძიების ინფორმაციით კი დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება- შენახვა-გამოყენების მუხლით წაუყენეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×