თამთა ჩაჩანიძე
02.06.2020

სომხეთში თაღლითობის უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა - შუახნის მამაკაცი ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდა კრიმინალური სამყაროთი დაინტერესებულ მოქალაქეებს, „კრიმინალურ ავტორიტეტად" ეცნობოდა და თავის „მომსახურებას" სთავაზობდა. გარკვეული გასამრჯელოს ფასად იგი მსურველებს „კანონიერ ქურდადაც" კი „აკურთხებდა". მისი კლიენტების უმრავლესობას ტაქსის მძღოლები და კრიმინალური მიდრეკილებების მქონე მოზარდები შეადგენდნენ.

52 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლის სარდაფი ციხის საკნის მსგავსად გადააკეთა, ხოლო მისი ახლო ნათესავები მისი თანამოსაკნეების როლს თამაშობდნენ. კრიმინალური სამყაროთი დაინტერესებულ პირებს იგი „ტელეგრამით" და „სკაიპით" ეკონტაქტებოდა, ეცნობოდა როგორც „კანონიერი ქურდი" და ეუბნებოდა, რომ ამჟამად მორიგ სასჯელს იხდიდა.

თაღლითს სხვადასხვა ტიპის „მომსახურებაზე სხვადასხვა ფასი ჰქონდა დაწესებული. მაგალითად, ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც 100 დოლარად იგი „კაი ბიჭად" აცხადებდა; მისგან „მომავალის" სტატუსის მიღება კი 500 დოლარი ღირდა.

გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეეკვეთა მისთვის არასასურველი ადამიანის „ვირთხად" და ნაძირალად გამოცხადება, რაც 200-დან 700 დოლარამდე ღირდა.

ყველაზე ძვირი კი „ქურდად" აღიარება იყო - 5 000 ევრო.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ თაღლითის მომსახურებით ყველაზე ხშირად ყირიმში, ჩრდილო კავკასიასა და ყუბანში მაცხოვრებლები მოქალაქეები სარგებლობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×