ელზა პაპოშვილი
26.05.2020

გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა  22 მაისს ჩხოროწყუში მოხდა. მას გამოძიება 22 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობას ედავება. 

„რეზონანსს“ მამაკაცის ადვოკატი სოსო ჯალაღონია უყვება, რომ დაკავებულმა ნაცნობი გოგონასთვის სიყვარულის ახსნა და ფიზიკურად მიახლოვება სცადა. ის აღიარებს, რომ გოგონასთვის  ხელით შეხება უნდოდა, თუმცა გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა. შესაბამისად, მას გოგონაზე  ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია. 

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ   სცნობს. მისივე ცნობით, საქმეში დაზარალებული გოოგნას გარდა სხვა მოწმის ჩვენებები არ დევს, მომხდარ ფაქტს მოწმეები არ ჰყავს და პოლიციამ მამაკაცის დაკავება მხოლოდ დანტერესებული მხარის ჩვენების საფუძველზე მოახდინა. 

სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რაც, ადვოკატის თქმით, სრულიად გაუგებარი ამბავია. ადვოკატმა და ოჯახმა მოსამართლის განჩინება  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრეს და საბოლოო გადაწყვეტილებას საგამოძიებო კოლეგია მიიღებს.

„საქმეში ამ ერთი დაზარალებული გოგონას ჩვენებაა მხოლოდ, რომელიც ყვება, რომ თითქოს ბრალდებულმა მას სქესობრივი კავშირი შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი მას ფიზიკურად შეეხო. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სულ სხვა რამეს ყვება. ის ამბობს, რომ მან ნაცნობ გოგონას სიყვარული აუხსნა და აინტერესებდა მისი დამოკიდებულება. ამბობს, რომ არ შეხებია ფიზიკურად და რაიმე ძალადობაზე საუბარი ხომ ზედმეტია. მხოლოდ ხელის წავლება სცადა, თუმცა გოგონა გაიქცა და არც ეს მომხდარა. 

„ფაქტს დამნახი არავინ ჰყავს. სასამართლომ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვება რა მოტივით გადაწყვიტა, ჩემთვის ძალიან გაუგებარია. გოგონა შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და იქ ზედმეტს არაფერს ადგილი არ ჰქონია. მითუმეტეს სხვა მოწმეები არ არსებობენ. მოსამართლის განჩინება გავასაჩივრეთ და პასუხს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება“,-აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

დაკავებულის მშობლები კი აცხადებენ, რომ როგორც ყველა უნარშეზღუდული ბავშვის, ისე მისი შვილის გამოხატვა ჩახუტება და მოფერებაა. ამიტომაც მათი შვილის  ქცევა არასწორად იქნა აღქმული. ისინი საკუთარი შვილის მხრიდან გაუპატიურების მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ბიჭს გოგონაზე არ უძალადია.             

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×