ელზა პაპოშვილი
22.05.2020

უმძიმესი დანაშაული გურიაში-ჩოხატაურის რაიონის  სოფელ შუა განახლებაში 49 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, 29 წლის შვილი დანით მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მკვლელობის თვითმხილველები ახალგაზრდა ბიჭის დედა და ბებია არიან. მეზობლებმა ამ საზარელი დანაშაულის შესახებ მათი ყვირილის შედეგად გაიგეს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. ეზოში შესულებს კი საზარელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა მამაკაცი სახლის წინ სისხლში იწვა და უგონო მდგომარეობაში იყო. მას მუცლის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

ახალგაზრდა მამაკცი დედას იცავდა, რომლეზეც მამა ძალადობდა. სავარაუდოდ, სწაორედ ამ ჩხუბის დროს, მან შვილს მუცლის არეში მძიმე ჭრილობები მიაყენა. 

49 წლის შვილის  მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, ადგილობრივებმა  ჩაის პლანტაციებში შეიარაღებულ მდგომარეობაში ნახეს და მისი დაკავება შეძლეს. ამის შემდეგ კი  პოლიცია გამოიძახეს. 

49 წლის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი, მას შემდეგ მიიმალა, რაც შვილი სასიკვდილოდ ცივი იარაღით დაჭრა. 29 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილ 29 წლის  მამაკაცს  მეუღლე და ერთი შვილი დარჩა, რომელიც შშმ პირია. ასევე მოკლულსს ყავს 3 წლის ძმა. 

29 წლის ახალგაზრდა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეზობლები გამოცემასთან ყვებიან, რომ მამაკაცს უკვე 2 წელია ჯამრთელობის პრობლემები აწუხებს და მკურნალობდა კიდევაც. მასთნ კომუნიკაციას  მეზობლებიც ერიდებოდნენ და ის სახლში ფაქტობრივად ჩაკეტილი ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი კი ძირითადად ბათუმში ცხოვრობდა და სოფელში  ახალი ჩამოსული  იყო. 

„საშინელი დანაშაული მოხდა, არ ვიცი რა ვთქვა.  მამას უკვე 2 წელია  ჯამრთელობის პრობლემები აწაუხებს. საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ოჯახთანაც არ კონტაქტობდა. ბიჭი კიდევ გარიდებული იყო და ბათუმში საქმიანობდა. სწორედ სახლში ქალაქიდან ახალი ჩამოსული ყოფილა. ბიჭი თურმე დედას იცავდა, რომელსაც ქმარი სცემდა. სწორედ ამ დროს მიპარვია და დანა რამდენჯერმე დაარტყა. ცოლს ხშირად სცემდა და შვილი იცავდა ხოლმე. 

ჩვენ მეზობლებმა ბიჭის დედის და ბებიის ყვირილის შემდეგ გავიგეთ  რა მოხდა. რომ მივედით, ბიჭი უკვე ეზოში მიწაზე იწვა და უგონოდ იყო. მამამისი აღარ დაგვხვდა, სახლიდან გაქცეულა. ქალები ყვიროდნენ გვიშველეთ ბიჭი დაჭრა და სასწრაფო გამოიძახეთო. დავრეკეთ და მალევე მოვიდა, მაგრამ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო და გარდაიცვალა, ვეღარ უშველეს. ამ კაცთან ურთიერთობას მეზობლებიც ვერიდებოდით. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და გარეთაც  თითქმის არ გამოდიოდა“,-აცხადებს მეზობელი ნუგზარ ჯიბლაძე „რეზონანსთან“ 

კიდევ ერთი მეზობელი გივი სამხარაძე  „რეზონანსთან“ ყვება, რომ შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სისტემატიურად მკურნალობდა, თუმცა რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდა ის შვილს მისთვის უცნობია. სამხარაძე ამბობს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰონდა და თითქმის არავისთან არ კონტაქტობდა.

„რომ გითხრათ ვინმეს რამეს უშავებდა, ასე არ ყოფილა,  მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია მძიმე ფსიქიკური პრობლმები ჰქონდა.  არავისთან კონტაქტის სურვილი არ ჰქონდა და გარეთაც არ გამოდიოდა. სახლში ოთახში იყო ჩაკეტილი და თუ რამეს მიაწვდიდნენ ამით  არსებობდა. არავის ელაპარაკებოდა. არ  ვიცი შვილთან რა დაპირისპირება მოუვიდა ასეთი.  ჩხუბის ხმაც არავის გაუგია. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მუცელში დანით 2 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საწყალი ბიჭი ბათუმში მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. თავად კი სახლიდან გაიქცა. როგორც ვიცით პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს“,-აცხადებს „რეზონანსთან“ გივი სამხარაძე.   

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.                 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×