რეზონანსი
17.05.2020

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელსაც COVID-19-ის 100%-ით ბლოკირების უნარი აქვს. ბიოფარმაცევტული კომპანია Sorrento Therapeutics-ის მკვლევარების აღმოჩენის შესახებ „ფოქს ნიუსი" იუწყება.

ხანგრძლივი ექსპერიმენტის საფუძველზე მეცნიერებმა მილიარდობით ანტისხეული გააანალიზეს და მათგან გამოყვეს რამდენიმე ასეული, რომელთაც კოვიდ-19 ვირუსზე ზეგავლენის მოხდენად შეუძლიათ. შემდეგ მათ შორის გამოყვეს რამდენიმე ათეული, რომლთა ზემოქმედებაც შედარებით ძლიერი იყო.

საბოლოოდ კი კვლევებით დაადგინეს, რომე ამ რამდენიმე ათეული ანტისხეულიდან ერთ-ერთი, რომლსაც STI-1499 დაარქვეს, კოვიდ-19-ის სრულ ბლოკირებას იწვევს და 100%-ით იცავს ადამიანის უჯრედებს ინფიცირებისაგან.

მეცნიერების მტკიცებით, ეს ანტისხეული ვირუსს გარშემორ ეტყმის და ოთხი დღის განმავლობაში ორგანიზმიდან განდევნის მას:

„ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს არის წამალი. ჩვენ მოვაგენით პრობლების გადაწყვეტას, რომელიც ნამდვილად მუშაობს", - განამრტა „Sorrento Therapeutics-ის დამაარსებელმა ჰენრი ჯიმ.

აღსანიშნავია, რომ ტესტირებები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიაში ტარდებოდა, რის გამოც კომპანიას პრეპარატის გამოშვების უფლება ჯერ არ მიუღია.

ჰენრი ჯიმ განაცხადა, რომ მისი ბიოფარმაცევტული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიღებული პრეპარატის მეშვეობით კარანტინის გაუქმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელი გახდება:

„თუ ორგანიზმში ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეული გვექნება, სოციალური დისტანცირებაა საერთოდ აღარ არის საჭირო", - თქვა ექიმმა ჯიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (17.05.2020)
5 მილიონი დოზა გამოუშვით საქართველოში, დროზე.

kargia   (17.05.2020)
მაგარიაააა

Kaxeli   (17.05.2020)
Gmertma qnas martali ikos.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×