ია აბულაშვილი
08.05.2020

"ბიძინასაც რომ ჰყავდეს ერთი ასეთი კიკაბიძე ურიგო არ იქნება, შემოკრებილი რომ ჰყავს ისეთი ხალხი, უსაპნოდ რომ უძვერებიან, ეგენი იქნებიან პირველები, ვინც ბიძინას გაყიდის," - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.

"ნათქვამია, სხვისი ვაჟკაცობა შენი სიმხდალის ბრალიაო. შენ თუ მაგრად დადგები, ვერავინ მოგერევა. ამდენი ხანია ეს კაცი ძებნილია თუ დევნილი, ვერაფერი დააკლო ამ მთავრობამ, ე.ი. მიშა მაგარია, თუ 40 მილიონიანი ქვეყანა ჩააბარეს. საქმე სხვა რამეშია, ადამიანი იმას არ უნდა წაეპოტინოს, სადაც მისი ადგილი არ არის, მაგრამ თუ გაუმართლებს, რატომ არ უნდა გამიხარდეს ქართველი კაცის წარმატება უცხო ქვეყანაში?! მიშასაც ეგ არ უნდა? ჰოდა ის იქ იყოს ბედნიერი და ჩვენ აქ ვიქნებით ბედნიერად. ივანიშვილის თაოსნობით, გახარიას და კალაძის გაკეთებული საქმეებით ეს ქვეყანა კი შედგა სახელმწიფოდ. ასე რომ, დაველოდოთ დროს, მე იმის მეშინია, რომ უკრაინაში ძალიან მაგარი ოლიგარქები არიან და რაიმე ცუდი არ ჩაიფიქრონ მიშას წინააღმდეგ...

რაც შეეხება ოპოზიციისა და ხელოვანი ხალხის სიხარულს მიშას დანიშვნასთან დაკავშირებთი, ამ ოპოზიციამ თავის თავს მიხედოს და იმაზე იფიქროს რაიმე არგოს საკუთარ ქვეყანას. ხელოვან ხალხთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ მიშასაც და ბიძინასაც ყოველთვის გვერდით ჰყავთ ფულზე გაყიდული ხელოვანები. კიკაბიძემ აქოო, ე.ი. არ ყოფილა უსინდისო კაცი, ბოლომდე თუ გვერდში დაუდგა. მიშა მთელი ცხოვრება თავზე ყვებოდა და უამრავი სიკეთე გაუკეთა. როცა ადამიანი ამდენ სიკეთეს გაგიკეთებს და შენ მიიღებ, ვალდებული ხარ მოეფერო. ბიძინასაც რომ ჰყავდეს ერთი ასეთი კიკაბიძე ურიგო არ იქნება, შემოკრებილი რომ ჰყავს ისეთი ხალხი, უსაპნოდ რომ უძვერებიან, ეგენი იქნებიან პირველები, ვინც ბიძინას გაყიდის" - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
sos!   (09.05.2020)
მართალი ხართ ბ-ნო გივი

თამრო   (09.05.2020)
თუ ამბობ თქვი, თუ არ შეგიძლია გაჩუმდი. ისე შენ არ შეგშვენის ესე მიდებ მოდება!

ИНЦИТАТУС   (08.05.2020)
Ес арис шемдгари сахелмцифо? Рамденс гихдиан Гивиджан? Нел-нела тохле ар гадагцдес. Кала хизанас протежеа да аашенебда аба рас изамда. Иванашвили картули сахелмцифос Охрохинеа да тан "агмшенебели".Маладец Гиви, магари рам дапосте.

ჭორლეონე   (08.05.2020)
გივი დაჯექი ისევ ორს გიწერ. ისევ ის კლიზმა ხარ რაც იყავი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×