ელზა პაპოშვილი
07.05.2020

დაახლოებით 2 თვის წინ გუდაურში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა, გამოძიებამ 6 პირს ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა. 

ასევე ბრალი დაუმძიმდა ყოფილ სამხედროს მერაბ კობიაშვილს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ყოფილ სამხედროს გუდაურში 7 ადამიანი თავს დაესხა და მას ფიზიკურად გაუსწორდა. კობიაშვილმა თავის დაღწევის შემდეგ კი  ავტომობილიდან კუთხვნილი ირაღი ამოიღო დაა 28 წლის ბარმენი მოკლა, ხოლო მის მეგობარი ფეხში დაჭრა.  

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ყოფილი სამხედრო თავს იცავდა და ის აუცილებელი მოგერიების მიზნით მოქმედებდა. მას განზრახ არავის მკვლელობა არ სურდა, ამიტომაც ყველა წაღენებულ ბრალდებას კობიაშვილი არ ეთანხმება. ყოფილ სამხედროს განზრახ მკვლელობასთან ერთად გამოძიება 19 წლის აგალგაზრდის ცემას ედავება. რომლის გამოც გამოძიების მიხედვით მისი მეგობრები კობიაშვილს თავს დაესხნენ.

 მომხდართან დაკავშირებით კი დაცვის მხარეს სრულ სხვა ვერსია აქვს და ამტკიცებს, რომ კობიაშვილი უცხოელ ტურისტებს გამოესარჩლა, რომელსაც ბარის თანამშრომლები თანახს სძალავდნენ და მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. კობიაშვილმა კი აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, რის შემდეგაც ბარიდან გასულს 7 ადამიანი ჩაუსაფრდა  და სასტიკად სცემა. 

რაც შეეხება 6 პირის ბრალდებას, ცნობილი ხდება, რომ ამ 6 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. აღნიშნული ჯგუფური ძალადობის საქმეში მერაბ კობიაშვილი დაზარალებულად ცნეს. 

რაც შეეხება სასტიკი დაპირისპირების მოტივებს, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი  ნათქვამია, რომ მერაბ კობიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 19 წლის ახალგაზრდას, რის შემდეგაც 19 წლის ახალგაზრდამ დახმარების მიზნით მის მეგობრებს დაუძახა და ეს იყო შურისძიების მომენტი, როდესაც 6 ადამიანი მერაბ კობიაშვილს თავს დაესხა.

მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმების არანაირი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. მისი თქმით, კობიაშვილს ბრალი 19 წლის ახალგაზრდის ჩვენების გამო დაუმძიმეს, რომელიც ჩვენებებში ურთიერთგამომრიცხავ ამბავს ყვება. ადვოკატი ამბობს, რომ 19 წლის ახალგაზრდა ჯერ ყვებოდა, რომ ის კობიაშვილმა მკვლელობამდე ორი კვირით ადრე სცემა და ფული წაართვაა. 

თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ამბობდა, რომ  არავის უცემია და მოიტყუა. მესამე ჩვენებაში კი ამბობს, რომ მხოლოდ ცემა და ფული არ წაურთმევია. 

კაკაბაძე აცხადებს, რომ პროკურატურას არა აქვს ამ ფაქტის დამამტკიცებელი არც ვიდეო ჩანაწერები და არ ჰყავს არც სხვა მოწმე,  ვინც ამ ფაქტს დაადასტურებს. ამიტომაც ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს ბრალდება, როგორც მკვლელობის პროკურატურას სასამართლოში უბრალოდ  ჩამოეშლება.   

„პროკურატურას საქმეზე არანაირი უტყუარი მტკიცებულებები არა აქვს. საქმე ძირითადად 19 წლის ახალგაზრდას ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ის არის ე.წ. დაზარალებული, რომელიც ჯერ ამბობს, რომ ვითომ კობიაშვილმა მკვლელობის დღემდე ორი კვირით ადრე სცემა და ფული წაართვა, შემდეგ მეორე ჩვენებაში იძახის, რომ არავის უცემია და არც ფული  წაურთმევია,  მოვიტყუეო  და ცრუ ჩვენება მოვეციო. მესამე ჩვენებაშ ამბობს ახლა, რომ არა მცემა და ფული არ წაურთმევიაო. 

“აი ასეთ მოწმეს ეყრდნობა გამოძიება და კაცს, რომელიც თავს იცავდა, ბრალს უმძიმებს. ნორმალურ ქვეყანაში ეს სასამართლოს შეუარცხყოფა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს არგუმენტებს. ყველამ კარგად ნახა უტყუარი ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს 6 ადამიანი კობიაშვილს თავს როგორ ესხმის და მიუხედავად იმისა, რომ ის გაცლას ცდილობს, უმოწყალოდ სცემენ. 

“ასევე, კადრებში კარგად ჩანს, რომ კობიაშვილი იარაღს გაფრთხილების მიზნით ისვრის. ამის შემდეგ კი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობენ, რის შემდეგაც იარაღი ვარდება და ეს ტრაგიკული ამბავი ხდება. ამიტომაც სასამართლოზე გამოძიებას კობიაშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება თავზე ჩამოეშლება და ის გამართლდება“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ვიდეომტკიცებულება ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი, სადაც უნდა ჩანდეს, 19 წლის ახალგაზრდას კობიაშვილი როგორ სცემს. ასევე,  არ არსებობს სხვა მოწმე ან დამნახი, რომელიც დაადასტურებს, რომ კობიაშვილმა აღნიშნული პირი სცემა. ადვოკატი ამბობს, რომ დაზარალებული ჩვენებაში მიუთითებს, რომ ის კობიაშვილმა ცალკე გაიყვანა, სადაც არც კამერები და არც თვითმხილველები არ ყოფილან და ისე სცემა. 

ადვოკატი ამბობს, რომ 2008 წლის ომის გმირს კობიაშვილს ვინც იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მსგავს დანაშაულს ის არ ჩაიდენდა და მითუმეტეს ადამიანს ფულს არ წაართმევდა. პირიქით, მას აღნიშნულ პირებთან კონფლიქტი სწორედ უსამართლობის გამო მოუვიდა, რადგანაც ისინი უცხოელ ტურისტებს ფულს ძალავდნენ და იმაზე მეტს ახდეევინებდნენ ვიდრე რეალურად უნდა გადაეხადათ. 

რაც შეეხება 6 პირისითვის ბრალის წაყენებას, ვინც კობიაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა, ადვოკატი ამბობს, რომ მართალია დაგვიანებულია გადაწყვეტილებაა, თუმცა სამართლიანი. მისი თქმით, ეს არის დაცვის მხარის ბრძოლის შედეგი და ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, რადგანაც ყველა მტკიცებულება კობიაშვილის უდანაშაულობისკენ მიუთიეთებს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×