ია აბულაშვილი
06.05.2020

"მე რომ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი, ჯერ კომენდანტის საათს გავაუქმებდი 5 წუთში, მერე საგანგებო მდგომარეობას - გაგრძელებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარებას.

"მხედველობაში არ მყავს ჩვენი სამედიცინო პეროსნალი, რომელებმაც მართლაც სასწაული მოახდინეს და სხვა ქვეყნებთან შედარებით პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ყველაზე წარმატებული შედეგი დადეს.

"მაგრამ, მე რომ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი, კომენდანტის საათს 5 წუთში გავაუქმებდი, რადგან შედეგს არ იძლევა, ხალხი ისედაც არ დადის გვიან ქუჩაში და ასეთი მაღალი ჯარიმები კი არსად არ დაწესებულა - ეს არის ისედაც გაღარიბებული ხალხის დაცინვა.

"რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას, ჩემი აზრით, აღარ უნდა გაგრძელდეს. ბევრმა ქვეყანამ, სადაც უფრო მძიმე ვითარება იყო, იქ დაიწყეს შეზღუდვების მოხსნა და ჩვენთან ასეთი მძიმე მდგომარეობა ხომ არ ყოფილა?

"მით უფრო ადრე უნდა მოხსნილიყო დაწესებული შეზღუდვები. თუ საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს, ამას მართლაც მიეცემა პოლიტიკური ელფერი.

"გინდა ხელისუფლება იყოს, გინდა ოპოზიცია, ორივე ერთი მიზნისთვის იბრძვის. ერთს ხელისუფლებაში დარჩენა უნდა, მეორეს ისევ დაბრუნება - ორივე ერთად კი ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს. ასე მხოლოდ თაღლითები იქცევიან საკუთარი ხალხის მიმართ"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (07.05.2020)
ყველა ქვეყანაში რთული სიტუაციაა, მარტო ხომ არ ვართ, ცოტა კიდევ გავიჭირვოთ, ნუ აქეზებთ ხალხს, არამგონია ჩვენს პრემიერს ეხალისებოდეს ჩვენი ტანჯვა-წვალება. ასე მოიტანა ცხოვრებამ, უნდა მ ო ვ ი თ მ ი ნ ო თ, სხვა რა გზაა!

. სტატუს ქუო   (06.05.2020)
ჰოდა მაგიტომაც არა ხარ პრემიერი, გოგი შე ყლეო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×