ტატა შოშიაშვილი
03.05.2020

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ფონდის მეცნიერებმა მსოფლიოში გავრცელებულ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ერთი ვიტამინის დეფიციტს, ორგანიზმში კორონავირუსის არსებობისას ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.

კვლევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის „დე" ვიტამინის დონის განსაზღვრას ეძღვნებოდა, ევროპის 20 ქვეყანაში ჩატარდა, ხოლო მისი შედეგები კი სამეცნიერო პორტალ „Research Square"-ზეა განთავსებული.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „დე" ვიტამინის ნაკლებობა, რომლის მთავარი ბუნებრივი წყარო მზის სხივებია, კოვიდ-19-ით დაავადებულთა ორგანიზმს კიდევ უფრო ასუსტებს და მოწყვლადს ხდის.

აღნიშნული დასკვნის გამოტანამდე დედოფალ ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ფონდის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც არკვევდნენ, თუ რა გავლენა აქვს „დე" ვიტამინის ნაკლებობას ადამიანის იმუნიტეტზე.

ბოლო კვლევის შედეგად მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ძველი და ახალი მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ვიტამინის ნაკლებება ლეტალური შედეგის დადგომის რისკს ზრდის.

ასევე აღინიშნა, რომ „დე" ვიტამინის ნაკლებობა ხანდაზმულებში უფრო ხშირად შეიმჩნევა. ეს კიდევ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ თუ რატომ უჭირთ მოხუცებს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ევროპის 20 ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა ანალიზებზე დაყრდნობით მიღებული შედეგების საფუძველზე გააკეთეს დასკვნები და აღნიშნეს, რომ ორგანიზმში „დე" ვიტამინის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად დღის განმავლობაში მზეზე გატარებული 10-15 წუთი საკმარისი იქნება.

მათივე ცნობით, ზღვის პროდუქტებსა და სპეციალურ დანამატებს შეუძლიათ ორგანიზმში „დე" ვიტამინის ნაკლებობის კომპენსაცია. თუმცა აქვე დაამატეს, რომ თვითმკურნალობის დაწყება დაუშვებელია და ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×