ტატა შოშიაშვილი
02.05.2020

აშშ-ში ახალი კორონავირუსის მკურნალობას ებოლას საწინააღმდეგო ანტივირუსულლი პრეპარატით იწყებენ. კანადელი მეცნიერების მიერ აპრილში ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგინდა, რომ ებოლას სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატ „რემდესივირს" კოვიდ-19-ის გამრავლების ბლოკირების უნარი აქვს.

აშშ-ის ალერგიისა დაინფექციური დაავადების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი განმარტავს, რომ კვლევების ფარგლებში „რემდესივირმა" საკმაოდ კარგი შედეგები დააფიქსირა, რის გამოც აშშ-ის სამედიციო რეგულატორმა დაჩქარებული წესით გასცა ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების საგანგებო ნებართვა.

ებოლას ვირუსის მკურნალობისთვის აღნიშნული წამალი 2015 წლიდან გამოიყენება.

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის განცხადებით, მასშტაბურ სამედიცინო კვლევაში კორონავირუსით დაავადებულმა 1000-მდე პაციენტმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან.

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „რემდესივირს" მკვეთრად გამოხატული დადებითი ეფექტი აქვს, რომელიც განკურნებას აჩქარებს", - აღნიშნა ფაუჩიმ კვლევის შედეგებზე საუბრისას.

ექსპერიმენტი დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო, 21 თებერვალს. მკვლევარებმა ორმაგი ბრმა ტესტირების მეთოდი გამოიყენეს: ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ორ ჯგუფში გადაანაწილეს, რომელთა შორის ერთ ჯგუფში შემავალ პაციენტებს, ჩვეული მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად „რემდესივირი" მისცეს, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს - პლაცებო.

მაგრამ, ამავდროულად, რომელ ჯგუფში ივნენ პაციენტები, რომელთაც „რემდესივირს" აძლევდნენ, არც დაავადებულებმა იცოდნენ და არც მათმა ექიმებმა.

ექსპერიმენეტული პრეპარატის გამოყენების შემდეგ დადგინდა, რომ „რემდესივირის" მიღების შემდეგ ახალი კორონავირუსით დაავაებულებში გამოჯანმრთელების პროცესი 1.5-ჯერ უფრო სწრაფად მიდის.

აშშ-ის სამედიცინო რეგულატორის განმარტებით, სამედიცინო სფერში მოღვაწეთა და პაციენტებისთვის ხელმისაწმდომი უნდა იყოს საინფორმაციო ბიულეტინები „რემდესივირის" გამოყენების შესახებ ახალი კორონავირუსის განკურნების მიზნით.

მათივე თქმით, ბიულეტენებში საჭიროა იმის განმარტება, თუ რა დოზით უნდა გამოიყენებოდეს „რემდესივირი", ასევე რა სახის გვერდით იმოვლენების შეიძლება გამოიწვიოს და რა თავსებადობა აქვს სხვა სახის პრეპარატებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×