თამთა ჩაჩანიძე
01.05.2020

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია შესაძლოა ორ წელს გაგრძელდეს,რადგან ინფექციის კონტროლი ვერ მოხერხდება მანამ, სანამ დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი ინფექციისადმი იმუნური არ გახდება, ანუ ე.წ. იმუნური ფენა არ წამოვა - ინფექციის ხანგრძლივობას აშშ-ის მინესოტას უნივერსიტეტში ინფექციური დაავადებათა შესწავლის ცენტრის ექსპერტები პარასკევს გამოქვეყნებულ მოსხენებაში პროგნოზირებენ.

მეცნიერების აზრით, ყველაზე უკონტროლო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ასიმპტომური პაციენტები არიან.

მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა, რომლებსაც მილიონობით იზოლაციაში მყოფი მოსახლეობა ჰყავთ, ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყეს შეზღუდვების მოხსნა, რაც მეცნიერების აზრით 2022 წლამდე შესაძლოა პანდემიის ახალი ტალღის დაწყების მიზეზად იქცეს.

„ოფიციალური საჯარო ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მსოფლიოში ადამიანები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა იყვნენ მომზადებული კორონავირუსის ახალი აფეთქებებისათვის," - აცხადებენ მკვლევარები.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სხვადასხვა ფარმაცეპტული კომპანიები ვაქცინების შექმნის პროცესში არიან, რომლებიც მზად იქნება არა ნაკლებ ერთი წლის განმავლობაში. იქვე აღნიშნულია, რომ 2009-2010 წლებში H1N1 გრიპის პანდემიისას ვაქცინა მანამ არ იყო, სანამ აშშ-ში ვირუსმა პიკს არ მიაღწია. შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის შედეგად ქვეყანამ 1.5 მილიონამდე ინფექციისა და 500-მდე გარდაცვალების ფაქტი თავიდან აიცილა.

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის 1 მაისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 257 520-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე 233 405 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 014 809 ვირუსისგან განიკურნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×