ელზა პაპოშვილი
30.04.2020

თემქაზე, 143-ე საჯარო სკოლასთან კომპანია „ჩემო კარგოს“ კურიერი, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა,  წუხელ გარდაიცვალა. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია მძღოლი, რომელმაც 33 წლის დიტო ხიჯაკაძე თავადპირველად  შემთხვევის ადგილზე მიატოვა. თუმცა, პოლიციას მოგვიანებით თავადვე დაუკავშირდა. 

„რეზონანსთან“  კი თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდას სიცოცხლე დიდი სისწრაფით მომავალმა შავი ფერის „ჰონდას მარკის“ ავტომობილმა იმსხვერპლა, რომელიც  კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გადაადგილდებოდა. 

მათივე ინფორმაციით, სწორედ კომენდატის საათი უნდა ყოფილიყო მიზეზი, რის გამოც ავტომობილის მძღოლი სახლში სწრაფად მისვლას ჯარიმის შიშით ცდილობდა.  დიტო მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, თუმცაб მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

„რეზონანსთან“ მისი ახლობლები ყვებიან, რომ დიტო ხიჯაკაძე სამსახურის შემდეგ მეგობართან იმყოფებოდა. სწორედ სახლში დაბრუნებისას  მას ავტომობილი დაეჯახა. მათი ინფორმაციით, მოტოციკლიდან გადმოვარდნილ დიტოს, მანქანამ ზედ გადაურა. სწორედ თავის არეში მიყებული მძიმე ტრავმა გახდა ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი. 

მას ცოლ-შვილი არ ჰყავდა და დასაოჯახებელი იყო. ახლობლები ამბობენ, რომ დიტო საკმაოდ შრომისმოყავარე ახალგაზრდა იყო. ის ფეხსაცმელებს კერავდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მუშაობა კურიერად დაიწყო და მოტოციკლი იყიდა.   

„ძალიან მხიარული და თბილი ბიჭი იყო. არ ვიციб რა უნდა ვთქვათ. მუშაობა კურიერად სულ ახლახანს დაიწყო. მშრომელი და პატიოსანი ადამიანი იყო. შემთხვევის დღეს მეგობართან იყო და სახლში ბრუნდებოდა. 

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დიდი სისწრაფით მოდენილმა ავტომობილმა ჯერ დაარტყა, შემდეგ კი ზედ გადაუარა. არც გააჩერა, ისე გაიქცა. არ დაინტერესდა ვისი სიცოცხლე შეიწირა.  

შემთხვევა კომენდატის საათის დადგომამდე 15 წუთით ადრე მოხდა. ალბათ სახლში ეჩქარებოდა და ჯარიმის დაწერის შიშით, 

“ანგელოზივით ბიჭი ქუჩაში მომაკვდავი მიატოვა. სასწრაფო ადგილობრივებმა გამოიძახეს და თავზე მძიემ ტრავმა ჰქონდა, მედიკოსებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს“,-უყვება „რეზონანსს“ გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ  ავტომობილის მძღოლი იდენთიფიცირებულია და დანიშნულის შესაბამისი ექსპერტიზები.

რაც შეეხება გამოძიებას, შსს-მ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დიტო ხიჯაკაძის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×