თამთა ჩაჩანიძე
29.04.2020

ჩინელმა მეცნიერებმა შეისწავლეს და ამოხსნეს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ამოცანა - კოვიდ-19 ინფექცია მამაკაცებს რატომ გადააქვთ უფრო მძიმედ, ვიდრე - ქალებს, და გარდაცვლილებს შორის კაცების წილი რატომაა შეუდარებლად მაღალი.

ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირების 1019 შემთხვევა გააანალიზეს, მათ პაციენტებში ინფიცირებების სიმძიმე და ლეტალური შემთხვევების რაოდენობა შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მამაკაცების გარდაცვალების შემთხვევები 2.4 ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე - ქალების. მეცნიერების მიერ შესწავლილ ჯგუფში მამაკაცთა სიკვდილიანობა 70.3% იყო, ხოლო ქალების - 29.7%.

სპეციალისტებმა 2003 წლის ჩინეთში „სარსის" ინფექციისგან გამოწვეული პნევმონიის შემთხვევებიც გააანალიზეს, სადაც გარდაცვლილთა უმრავლესობა ასევე მამრობითი სქესის პაციენტი იყო.

კერძოდ, ჩინელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაასკვნა, რომ ამის მიზეზი არის ფილტვის ქსოვილის მიკროსკოპული სტრუქტურა, კერძოდ სპეციფიკური რეცეპტორები, რომლებიც სხვადასხვა ვირუსებს, მათ შოდის ახალ კორონავირუსს, უფრო ნაყოფიერ გარემოს უქმნის. ამავე დროს, დადგინდა, რომ ორივე სქესის დაინფიცირების რისკი თანაბარია.

ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსთან მიმართებაში მათი გენდერული კვლევის შედეგები, დამატებითი კლინიკური კვლევებით უნდა გადამოწმდეს.

ეს საკითხი მანამდე ავსტრალიელმა მეცნიერებმაც გამოიკვლიეს და სხვა შედეგამდე მივიდნენ. მათი აზრით, მამაკაცებში მაღალი სიკვდილიანობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის: გენების, ჰორმონების, იმუნური სისტემის მახასიათებლებისა და ქცევათა ერთობლიობის. დამატებითი მიზეზები ქრონიკული დაავადებებია, რომლებიც უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება ხოლმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×