თამთა ჩაჩანიძე
27.04.2020

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში გატარებულმა შეზღუდვებმა, მათ შორის ტრნსპორტის მხრივ გამკაცრებულმა ზომებმა, ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას შეუწყო ხელი, რაც ეკოლოგების თვალსაზრისით დროებითი მოვლენაა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც პრობლემა პრობლემად დარჩება, თუ ამ მხრივ ზომები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არ გატარდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ჯერ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა შეზღუდა, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ხოლო მესამე ეტაპზე მსუბუქი ვტომობილებით გადაადგილება.

ტრნსპორტზე შეზღუდვების მოხსნა კი ეტაპობრივად ხდება, 27 აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქების შიგნით დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ასევე შესაძლებელი იქნება გადაადგილება ტაქსით.

ეკოლოგი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი „რეზონანსთან" ამბობობს, რომ კორონავირუსმა დედამიწისთვის და ჰარის გასუფთავების კუთხით გარკვეულწილად დადებითი ეფექტი მოიტანა.

„დედამიწაზე ერთ ერთი უმთავრესი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა, საქართველოში ამ მხრივ ვითარება მძიმეა, გლობალურ დათბობაზე შესაძლოა ჩვენი ქვენის წილი მაღალი არ იყოს, მაგრამ, ლოკალურად სახეზე გვაქვს ჰაერის მოქმედება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ამასთან დაკავშირებით სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე კორონავირუსით, დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც დაბინძირებული ჰაერის შედეგადაა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ვირუსის მიმართ უფრო მგრძნობიარეა.

„შესაძლოა კორონავირუსმა დედამიწისთვის გარკვეული დადებითი ეფექტი მოიტანა, მაგრამ, ამის იმედად ვერ დავრჩებით და გარემოს დაცვის სფეროსათვის მომავალში გაცილებით უფრო სერიოზული მიდგომა უნდა იყოს.

„დიდ ქალაქებზე ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოტრანსპორტი წარმოადგენს. გაცილებით მძიმეა ვითარება ინდუსტრიულ ქალაქებში, სადაც ერთის მხრივ მოსახლეობა კორონავირუსის გამო საფრთხის ქვეშაა და მეორეს მხრივ ჰაერის დაწმენდით შეღავათი არ უგრძვნიათ.

« იქიდან გამომდინარე, რომ დიდი წილი დაბინძურებისა დაკავშირებულია წარმოებებთან,რომლებიც ძველი ტექნოლოგიებით მუშაობს, მესამე სექტორი, ესაა მშენებლობა,რომელიც სადაც ასევე ძალიან რთული ვითარებაა.

„ერთის მხრივ სამშენებლო ნორმების გამკაცრრბაა საჭირო, მეორეს მხრივ მსხვილი ინდუსტრიის კონტროლი და მთავარი-ტრანსპორტი, რომლის დროსაც ავტომობილის ტეკდათვალიერება ფორმალობა არ უნდა იყოს, რადგან გატარებული ზომების შედეგდაც ჰაერის დაბინძურების კუთხით დადებითი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ.

„გარდა ტექდათვალიერებისა, საჭიროა საწვავის ხარისხის კონტროლი, რომელიც ასევე სიმბოლურ ხასიათს ატარებს ქვეყანაში, რომელშიც ჩემი ინფორმაციით, სიცოცხლისათვის სახიფათო ნივთიერებებია.

„საქართველოში ყოველი მეხუთეს სიკვდილი დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან, წელიწადში საქართველოში 50 ათას ადამიანი იღუპაბა. აქედან ათი ათასამდე ადამიანის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებისგანაა გამოწვეული, რომელშიც წამყვანი არის ტრანსპორტი და საწვავი, ათიათასობით ადამიანის გადარჩენა შეიძლება ელემენტარული ხარჯების გაღებით.

„კორონავირუსის ეპიდემიამ იძულების წესით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია,მაგრამ ეს ყოველივე დროებით მოვლენად დარჩება, თუ საზოგადოება არ ვაიძულებთ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოიქცეს და ბიუჯეტი ჩვენი ფული ჩვენი ჯანმრთელობის დაცვაზე დახარჯოს, მათ შორის გარემოს დაცვაზე,რომელიც ჯანდაცვის უკიდურესი მხარდამჭერია, რადგან ნაადრევი სიკვდილიანობის 22 % დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან. - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×