ტატა შოშიაშვილი
18.04.2020

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი" კორონავირუსის პანდემისს დასრულებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, ავიაბილეთების რეკორდულად დაბალ ფასად გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი" იუწყება „რაინაირ გრუპის" ხელძღვანელის, მაიკლ ოლირის განცხადებაზე დაყრდნობით.

ირლანდიული ავიაკომპანია პანდემიის დასრულების შემდეგ ავიაბილეთების გაყიდვას 0,99 ცენტად აპირებს. ოლირის განცხადებით, როგორც კი მოიხსნება შეზღუდვები, ავიაკომპანიებს შორის ნამდვილი „ფასების ომი" დაიწყება მომხმარებელთა მოსაზიდად და „რაინეარი" ამ ომის მოგებას აპირებს.

კომპანიის ხელმძღვანელის პროგნოზით, ავიამიმოსვლის ბაზარი სწრაფად აღდგება. შესაბამისად, „რაინეარი" ეცდება რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს ცაში თვითმფრინავები. აქედან გამომდინარე, ოლირის თქმით, მას დასჭირება რაც შეიძლება მეტი მგზავრი და მისი კომპანიისთვის სულერთია რა ეღირება ბილეთი - „9.99 ევრო, 4.99 ევრო, 1.99 ევრო თუ სულაც 0.99 ევრო".

ცნობისთვის, კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებისა და პანდემიის გამოცხადების შემდეგ, არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც, დახურა საჰაერო სივრცე და აკრძალა საჰაერო მიმოსვლა.

ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ევროპასა და მსოფლიოში ეტაპობრივად მოიხსნება ავიამომოსვლა 2020 წლის ივნისისთვის უკვე ნაწილობრივ აღდგება. ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ფრენებზე კი ავიაბილეთები რეაკორდულად იაფი იქნება.

გარდა ამისა, „რაინეარი" 2021 წლისთვის მსოფლიოში ტურისტულ ბუმს ელის, რადგან 2020 წლის ზაფხულის ჩაშლილი გეგმების განხორციელებას ტურისტები სწორედ 2021 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე შეეცდებიან, და ამისათვის აქედანვე იწყებს მზადებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×