როგორც იქნა მედიკოსებმა მიიღეს მტკიცებულებები, რომ ეს პრეპარატი კოვიდ 19–ით დაავადებულებს კურნავს
თამთა ჩაჩანიძე
17.04.2020

მთელი მსოფლიო იმედით ელის მედიცოსებს, რომლებიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების შექმნაზე ან გამოცდაზე მუშაობენ. თუ ვაქცინას მომავალ წელს უნდა ველოდოთ, სამკურნალო მედიკამენტი შეიძლება უფრო ადრე შეიქმნას. გუშინ გავრცელდა სენსაციური ცნობა, რომ „გილეადის" პრეპარატი რემდესივირი, რომელიც ებოლას ეპიდემიასთან საბრძოლველად წლების წინ შეიქმნა, შეიძლება კორონასთან საბრძოლველადაც ეფექტური აღმოჩნდეს.

ამ მედიკამენტის კლინიკური კვლევების შედეგად დადებითმა რეზულტატმა, ერთი საათის შემდეგ მისი მწარმოებელი კომპანია „გილიადის" აქციების ფასი 14%-ით გაიზარდა.

რემდესივირი დასავლეთ აფრიკაში 2013-16 წლიდან ებოლას ეპიდაფეთქების დროს შეიქმნა, მის შექმნაში კომპანია „გილეადი" , აშშ-ს არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები მონაწილეობდნენ. ეს მედიკამენტი ჯერ ლიცენზირებული არ არის.

როდესაც პანდემია დაიწყო, ფარმაკოლოგებმა კოვიდ-19- ის წინააღმდეგ შესაძლო ეფექტურობისთვის არსებული მედიკამენტები გამოიყენეს, რემდესივირის გამოყენებისთანავე დაინახეს მედიკამენტის პოტენციალი, რადგან ახალი კორნავირუსი მახასიათებლებით მნიშვნელოვნად ჰგავს ებოლას მახასიათებებს.

იანვრიდან მოყოლებული ჩინეთში და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მეცნიერები კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებთან კლინიკურ კვლევებს ატარებენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერცერთმა მეცნიერმა ვერ მიიღო მედიკამენტის ეფექტურობის ცალსახა მტკიცებულებები.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, დოქტორ ქეთლინ მულანის თქმით, კოვიდ-19-ის მქონე 125 პაციენტი, რომლებიც მედიკამენტ რემდესივირს იღებდნენ მალე გამოჯანმრთელდნენ.

ექიმის თქმით, პაციენტებს რომლებმაც წამლის კლინიკურ ცდებში მიიღეს მონაწილეობა, აღენიშნებოდათ სუნთქვის გაძნელება და ტემპერატურა, თუმცა მალე გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფო ერთი კვირით ადრე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ „გილეადი" ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილეობს და პრეპარატებს ეპკლუს, ჰარვონსა და რიბავირინს გვაწვდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×